მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52221.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ისინი შეიძლება ეფუძნებოდეს დაკვირვებებს, მოგონებებს ან დღიურების წარმოებას, ანდა სხვადასხვა მეთოდების კომბინაციას.
They can be based on observation, recall or diary keeping, or a combination of methods.
52222.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
დროის ბიუჯეტების მიმოხილვებმა გამოავლინა, რომ ტრადიციული შრომითი სტატისტიკა სათანადოდ ვერ ასახავს იმ საქმიანობათა მოცულობას, მასშტაბსა და სირთულეს, რომლებშიც ინდივიდუუმები არიან ჩაბმულნი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში და განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში, რომელთათვისაც ხშირია მრავალი სამუშაო დავალების დაკისრება.
Time budget surveys have revealed the failure of conventional labour statistics to capture the extent, range and complexity of activities in which individuals engage, particularly in developing countries, and particularly among women, for whom multi-tasking is common.
52223.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მაგალითად, ნეპალში 1971 წელს ჩატარებულმა მოსახლეობის აღწერამ გამოავლინა, რომ სამუშაო ძალაში ქალების მონაწილეობის კოეფიციენტი 35 პროცენტს უდრიდა, მამაკაცებისა კი – 83 პროცენტს.
For example, the 1971 Census in Nepal gave an activity rate for women of 35 percent compared to 83 percent for men.
52224.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამისდა საპირისპიროდ, ნეპალში ჩატარებულმა დროის გამოყენების მიმოხილვებმა აჩვენა, რომ ქალები დღეში 4,62 საათს მუშაობდნენ, მამაკაცები კი – დღეში 5,81 საათს, მხოლოდ იმ სახის საქმიანობათა ჩათვლით, რომლებიც დასაქმების ტრადიციული განსაზღვრის ფარგლებში ექცევა.
By contrast, time use surveys conducted in Nepal found that women worked 4.62 hours a day compared to 5.81 hours per day for men, including only those activities which fall under conventional definition of employment.
52225.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მთლიანობაში, მამაკაცები დღეში 7,51 საათს მუშაობდნენ, ქალები კი – 10,81 საათს.
Overall, men worked 7.51 hours per day compared to 10.81 for women.
52226.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებში ჩატარებულმა დროის გამოყენების გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ შრომის საერთო ტვირთი ძლიერ ცვალებადია, თანაც შრომის ტვირთი უფრო დიდია სოფლად, ვიდრე ქალაქებში.
Time use surveys across a range of developing countries have revealed that the overall burden of work varies greatly, with a much higher work burden in rural than urban areas.
52227.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
თუმცა, ყველგან ქალები მეტ საათებს შრომობენ, ვიდრე მამაკაცები, თანაც ქალები გაცილებით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავენ საბაზრო შრომაში (დაახლოებით ერთ მესამედს), ვიდრე მამაკაცები (დაახლოებით სამ მეოთხედს).
In general, though, in all places women work more hours than men, whilst women spend far less time in market work (around one third) than men (about three quarters).
52228.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
დროის გამოყენების გამოკვლევები ტარდება კანადაში და ნორვეგიაში მონაცემთა შეგროვების ოფიციალური სისტემების ფარგლებში, ამას წინათ კი სამხრეთაფრიკელმა სტატისტიკოსებმა ჩაატარეს მსხვილი სამეტაპიანი (სეზონური ცვლილებების ასასახავად) საცდელი გამოკვლევა, რომლის სრული შედეგებიც 2001 წელს უნდა გახდეს ცნობილი.
Time use surveys have been conducted in Canada and Norway as part of official data collection systems and a major survey in three tranches to capture seasonal variations, has recently been piloted for Statistics South Africa, with full results due in 2001.
52229.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
დროის გამოყენებასთან დაკავშირებულ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ეროვნულ ანგარიშებში არასაბაზრო შრომის შეფასების პროცესისთვის, ისინი აგრეთვე დროის გამოყენებაზე სახელმწიფო ხარჯების ცვლილებათა ზემოქმედების გაანალიზების საშუალებას იძლევიან.
Time use data provide an important input into the process of valuing non-market work in national accounts, and also allow for analysis of the effects of changes in public spending on time use.
52230.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ვაჭრობის ექსპანსია.
Trade expansion.
52231.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ბოლო 15-20 წელიწადში ვაჭრობის მოცულობის გაფართოების ტემპი ორჯერ და უფრო მეტად აღემატება მშპ-ის ზრდის ტემპებს, რასაც საფუძვლად დაედო კომუნიკაციებისა და მსოფლიო ფინანსური სტრუქტურის სფეროში მიღწეული პროგრესი და აგრეთვე ტრანსპორტირებისა და წარმოების ტექნოლოგიის განვითარება.
