მოიძებნა 668060 ჩანაწერი
51901.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
რაც შეეხება მთლიანობაში აღებულ ეკონომიკას, ნეოკლასიკოსი ეკონომისტები თვლიან, რომ თუკი ბაზრები თავისუფლად ფუნქციონირებენ და არ ხდება ფასების დამახინჯება სახელმწიფოს ან სხვა რაიმე მძლავრი მოქმედი ძალის მიერ, მაშინ ფასის კორექტირება მუდმივად იმოქმედებს და მოიზიდავს ინვესტიციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკის ყველა რესურსის ეფექტიან განაწილებას.
For the economy as a whole, neoclassical economists consider that if markets operate freely, without price distortions imposed by the state or any other powerful agent, price adjustment will operate continuously to bring about investments that ensure efficient allocation of all resources in the economy.
51902.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამას ეწოდება ალოკაციური ეფექტიანობა, ანუ რესურსების ეფექტიანი განაწილება ეკონომიკის დონეზე: „გამომუშავებული შედეგების ოპტიმალური ნაკრები, მიღებული ყველაზე უფრო ეფექტიანი გზითა და დანახარჯების ყველაზე უფრო ეფექტიანი კომბინაციით“.
This is called allocative efficiency at the level of the economy: "the optimal set of outputs produced in the most efficient way with the most efficient combination of inputs".
51903.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სტრუქტურული კორექტირების პროგრამები რაციონალურად არგუმენტირდება ხოლმე მათი დეკლარირებული მიზნებით: აღდგეს ეფექტიანობა იმ ქვეყნების ეკონომიკისა, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზაციას და დაკმაყოფილდეს მათ მოქალაქეთა საჭიროებანი.
Structural adjustment programmes are rationalised by their declared objectives of restoring efficiency to national economies that are failing to meet their potential and the needs of their citizens.
51904.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეფექტიანი განაწილების განხილვაში, რომელიც მოცემულია ეკონომიკურ ლექსიკონ „ახალ პელგრეივში“, ხაზი ესმება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სრულ ინფორმაციასა და დაბალ ტრანზაქციულ ხარჯებს იმისათვის, რათა მიღწეულ იქნეს კოორდინაცია, რომელიც რთული საზოგადოებისათვის აუცილებელია ეფექტიანი შედეგების მისაღებად, და რაოდენ მნიშვნელოვანია განაწილების ეფექტიანობასთან, ისევე როგორც წარმოების ეფექტიანობასთან, დაკავშირებული პრობლემები.
The New Palgrave discussion of efficient allocation points out the importance of full information and low transaction costs to achieving the coordination necessary in a complex society so as to arrive at efficient outcomes, and to the efficiency concerns of distribution as well as production.
51905.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ფემინისტი ეკონომისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეფექტიანობისა და ოპტიმალურობის ცნებებს, ვინაიდან საბოლოო ბალანსი დამოკიდებულია ვარაუდებზე იმის თაობაზე, თუ რა ხარჯებია გათვალისწინებული.
Concepts of efficiency and optimality are important to feminist economists because the balance on the bottom line depends on assumptions about which costs are counted in.
51906.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ტრადიციულ ეკონომიკურ გამოკვლევებში მხედველობაში არ მიიღება რეპროდუქციული სექტორი და პოზიტიური გარეგანი ეფექტები, რომლებიც მას ეკონომიკისთვის მოაქვს.
In traditional economic treatments the reproductive sector and the positive externalities it contributes to the economy are excluded.
51907.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ანალოგიურად, დამახინჯებანი, რომლებიც ნეოკლასიკოსი ეკონომისტების ინტერესის საგანს წარმოადგენს, სახელმწიფოთა მიერ შექმნილი დამახინჯებანია, მაშინ როდესაც გენდერული საფუძვლის მქონე დისკრიმინაცია მოქმედებს როგორც კერძო სექტორში წარმოქმნილ შრომისა და სხვა ბაზრებზე არსებული დამახინჯება.
As well, the distortions which are of interest to neoclassical economics are those created by states, whereas gender-based discrimination operates as a distortion in labour and other markets, which evolve in the private sector.
51908.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების სტრუქტურული ანალიზის შედეგად მიღებული ემპირიული მონაცემები, მაგალითად, გვიჩვენებს, რომ მამაკაცთა და ქალთა შორის შრომის ანაზღაურებაში არსებულ განსხვავებათა 75 პროცენტი არ აიხსნება განსხვავებებით ადამიანური კაპიტალის ისეთი მახასიათებლებისა, როგორიცაა განათლების დონე და გამოცდილება.
Empirical evidence, for example from a cross-section of developing and developed countries, shows that about 75 percent of pay differentials between men and women are not accounted for by differences in human capital characteristics such as educational levels, and experience.
