მოიძებნა 668071 ჩანაწერი
5201.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
დასმული და გადაწყვეტილია ოპტიმალური მართვის კერძო ამოცანა ფაზურ კოორდინატებზე შეზღუდვებით გამოსახული ინტეგრალური ტოლობების სახით.
A particular problem of optimum control with limitations of phase coordinates in the form of integral equations was posed and solved.
5202.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მიღებული დიფერენციალური განტოლებებიდან შეზღუდვების გათვალისწინებით და ეილერ-ლაგრანჟის მეთოდის გამოყენებით ციფრულ-გამომთვლელ მანქანაზე მიღებულ იქნა მოძრაობის ოპტიმალური ტრაექტორია.
Using the Euler–Lagrange method, and with allowance for limitations imposed by the obtained differential equations, the optimum trajectory of motion was obtained on a digital computer.
5203.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
აღნიშნული სისტემა ამოხსნილია რუნგე-კუტეს მეთოდით.
The indicated system solved by the Rouge–Kutte method.
5204.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ანალიზური ქიმია
1X18H9T უჟანგავი ფოლადის კოროზიის პროდუქტების თანაფარდობა ИРТ ბირთვულ რეაქტორებში გაცივების პირველი კონტურის წყალსა და მარილმწმენდ ფილტრების ფისებში.
The ratio of some corrosion products of the 1X18H9T stainless steel in the water of the first cooling circuit and ion-exchange resins of the filters of removing salts of the ИРТ nuclear reactor.
5205.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ანალიზური ქიმია
შესწავლილია 1X18H9T უჟანგავი ფოლადის კოროზიის პროდუქტების შედგენილობა ბირთვული რეაქტორის პირველი კონტურის სისტემის სხვადასხვა ნაწილში.
The contents of corrosion products of the 1X18H9T stainless steel were studied in different parts of the first cooling circuit of the ИРТ nuclear reactor.
5206.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ანალიზური ქიმია
მიუხედავად იმისა, რომ კოროზიის პროცესში თანაბრად გამოიყოფა უჟანგავი ფოლადის კომპონენტები, მიმდინარეობს პირველი კონტურის წყლის გამდიდრება ქრომითა და ნიკელით, ეს იმიტომაა, რომ ადგილი აქვს რკინის სელექტიურ შთანთქმას იონმცვლელ ფილტრებზე.
It is shown that in spite of uniform elution of stainless steel components during corrosion, a relative enrichment of the water medium with chromium and nickel takes place due to selective absorption of iron on ion-exchange filters.
5207.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ასტრონომია
ტრაპეციის ტიპის ჯერად სისტემათა ფოტოგრაფიული დაკვირვებები.
Photographic observations of Trapezium type multiple stars.
5208.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ასტრონომია
მოცემულია ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების შემადგენელი ვარსკვლავების ფარდობითი მდებარეობები.
Relative positions are given for the following Trapezium type multiple systems.
5209.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ასტრონომია
დაკვირვებები წარმოებდა აშშ სამხედრო-საზღვაო ობსერვატორიის 65 სმ რეფრაქტორზე (საფოკუსო მანძილი F=990სმ), ჯერადი სისტემების მართკუთხოვანი კოორდინატების გაზომვა შესრულებულია აშშ სამხედრო-საზღვაო ობსერვატორიის ბლინკომპარატორზე და სტრანდის ავტომატურ საზომ ხელსაწყოზე.
The observations were carried out on a 65-cm refractor of the United States Naval Observatory (F=990 cm). The rectangular coordinates of the multiple systems were measured on the Mann Comparator and Strand Automatic measuring Machine.
5210.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ასტრონომია
გამოთვლები შესრულებულია იმავე ობსერვატორიის გამოთვლითი ბიუროს ელექტრონულ-გამოთვლით მანქანაზე IBM -360.
The reductions were carried out by means of an electronic computer IBM-360.
5211.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ასტრონომია
9-ჯერადი სისტემისათვის მიღებულია სულ 42 ფოტოგრაფიული ფირფიტა; თითოეული ჯერადი სისტემისათვის საშუალოდ 3-4 ფოტოგრაფიული ფირფიტა.
