მოიძებნა 668071 ჩანაწერი
4941.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მათემატიკა
ნაშრომში R და R<sub>0</sub> ზედაპირების ანალოგიურად განმარტებულია R და R<sub>0</sub> ბადეები.
The R and R<sub>0</sub> nets are determined analogously to the R and R<sub>0</sub> sufaces.
4942.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მათემატიკა
დამტკიცებულია R და R<sub>0</sub> ბადეების დამახასიათებელი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემების არანულოვანი ამონახსნების არსებობის პირობები.
The conditions are proved for the existence of non-zero solutions of the system of differential equations characterizing the R and R<sub>0</sub> nets.
4943.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მათემატიკა
R და R<sub>0</sub> ბადეების შინაგანი გეომეტრიების საშუალებით მოძებნილია პროექციულად დეფორმადი ზედაპირების დამახასიათებელი პირობა.
A characteristic condition of projectively-deforming surfaces is established with the aid of the inner geometries of the R and R<sub>02</sub> nets.
4944.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მათემატიკა
ჯერადი ორთოგონალური მწკრივების შესახებ.
On multiple orthogonal series.
4945.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მანქანათმცოდნეობა
დრეკადი სისტემის - ზამბარა-მყარი სხეული - ულტრაჰარმონიული რხევები დამზადების ცდომილებებთან დაკავშირებით.
Ultraharmonic vibrations in spring-mass system as a result of production and mounting errors.
4946.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მანქანათმცოდნეობა
განხილულია ხრახნული ზამბარებისა და მყარი სხეულისაგან შედგენილი დრეკადი სისტემის სივრცითი რხევები.
Vibrations in a system with several degrees of freedom are considered.
4947.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მანქანათმცოდნეობა
გაანალიზებულია არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა, რაც ითვალისწინებს დამზადების ცდომილებებს. მიღებულია ულტრაჰარმონიულ რხევათა წარმოშობის პირობები.
Nonlinear coupled differential equations are analyzed to obtain the conditions of excitations of ultraharmonic vibrations caused by technological deviations of spring production or mounting errors.
4948.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მანქანათმცოდნეობა
მოყვანილია ძირითადი და დამატებითი რხევების ექსპერიმენტული შემოწმების შედეგები.
The result of forced vibrations of an experimental model are presented.
4949.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მასალათა ტექნოლოგია
კონტაქტების ტიპის გავლენა ნახევარწყლიანი თაბაშირის გამყარების სტრუქტურის დეფორმაციულ თვისებებზე.
The influence of the contact type on the hardening properties of semi-water gypsum.
4950.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მასალათა ტექნოლოგია
ნახევარწყლიანი თაბაშირის მაგალითზე, რომლის გამყარების სტრუქტურაში იოლია კრისტალებს შორის კავშირის ტიპის ცვლა, ნაჩვენებია კოაგულაციური და კრისტალიზაციური კონტაქტების როლი სიმტკიცის მახასიათებლებისა და დეფორმაციული თვისებების ფორმირებაში.
On the example of semi-water gypsum, in whose hardening structure change of contact type between crystals is facile, the role of coagulatory and crystalizing contacts in forming the hardness characteristics and deformation properties is shown.
4951.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მასალათა ტექნოლოგია
კერძოდ, ნაჩვენებია, რომ კრისტალიზაციური კონტაქტების რაოდენობის ზრდისას მკვეთრად მცირდება ხანგრძლივი დატვირთვით გამოწვეული დეფორმაციები და, რომ ორივე სახის კონტაქტების მქონე სტრუქტურაში პლასტიკურ-ბლანტი დეფორმაციების განვითარების ხასიათი დამოკიდებულია კრისტალიზაციურ კონტაქტებში მიკრობზარების წარმოშობასა და განვითარების ინტენსივობაზე.
It is shown, in particular, that with an increase of the number of crystallizing contacts long-accumulating deformations fall drastically, and that in the structure of both types of contact the character of the development of plastic-viscous deformations depends on the appearance and the intensity of microcracks in crystallizing contacts.
4952.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მეტალურგია
მონოკრისტალების გაზრდა მუდმივი დენის ელექტრულ რკალში მასალის გადატანის საშუალებით.
A method of single crystal growth by direct transports of the material in the D. C. electric arc.
4953.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მეტალურგია
შესწავლილია ძნელდნობადი მასალების მონოკრისტალების ელექტრულ რკალში მიღების შესაძლებლობა.
The possibility of obtained single crystals of high-melting materials in an electric arc has been studied.
4954.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მეტალურგია
მოყვანილია მეთოდის არსი.
The principle of the method is presented.
4955.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მეტალურგია
აღწერილია დანადგარი და ექსპერიმენტის ჩატარების თანმიმდევრობა.
The apparatus and the sequence of conducting the experiment are described.
4956.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მეტალურგია
მოცემულია მიღებული რკინის ჟანგის (Fe<sub>3</sub>O<sub>4</sub>) მონოკრისტალის ფოტო- და ზედაპირის ელექტრონოგრამა.
The photo and surface electronogram of the obtained single crystal of iron oxide (Fe<sub>3</sub>O<sub>4</sub>) is given.
4957.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მექანიკა
კიდული საბაგირო გზის მზიდი ბაგირის რხევის განტოლება.
The equation of vibration of the carrying rope of ropeways.
4958.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მექანიკა
კიდული საბაგირო გზის მზიდი ბაგირის რხევის გამოკვლევის მიზნით შედგენილია განტოლებათა სისტემა, ამ მიზნით გამოყენებულია ლაგრანჟეს მეორე გვარის განტოლება, ხოლო მოქნილი ძაფი (ბაგირი) შეცვლილია n-რგოლიანი ჯაჭვით.
A set of equations, based on the Lagrange equation of the second kind for the variable mass, has been worked out to investigate the carriage rope vibrations of ropeways, the flexible thread (the rope) being replaced by an n-link chain.
4959.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მექანიკა
ძაბვის ანგარიში ცილინდრულ ნიმუშში მასალის გაჭიმვაზე გამოცდისას.
Calculation of stresses in a cylindrical specimen during the tensile test of the material.
4960.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, მექანიკა
დრეკადობის თეორიის მეთოდებით გამოყვანილია ბრტყელ დრეკად შტამპებში მოთავსებულ ცილინდრულ დისკოში მოქმედი ძაბვების საანგარიშო ფორმულები.
The calculation formulas of the stress components in a round elastic disk clamped between two flat elastic punches have been obtained by means of the first principal problem of the theory of elasticity.