მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49361.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მოსულიერებული ელჩისთვის კი ზაქარიას უთქვამს: „თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენაისა აღმოკვეთა იყო შენი სამართალი და მერმედა თავისა, კადნიერად კადრებისათვის“.
When the messenger came to himself, Zakaria said to him "If you were not an envoy, you would have your tongue cut out, and then your head cut off for your insolent behavior".
49362.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სულთნის ელჩი პასუხის მოლოდინში კარგა ხანს გააჩერეს.
The sultan's envoy had to wait for an answer for quite a long time.
49363.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამასობაში თამარმა ლაშქარი შეკრიბა და გულმხურვალედ დალოცვის შემდეგ ბასიანისაკენ გაუშვა.
Meanwhile, Tamar got her army together, and having blessed them heartily, sent them to Basiani.
49364.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
აქ სულთნის ჯარი იყო დაბანაკებული.
The sultan's army was encamped there.
49365.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
როცა ქართველთა ლაშქარი ერთი დღის სავალზე მიუახლოვდა მტერს, მაშინ გაუშვეს სულთნის ელჩი და წერილიც გაატანეს რუკნადინთან.
When the Georgian army approached the enemy and there was only a day's ride between them, they sent the sultan's envoy to the enemy's camp with a letter to Rukn-ad-Din.
49366.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
1203 წელს გაიმართა ბრძოლა - „იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი“.
The battle took place in 1203 - "the war was fierce and hot".
49367.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ქართული ლაშქრის საერთო ხელმძღვანელობას დავით სოსლანი ეწეოდა.
It was David Soslan, who commanded the army.
49368.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ქართველებმა ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვეს.
The Georgians won a brilliant victory.
49369.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მათ რუკნადინის მოკავშირე სულტნებიც დაატყვევეს.
They captured the sultan Rukn-ad-Din and his allies, too.
49370.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
კოალიციური ლაშქარი პრაქტიკულად განადგურდა და ქართველმა მოლაშქრეებმა დიდძალი ალაფი ჩაიგდეს ხელთ.
The coalition army was practically destroyed, and the Georgian men-at-arms seized an enormous amount of booty.
49371.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გამარჯვებულ ლაშქარს თამარი ვარძიაში შეხვდა.
Tamar met the victorious army at Vardzia.
49372.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თბილისში დიდი ზეიმი გაიმართა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად.
There were great festivities in Tbilisi to celebrate the victory at Basiani.
49373.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამ გამარჯვებით საქართველომ უზრუნველყო სამხრეთი საზღვრების სრული უსაფრთხოება.
The security of Georgia's southern frontiers was completely guaranteed by this victory.
49374.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ძლიერი საქართველოს სამეფოს გავლენის გავრცელება სამხრეთით დასრულდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ტრაპიზონის სამეფოს შექმნით.
The influence of the powerful kingdom of Georgia spread southwards and ended in establishing the kingdom of Trebizond on the southern shore of the Black Sea.
49375.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარმა აქტიური საბრძოლო მოქმედებები აწარმოა შავიზღვისპირეთში და „წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამსონი, სინოპი, კერასუნდი, კოტიორა, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი“.
Tamar conducted continuous warfare along the Black Sea coast and "captured Lazica, Trebizond, Limon, Samson, Sinop, Kerasund, Kotyora, Araklia and all the lands of Feblaghon and Pontus".
49376.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სწორედ ამათგან შეიქმნა ერთი სახელმწიფო - ტრაპიზონის სამეფო,
These territories comprised one state - the Empire of Trebizond.
49377.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
რომლს სათავეში თამარმა ჩააყენა ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი კომნენოსი:
Tamar made Alexis Comnenos, a relative of the Bagrationis, king of this state:
49378.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„მისცა ნათესავსა თვისსა ალექსი კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილს, რომელი იყო მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხვეწილი“.
She "gave it to her relative Alexis Comnianos, Andronike's son, who was a refugee at Queen Tamar's court".
49379.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
1185 წელს ბიზანიის იმპერატორი ადრონიკე კომნენოსი ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს.
In 1185, the emperor of Byzantium, Andronike Comnenos, was over-thrown and killed.
49380.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სამეფო ტახტი ანგელოსთა საგვარეულოს წარმომადგენლებმა დაიკავეს.
The representatives of the house of Angelos seized the throne.