On the whole 42 plates have been obtained for the 9 multiple systems, with average of 3-4 plates for each multiple system.
5212.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ასტრონომია
ცხრილში მოცემული 9-ჯერადი სისტემის ვარსკვლავებისათვის ფარდობითი მდებარეობები და მათი განსაზღვრის საშუალო ცდომილებები.
Relative positions of the stars for the 9 Trapezium type multiple systems and their mean errors are given in the Table.
5213.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოფიზიკა
სისხლის ერითროციტების ელექტრული მუხტისა და პლაზმის სტრიქციის საკითხის შესწავლისათვის.
On the study of erythrocyte electric charge and blood plasma stricture.
5214.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოფიზიკა
შესწავლილია სისხლის ერითროციტების ელექტრული მუხტი და პლაზმის სტრიქცია ქალებში ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს.
Erythrocyte electric charge and blood plasma stricture have been studied in physiologically pregnant women.
5215.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ სისხლში ნივთიერებათა ცვლის ფიზიკურ-ქიმიური გამოვლინება მოლეკულურ და სუბმოლეკულურ დონეზე განიცდის გარკვეულ ძვრებს ორსულობის ვადებთან დაკავშირებით.
The physic-chemical manifestation of metabolic processes in the blood on the molecular and submolecular levels has been found to undergo definite changes in relation to the periods of physiological pregnancy.
5216.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოფიზიკა
რენტგენის სხივების გავლენა შინაური კურდღლის ჰიპოთალამური მიდამოს სუპრაოპტიკური ბირთვების ნერვული და გლიური უჯრედების დნმ-ის შემცველობაზე.
The effect of X-rays on the DNA content in the nerve and glial cells of the nucleus supraopticus of the rabbit’s hypothalamus.
5217.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოფიზიკა
შინაური კურდღლის მხედველობითი გაღიზიანება 840 ლუმენი სინათლის წყვეტილი ნაკადით (სინათლე სიბნელეთა დროის თანაბარი მორიგეობისას თავის ტვინის ჰიპოთალამური მიდამოს სუპრაოპტიკური ბირთვების ნერვული და გლიური უჯრედების (ეპენდიმა, სატელიტი) დნმ-ის შემცველობაში ცვლილებებს არ იძლევა გაღიზიანებიდან 15 დღის შემდეგ.
On the 15th day of stimulation of the retina of the rabbit’s eye with 840 lumen blinker light no alteration is noted in the content of nuclear DNA in the nerve and glial cells (ependyma, satellites) of the supraoptic nuclei of the hypothalamus.
5218.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოფიზიკა
კურდღლების თავის ტვინის მარჯვენა ნახევრის დასხივება რენტგენის სხივების 2000 რ ერთჯერადი დოზით იწვევს:
Single X-irradiation with 2000 r of the rabbit’s right hemisphere, while sparing the other hemisphere and the whole body, results in:
5219.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოფიზიკა
ა) ჰიპოთალამური მიდამოს სუპრაოპტიკური ბირთვების ნეირონებისა და სატელიტების ბირთვული დნმ-ის შემცველობის მატებას, რაც კიდევ უფრო ძლიერდება ცხოველის წყვეტილი სინათლით გაღიზიანებისას დასხივების პროცესში;
a) an increase of the content of DNA in the neurons and their satellites (oligodendroglia) of the nucleus supraopticus of the hypothalamus. The effect of X-irradiation increases when stimulating the retina of the eyes by blinker light;
5220.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოფიზიკა
ბ) სუპრაოპტიკურ ბირთვებთან არსებული ეპენდიმურ გლიაში დნმ-ის შემცველობის მატებას, რაც არ ძლიერდება წყვეტილი სინათლით გაღიზიანებისას.
b) an increase of DNA content of the ependyma glial cells of the nucleus supraopticus of the hypothalamus. This effect of X-irradiation does not increase when the retina of the eye is stimulated with blinker light.