მოიძებნა 668060 ჩანაწერი
51861.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
წარმოადგინოს ბალანსის უწყისი შემოსავლების პრიორიტეტულ გადანაწილებათა, სახელმწიფო სექტორში დასაქმებისა და კონკრეტული სექტორების თაობაზე.
To present a balance sheet on priority income transfers, public sector employment and specific sectors.
51862.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ზრუნვის ეკონომიკა - იხ. რეპროდუქციული სექტორი.
Care economy - see reproductive sector.
51863.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
შრომის განაწილება.
Division of labour.
51864.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მუშაობის სპეციალიზაცია, რომლის მიღწევაც შეიძლება საქმიანობის დაყოფით მის შემადგენელ რამდენიმე დავალებად, ანდა პირთა კონკრეტული ჯგუფებისთვის გარკვეული სამუშაობის შესრულებისა თუ შედეგების მიღწევის დავალებით.
Specialisation in work, which may be effected by breaking an activity into component tasks, or by assigning specific groups of persons to certain jobs or outputs.
51865.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ტერმინი „შრომის გენდერული [ან „სქესობრივი“] განაწილება“ აღნიშნავს მამაკაცებისა და ქალებისათვის სხვადასხვაგვარი სამუშაოების ან სხვადასხვა ტიპის შრომის დავალებას რაც, ჩვეულებრივ, ტრადიციისა და ჩვეულების ძალით ხდება.
The "gender [or "sexual"] division of labour" refers to the allocation of different jobs or types of work to men and women, usually by tradition and custom.
51866.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ფემინისტურ ეკონომიკაში ინსტიტუციური წესები, ნორმები და პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც განსაზღვრავენ სამუშაო დავალებათა განაწილებას მამაკაცებსა და ქალებს თუ გოგონებსა და ბიჭებს შორის.
In feminist economics, the institutional rules, norms and practices which govern the allocation of tasks between men and women, girls and boys.
51867.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
აგრეთვე წარმოადგენენ შრომის გენდერულ განაწილებას, რომელიც დროსა და სივრცეში ცვალებადად მიიჩნევა და რომელიც მუდმივი მოლაპარაკებების საგანია.
Also constitute the gender division of labour, which is seen as variable over time and space and constantly under negotiation.
51868.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეკონომისტებმა აჩვენეს, რომ სამუშაო ძალის განაწილებისას გენდერულ დაყოფას, მაგალითად სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე სამუშაოდ, ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ეფექტიანობაზე ისეთი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომლის მიზანიცაა გამომუშავების შეცვლა.
Economists have shown that the gender division of labour allocation, for example to different types of crops, has implications for the effectiveness of economic policy aimed at altering output.
51869.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ხშირად შეუძლებელია ხოლმე სამუშაო ძალის იოლად „გადართვა“ ალტერნატიულ საქმიანობაზე, ან ამგვარ გადართვას ხარჯები ახლავს თან.
It is frequently the case that labour cannot be easily shifted to the alternative activity, or that such shifting involves costs.
51870.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამდენად, პოლიტიკური კურსისა და პოლიტიკის შედეგების ეკონომიკური მოდელები (როგორიცაა მაგალითად სტრუქტურული კორექტირების მოდელები), რომლებიც სამუშაო ძალისა და სხვა რესურსების უდანახარჯო „გადართვას“ ვარაუდობენ, შეცდომაზეა დაფუძნებული.
That is, economic models of the policy path and outcome (such as structural adjustment models) which assume cost-free "switching" of labour and other resources, are wrongly specified.
51871.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
კოლიერმა აჩვენა, რომ კენიაში ჩაის კულტივირების დანერგვას ხელს უშლიდა შრომის უპირატესად გენდერული განაწილება.
Collier showed that adoption of tea cultivation in Kenya was hampered by the prevalent gender division of labour.
51872.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ტანზანიის შემთხვევაში, ტიბაიჯუკამ თავისი გამოთვლებისათვის გამოიყენა წრფივი პროგრამირების მოდელი და ერთწლიანი პერიოდის შესასვლელ-გამოსასვლელი მონაცემები იმის საჩვენებლად, რომ ყავისა და ბანანის საექსპორტო წარმოებისას სქესის მიხედვით შრომის განაწილების ლიბერალიზაციით სოფლელებს შეეძლოთ თავიანთი ფულადი შემოსავლები თითქმის 10 პროცენტით გაეზარდათ, შრომისა და კაპიტალის მწარმოებლობა კი შესაბამისად 15 და 44 პროცენტით გაიზრდებოდა.
For Tanzania, Tibaijuka used a linear programming model and input-output data for a one-year period to calculate that by liberalising sex roles in export production of coffee and bananas, villagers would increase their cash incomes by up to 10 percent, while the productivity of labour and capital would improve by 15 percent and 44 percent respectively.
51873.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
თუმცა მკვლევარი ქალი იმასაც აღიარებდა, რომ ამგვარ ცვლილებას მნიშვნელოვანი ბარიერები ეღობებოდა წინ.
However, she recognised that barriers to such a change were significant.
51874.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
შრომის გენდერული განაწილება კვლავაც ძლიერია ინდუსტრიალიზებულ და ურბანულ საზოგადოებებში.
The gender division of labour remains strong in industrialised and urban societies.
51875.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მსოფლიო მასშტაბით, ქალთა და მამაკაცთა უმრავლესობა ისეთი სამუშაოთია დაკავებული, რომელსაც უმთავრესად ერთი სქესის წარმომადგენლები ასრულებენ.
Worldwide, most women and men work in jobs that are done predominantly by one sex.
51876.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
იტყობინებიან, რომ იმ დროს, როდესაც OECD-ს ქვეყნებში ქალები არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ძალის დაახლოებით 41 პროცენტს შეადგენენ, მომსახურების სფეროს მუშაკთა შორის ქალთა წილი 62 პროცენტის ტოლია, საწარმოო მუშაკთა შორის კი ქალების წილი მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენს.
It is reported that while women make up 41 percent of the non-agricultural labour force in OECD countries, they form 62 percent of service workers compared to only 15 percent of production workers.
51877.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სპეციფიკური პროფესიების შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად ბავშვებისა და ავადმყოფების მოვლა, ქალ მუშაკთა წილი შეიძლება 82 პროცენტამდეც ავიდეს.
For specific professions, such as nursing, the proportion of female employees can rise to as high as 82 percent.
51878.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სქესის მიხედვით სამუშაოთა სეგრეგაციის ამგვარი ხარისხი (და სამუშაო ძალის მასთან დაკავშირებული არათანაბარი განაწილება ეკონომიკის მსხვილ სექტორებში) ართულებს სხვადასხვა სქესის მუშაკთა დასაქმების ურთიერთშედარებას და ხელს უწყობს ქალების გეტოიზაციას დაბალანაზღაურებად პროფესიებსა დას სექტორებში.
This degree of job segregation by sex (and the related uneven distribution of the labour force across broad sectors) makes job comparison across the sexes difficult, and contributes to ghettoisation of women in low-paid occupations and sectors.
51879.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მან აგრეთვე შეიძლება პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და მუშაკებს გაუძნელოს იმის სრულად გაცნობიერება, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს თანაბარი ანაზღაურება და სამუშაო პირობები.
It may also make it difficult for policy makers and workers to fully conceptualise what equity pay and working conditions might be.
51880.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეკონომიკური მოდელი.
Economic model.