51909.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ჩინეთის სამხრეთის სოფლის რეგიონებში მოპოვებული მონაცემების ამასწინანდელმა ეკონომეტრიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მთლიანობაში, ყველა დანარჩენი ფაქტორის გათვალისწინებით, ქალები მამაკაცებზე 38,7 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ.
A recent econometric analysis of data from rural areas in south China found that women earned 38.7 percent less than men overall, with all other factors controlled for.
51910.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ეს შედეგები იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ მათ გამოააშკარავეს ბაზრის დამახინჯებანი, გამოწვეულნი მიწოდების მხარის ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა საოჯახო მეურნეობაში შრომის განაწილება სქესობრივი ნიშნის მიხედვით და წამოჭრეს მოქმედების პოლიტიკის სისწორესთან დაკავშირებული საკითხი – მიიჩნევა თუ არა დაქირავებული შრომა პანაცეად, რომელსაც ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ძალუძს.
The findings were so strong that they pointed to market distortions caused by supply side factors such as the sexual division of labour within the household, and raised policy concerns if wage employment is seen as a panacea for raising women’s socio-economic status.
51911.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამგვარი მონაცემები იმას მიანიშნებს, რომ ბაზრები თავისუფლად ვერ ფუნქციონირებს ქალებსა და მამაკაცებს შორის მოლაპარაკებით ძალაუფლებასა და სტატუსში არსებულ განსხვავებათა გამო და აგრეთვე მოვალეობათა და ნაცვალგების ასიმეტრიის გამო.
Such evidence indicates that markets do not operate freely, because of differences in bargaining power and status, and because of an asymmetry of obligations and reciprocities between women and men.
51912.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
შრომის ანაზღაურების დიფერენციალების ამ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ხელახალ ანალიზში ცანატოსი, იყენებს რა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის 11 ქვეყნის მონაცემებს, აჩვენებს, რომ მამაკაცთა და ქალთა შრომის ანაზღაურების დიფერენციალების რამდენადმე შემცირებისდა მიუხედავად, ამ ქვეყნების ეკონომიკის არატრივიალური ხარჯები გამოწვეულია ხელფასებში კვლავაც არსებული სხვაობით.
In a recent re-examination of pay differentials, using data from 11 Latin American and Caribbean countries, Tzannatos demonstrates that despite some narrowing of male-female pay differentials, non-trivial economic costs are imposed upon these economies as the result of the remaining wage gap.
51913.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
იგი აგრეთვე აჩვენებს, რომ შრომის ანაზღაურების გათანაბრება გამოიწვევდა გამომუშავების მნიშვნელოვან გაზრდას, რაც გადასწონიდა მამაკაცთა ხელფასის უმნიშვნელო შემცირებას.
He also shows that substantial output gains, which would outweigh the smaller male wage declines, would result from pay equity.
51914.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამგვარ გამოკვლევათა შედეგებს იმის დასამტკიცებლად მოიხმობენ ხოლმე, რომ გენდერული უთანასწორობა ეფექტიანობასთან დაკავშირებული საკითხია, რომლის გადაჭრითაც მაკროეკონომიკური პოლიტიკა ჯეროვნად უნდა დაინტერესდეს.
Research of this nature has been invoked to argue that gender inequality is an efficiency issue, with which macroeconomic policy should properly be concerned.
51915.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გარეგანი ეფექტი.
Externality.
51916.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
საზოგადოების ან სხვა მოქმედი ძალის სარგებლიანობა ან დანახარჯი კერძო პირის მოქმედების შედეგად; მესამე მხარის ეფექტი.
The benefit or cost to society or to another agent of the action of a private person; a third-party effect.
51917.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გარეგანი ეფექტები შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური.
Externalities may be positive or negative.
51918.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მაგალითად, ქალთა განათლებაში დაბანდებული ინვესტიციებისაგან წარმოქმნილი გარეგანი ეფექტები პოზიტიური და მნიშვნელოვანია.
For example, the social externalities arising from investments in female education are positive and significant.
51919.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მრავალი ქვეყნის მონაცემები აჩვენებს, რომ ქალთა განათლება დაკავშირებულია ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და შობადობის შემცირებასთან.
Evidence from a large number of countries shows that female education is linked with better health for women and their children and with lower fertility levels.
51920.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მრავალ გამოკვლეულ ეკონომიკაში სტრუქტურული კორექტირების პროგრამების განხორციელებისას ადგილი ჰქონდა უმძიმეს ნეგატიურ გარეგან ეფექტებს, რომლებიც ეკონომიკურმა ანალიტიკოსებმა განსაზღვრეს, როგორც ადამიანური კაპიტალის დახარჯვა.
There have been severe negative externalities, expressed by reviewers as the drawing down of human capital during structural adjustment programmes, in many of the economies studied.