მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49381.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გადარჩნენ ადრონიკეს შვილიშვილები, მანოელის ვაჟები ალექსი და დავითი.
Andronike's grandsons, Manuel's sons Alexis and David, survived.
49382.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მათ თავშესაფარი თამარის კარზე ჰპოვეს.
They found refuge at Tamar's court.
49383.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სწორედ ეს ალექსი კომნენოსი გახდა ტრაპიზონის იმპერიის მეთაური.
This very Alexis Comnenos became the ruler of the Empire of Trebizond.
49384.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო.
The Empire of Trebizond was Georgia's vassal state.
49385.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ - დასავლეთიდან რუმის თურქთა სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად.
The existence of this state was very important for Georgia, since it acted as a buffer against the invasions of Byzantium from the west and of the Turkish sultanate of Rum from the southwest.
49386.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საქართველოს საომარი წარმატებები, საგარეო პოლტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა ქვეყნის საშინაო მდგომარეობაზე.
Georgia's military achievements improved her international political situation, at the same time had a favorable influence on the situation inside the country.
49387.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
1207 წელს გარდაიცვალა დავით სოსლანი.
In 1207, David Soslan died.
49388.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
დიდად იგლოვა საქართველოს სამეფომ: „იტირეს და იტყებდეს და დაუტყვეს მწუხარება ყოვლისა მკვიდროვანსა“.
The Georgian kingdom "mourned over him and all the inhabitants of the country felt great grief".
49389.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
დავით სოსლანსა და თამარს ორი შვილი ჰყავდათ - ლაშა-გიორგი და რუსუდანი.
David Soslan and Tamari had two children - Giorgi Lasha and Rusudan.
49390.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მამის გარდაცვალების შემდეგ ლაშა-გიორგი თამარის თანამოსაყდრე გახდა.
After his father’s death, Giorgi Lasha was elevated to the throne to reign along with Tamari.
49391.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარი აგრძელებს წარმატებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
Tamar continued to conduct a successful home and foreign policy.
49392.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
1210 წელს ქართულმა ლაშქარმა თავრეჟი (თავრიზი) აიღო; შემდეგ მიანა, ზენჯანი, ყაზვინი და რომ - გურამდე მივიდა.
In 1210, the Georgian army captured Tabriz; then they occupied Miana, Zenjan and Kazvin, and approached Rom-Gur.
49393.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ათიანი წლების ბოლოს საქართველოს სამეფოს ყმადნაფიცები იყვნენ: ეზინკისა და ხლათის სასულთნოები, არზრუმის საამირო და სხვა.
At the end of the 1210's, the sultanates of Ezinki and Khlat, the Erzerum emirate, and the other were the vassals of the kingdom of Georgia.
49394.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თურქული სამფლობელოები სამხრეთ კავკასიასა და სპარსეთის აზერბაიჯანში.
Turkish domains in the Southern Caucasus, as well as Persian domains in Azerbaijan.
49395.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საქართველოს ძველთაგანავე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა კავკასიის მთიანეთისა და სამხრეთ კავკასიის მთისწინა ქვეყნებთან.
Since olden times, Georgia had had close relations with the mountainous countries of the Caucasus and the countries, situated in the foothills of the Southern Caucasus.
49396.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საქართველოს მეფეები მჭიდრო სამხედრო, პოლიტიკურსა და კულტურულ ურთიერთობას ამყარებდნენ ჩრდილოეთის მეზობლებთან.
Georgian kings established close military, political, and cultural relations with their northern neighbors.
49397.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ჩერქეზ - ოსები და დურძუკ - ღუნძები აქტიურად მონაწილეობდნენ კავკასიის ერთიანი დიდი ფეოდალური სამყაროს წარმოქმნაში
Circassians, Ossettes, Durdzuks and Ghundzis, took an active part in creating a large united feudal state of Caucasus.
49398.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის მეფობის ბოლო პერიოდში იმიერკავკასიელი მთიელები საქართველოს მეფის ყმადნაფიცთა შორის იყვნენ და ერთიანი საქართველოს ძლიერ კულტურულ გავლენას განიცდიდნენ.
In the final period of Tamar's reign, the Ciscaucasian mountain peoples were the Georgian queen's vassals and were greatly influenced by the culture of united Georgia.
49399.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
არაერთი ქართული სიტყვა შევიდა ჩრდილო კავკასიელი ხალხების ლექსიკურ ფონდში.
Many Georgian words found their way into the lexicon of the Ciscaucasian peoples.
49400.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გავრცელდა ქართული მწერლობა, ხშირია ქართული წარწერები და ასევე შეიმჩნევა ქართული სტილის გავლენა არქიტექტურაში.
Georgian literature was current among them, Georgian inscriptions can often be found there, and the influence of the Georgian style in architecture too.