მოიძებნა 668072 ჩანაწერი
481.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოლოგია
სტრუქტურულად შესწავლილი მხარე წარმოადგენს ერთ დიდ და რთულ ანტიკლინურ ამოწევას, რომელიც შედგება უფრო დაბალი რიგის ნაოჭებით.
The region represents a large and complicated anticlinal uplift composed of smaller folds.
482.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოლოგია
მათგან საყურადღებოა შავსაყდრის ბრახიანტიკლინი, რომელიც დასავლეთით შესხლეტვით არის გართულებული, ხოლო აღმოსავლეთით ის თანდათანობით იძირება.
Among these the most interesting is the Shavsaqdari brachyanticline. The structure is complicated by an upthrust in the west, whereas in the easterly direction it sinks gradually.
483.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოლოგია
შავსაყდრის ანტიკლინი, აგებულია რა ქვედა ეოცენისა და პალეოცენის ფხვიერი ნალექებით, ყურადღებას იმსახურებს როგორც ნავთობისა და გაზის შემცველი პერსპექტიული სტრუქტურა.
The Shavsaqdari anticline consists of the Lower Eocene and Paleocene unconsolidated sediments and consequently is interesting as a prospective oil and gas-bearing structure.
484.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოლოგია
ლუხუნის დარიშხანის საბადოს ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და მათი როლი მადანშემცავი სტრუქტურების ფორმირებაში.
Physical and Mechanical properties of rocks of the Lukhuni deposit and their effect on the forming of ore-bearing structure.
485.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
არეკლილი და გადატეხილი ზედაპირული სეისმური ტალღების გამოკვლევა სამხრეთ ტიან-შანის მიწისძვრების შემთხვევაში.
Study of reflected and refracted surface seismic waves in the case of southern Tian-Shan earthquakes.
486.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
კავკასიის სეისმური სადგურების ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ სამხრეთ ტიან-შანის მიწისძვრების შემთხვევაში წარმოიქმნება არეკლილი და გადატეხილი ზედაპირული სეისმური ტალღები.
Investigation of the records of the Caucasian seismic stations indicates that reflected and refracted surface seismic waves are formed in the case of southern Tian-Shan earthquakes.
487.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
არეკლილი ზედაპირული ტალღებით განსაზღვრულ იქნა ამრეკლავი ზედაპირის მდებარეობა.
The reflective surface has been determined with the help of the reflected surface waves.
488.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
ამრეკლავი ზედაპირი განსაზღვრულ იქნა ელიფსისა და აზიმუტის მეთოდით.
The reflective surface waves have been determined by the methods of ellipsis and azimuth.
489.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
ლიავასა და რელეის ტალღების ამრეკლავი ზედაპირი მდებარეობს ზაგროსის მთის რაიონში (ირანი). იგი გაჭიმულია მესოპოტამიის დეპრესიული ნაწილისა და ზაგროსის მთის საზღვრის გასწვრივ.
The reflective surface of Love and Relay waves is situated in the Zagros Mountain region (Iran), stretching along the depressed parts of Mesopotamia and the bounds of the Zagros Mountains.
490.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
ატმოსფერული წნევის პროგნოზის სივრცული სქემა კვაზიგეოსტროფიულ მიახლოებაში მთის გავლენის გათვალისწინებით.
Space scheme of atmospheric pressure forecast in quasigeostrophic approximation with due account of the mountain effect.
491.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
მოცემულია ბაროკლინური ატმოსფეროსათვის პროგნოზური განტოლების ამოხსნა მთის გავლენის გათვალისწინებით.
Solution is presented of a forecast equation for baroclinic atmosphere by taking into account the mountain effect.
492.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
განტოლებების ამოხსნა განხორციელდა გამომთვლელ მანქანაზე 300 მბ და 700 მბ იზობარული ზედაპირებისათვის.
The solution of equations has been performed for 300mb and 700mb isobaric surfaces on a computer.
493.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
აღნიშნული სქემის მიხედვით 700მბ ზედაპირისათვის შედეგები გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე 300მბ ზედაპირისათვის, რაც მთების გავლენით უნდა აიხსნას.
According to the scheme given the results for 700mb surfaces were much better than for 300mb surfaces, which should be attributed to the mountain effect.
494.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
ატმოსფეროში რადონის დაშლის პროდუქტების განაწილების კანონზომიერება სიმაღლის მიხედვით და ვერტიკალური ტურბულენტური დიფუზიის სიდიდე.
Regularities of the distribution of radon decay products according to the atmosphere altitude and the magnitude of vertical turbulent diffusion.
495.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
რადონის მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე დაშლის პროდუქტებით განპირობებული ბუნებრივი რადიაქტივობის ვერტიკალური ჭრილების მეშვეობით ისაზღვრებოდა ტურბულენტური დიფუზიის კოეფიციენტის ვერტიკალური მდგენელი k<sub>2</sub>, როგორც საშუალოდ მთელი ქვედა ტროფოსფეროსათვის, ისე მისი ცალკეული ფენებისათვის.
The vertical turbulent coefficients of the diffusion k<sub>2</sub> have been determined by studying the vertical profile of natural radioactivity caused by shortliving radon series for both the middle of the entire low troposphere and its separate layers.
496.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
აჭარის პოლიმეტალური საბადოს რაიონში მაგნიტოტელურული ზონდირების შესახებ.
Results of magnetotelluric sounding in the region of semi-metallic deposits of Ajaria.
497.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
მოცემულია 1967 წ. აჭარის პოლიმეტალური საბადოს რაიონში ჩატარებული ზონდირების შედეგები.
The results of sounding in 1967 in the region of semi-metallic deposits of Ajaria are given.
498.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
გამოვლინებულია მაგნიტოტელურული ველის ანომალიური ხასიათი, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს მდ. აჭარისწყალზე გამავალი სიღრმივი რღვევის არსებობით.
The anomalous character of the magnetotelluric field has been revealed which is probably caused by existence of a deep fault along the Ajaris-Tsqali river.
499.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
სამ პუნქტში შესწავლილია მაგნიტოტელურული ველის პოლარიზაციის ხასიათი; მაგნიტოტელურულ გამოკვლევათა შედეგების საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ მერისის ინტრუზივი წარმოდგენილი უნდა იყოს ლაკოლიტური სხეულის სახით, რაც დიდ სიღრმეზე არ უნდა ვრცელდებოდეს.
The character of the polarization of the magnetotelluric field has been studied at three sites of the region. On the basis of an interpretation of the magnetotelluric sounding curves it is suggested that the Merisi intrusion is apparently represented by a laccolithic body not extending to a large depth.
500.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 54, გეოფიზიკა
ორმაგი ელექტრული ფენის ღერძული კუმშვით დიფუზური ნაწილის დეფორმაციის საკითხისათვის.
On the deformation of the diffusion part of a double electric layer as a result of monaxial compression.