მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49741.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
იგივე შეიძლება ითქვას ბესლეთისა (სოხუმთან) და დანდალოს (აჭარაში) ხიდებზე.
The same can be said of the Besleti (near Sukhumi) and Dondolo (Achara) bridges.
49742.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე.
The building of fortresses was highly developed, as well.
49743.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ისინი მიუვალ კლდეებზე შენდებოდა იმ მიზნით, რომ მოხერხებულად დაეცვათ გზები, ხეობები ან ქალაქები.
These were usually built on inaccessible rocks, for the purpose of efficiently defending roads, gorges, or towns.
49744.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ დროის ციხესიმაგრეებს სათოფურები არ გააჩნიათ (ეს ბუნებრივია, რადგან ისინი შენდებოდა ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლამდე).
The fortresses of those days do not have embrasures (since they were built before the introduction of firearms).
49745.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ნიშანდობლივია, რომ ციხესიმაგრეები ისეა შერწყმულ-შეზრდილი კლდეებთან, რომლებზედაც გაშენებულია, რომ ერთი მთლიანის შთაბეჭდილებას ქმნიან.
It is noteworthy that these fortresses are so cleverly merged into the rock they are built on, that they create the impression of being part of it.
49746.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მძლავრი და მონუმენტურია სამხრეთ საქართველოს ციხეები: ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე, თმოგვი და სხვ.
Southern Georgia's fortresses: Khertvisi, Atsquri, Okros Tsikhe, Tmogvi and the others are powerful and monumental works of architecture.
49747.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII საუკუნეებში მნიშვნელოვან აღმავლობას აღწევს სახვითი ხელოვნება.
Fine arts reached a significant level of development during the 11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> centuries.
49748.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
თუ XI საუკუნის პირველ ნახევარში შეიმჩნევა სკულპტურულობისაკენ სწრაფვა, შემდგომ პერიოდში ეს ინტერესი ნაკლებად ჩანს.
If during the first half of the 11<sup>th</sup> century sculptural motifs prevail, in the later period this interest is less noticeable.
49749.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
რელიეფები იშვიათად გვხვდება ეკლესიათა ფასადებზე.
We come across reliefs less frequently on the facades of churches.
49750.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ოქრომჭედლობაში, განსაკუთრებით XII საუკუნეში, წინა პლანზე დეკორატიულობა (ორნამენტი) ჩნდება.
Especially during the 12<sup>th</sup> century, decorative elements come into the foreground in the goldsmiths' art.
49751.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ორნამენტულობის თვალნათელი ნიმუშია ხახულის ხატი გელათიდან, რომელიც მსოფლიო ოქრომჭედლობის უნიკალური ნაწარმოებია, რომელიც თარიღდება XII საუკუნის პირველი ნახევრით.
A vivid example of this tendency is the Khakhuli icon from Gelati, a unique treasure of the goldsmiths' art dating to the first half of the 12<sup>th</sup> century.
49752.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
თამარის დროს მოღვაწეობდნენ ოქრომქანდაკებლები ბექა და ბეშქენ ოპიზარები.
The goldsmiths Beka and Beshken Opizari were active during the reign of Tamar.
49753.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ბექა ოპიზარის შექმნილია წყაროსთავის სახარების ყდა (ჯვარცმისა და ვედრების სცენებით) და ანჩისხატის მოჭედილობა (ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა წმინდანების ფიგურებითა და ორნამენტული არშიებით).
Beka Opizari created the cover of the Tskarostvali Holy Gospel (with its scenes of crusifixion and entreaty) and the chasing of Anchiskhati (with its figures of the Mother of God, John the Baptist, and the other saints, with an ornamental edging).
49754.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ბეშქენ ოპიზარის ნახელავია ბერთის სახარების ყდა.
Beshken Opizar's creation is the cover of the Berta Holy Gospel.
49755.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII საუკუნეების საქართველოში ოქრომჭედლობის რამდენიმე სტილი შეიმჩნევა.
Several styles of goldsmithing are noticable in the art of the 11-12<sup>th</sup> century Georgia.
49756.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
გვაქვს მთელი რიგი სკოლებისა (ოპიზის, ტბეთის, გელათის), რომლებმაც გარკვეულად დამოუკიდებელი მონუმენტური სახე შეიმუშავეს ხელოვნებაში.
There were a number of schools (Opiza, Tbeti, Gelati), and they developed quite an independent monumental form of their art.
49757.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები არაფრით ჩამოუვარდებოდა ბიზანტიურს, ბევრი მათგანი კი მნიშვნელოვან ადგილს იჭერს მსოფლიო მასშტაბითაც.
The extant specimens of the Georgian goldsmiths' art are in no way inferior to Byzantine examples, and many of them have a significant place in the world artistic.
49758.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII სს. მნიშვნელოვანი წინსვლა ჩანს ქართული კედლის მხატვრობაში.
Mural painting was also well-developed in the 11<sup>th</sup>-12c century Georgia.
49759.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
შემორჩენილია დავით აღმაშენებლის მხატვრის, ე. წ. „მეფის მხატვრის თევდორეს“ მიერ მოხატული სვანეთის ტაძრების: იფრარის „თარნგზელი“, კვირიკესა და ივლიტეს ეკლესია (ლაგურკა) კალაში, წმ. გიორგისა – ნაკიფარში კედლები.
The walls of the churches in Svaneti - of Iprari "Tarngzeli", of the church of Kvirike and Ivlite (Lagurka) in Kala, of St. Giorgi in Nakipari, were painted by the so-called "king's painter Tevdore", who worked for David the Builder.
49760.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ ტაძართა მოხატულობა წარმოდგენას გვაძლევს XI-XII საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის სტილზე, ფერწერის მანერასა და იკონოგრაფიაზე.
The extant paintings in these churches help us to understand what the style manner, and iconography of Georgian monumental painting during the 11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> centuries was like.