In the past 15-20 years trade has expanded at more than twice the pace of GDP growth, based on advances in communications and the global financial structure, and on transportation and production technology.
52232.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ამ გაფართოების ძირითადი ნაწილი სამრეწველო საქონლით ვაჭრობის ხარჯზე მოხდა: საქონლის ექსპორტი დაახლოებით გაორმაგდა და მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტიდან 20 პროცენტამდე გაიზარდა.
Most of the value of this expansion has come from trade in manufactures: merchandise exports have roughly doubled from 10 percent to 20 percent of the total.
52233.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
განვითარებადმა ქვეყნებმა კი თავიანთ მშპ-ში ვაჭრობის წილი გაზარდეს დაახლოებით 33 პროცენტიდან 1980-იანი წლების შუაში 43 პროცენტამდე 1990-იანი წლების ბოლოსათვის.
And the developing countries have raised their share of trade in GDP from about 33 percent in the mid-1980s to 43 percent at the end of the 1990s.
52234.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მრავალი ქვეყნის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ვაჭრობის ამგვარმა ექსპანსიამ უმეტეს რეგიონებში ქალთა დაქირავებული შრომის მოცულობის ზრდა გამოიწვია, და რომ არსებობს აშკარა სტატისტიკური ურთიერთდამოკიდებულება ექსპორტზე მზარდ ორიენტირებულობასა და ქალთა შრომის გამოყენების მეტ ინტენსიურობას შორის.
Evidence from many countries shows that this expansion of trade has led to increased wage employment of women in most regions, and that there is a clear statistical relationship between increasing export orientation and a greater intensity of use of female labour power.
52235.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
1989 წელს გაი სტენდინგმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელშიც აცნობა სამუშაო ძალის „გლობალური ფემინიზაციის“ შესახებ, რაც მსოფლიო წარმოებაში არსებული ტენდენციების შედეგია.
In 1989, Guy Standing published a study reporting "global feminization" of the labour force as a consequence of trends in worldwide production.
52236.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
1991 წელს ადრიან ვუდმა 35 განვითარებადი ქვეყნის მაგალითზე აჩვენა ამ ურთიერთდამოკიდებულების სიმტკიცე.
In 1991, Adrian Wood showed the robustness of this relationship for 35 developing countries.
52237.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
ნაშრომთა 1999 წლის კრებული კვლავ უბრუნდება ამ ჰიპოთეზებს და ასკვნის, რომ დაქირავებულ შრომაში ქალთა მონაწილეობის ზრდა არ შემწყდარა; მაგრამ დებატები იმის შესახებ, თუ საბოლოოდ რა შედეგებს მოუტანს ეს გენდერულ სამართლიანობას, ჯერაც შორსაა დასრულებიდან.
A 1999 collection of papers revisits the hypotheses of that period and finds the increasing presence of women in wage labour to have continued; however, debate on the overall outcome for gender equity is far from resolved.
52238.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მართალია, მრავალი მონაცემი აჩვენებს, რომ სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობა ზრდას განაგრძობს, ამავე დროს არის იმის დამადასტურებელი არაერთი საბუთიც, რომ მრავალ დარგში ხელფასებში არსებული გენდერული განსხვავებების აღმოფხვრის მცდელობებს წინააღმდეგობა ხვდება.
While ample data show that women’s participation in the labour force continues to rise, there is also strong evidence that in many areas there has been resistance to closing gender gaps in wages.
52239.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
მთელი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ვაჭრობის ექსპანსიის სხვა შედეგების რიცხვში შედის ქალთა მონაწილეობის გაზრდა მომსახურების სექტორის ახალ დარგებში, განსაკუთრებით კომპიუტერიზებულ საფინანსო და სატელეკომუნიკაციო მომსახურებაში;
Other effects of trade, from studies of the whole decade, include greater participation of women in new areas of the service sector, particularly in computer-based financial and tele-communications services;
52240.
BRIDGE (განვითარება - გენდერი) | მაკროეკონომიკური ლექსიკონი გენდერული პრობლემატიკის რაკურსიდან
გაზრდილი მოთხოვნა „მოქნილ“ მუშახელზე – მაგალითად, არასრული განაკვეთით მომუშავე, შეკვეცილი სამუშაო დღის განმავლობაში მომუშავე, პროფკავშირებში გაუწევრიანებელ, და შინ მომუშავე და ქვეკონტრაქტებით დაქირავებულ მუშაკებზე.
A greater demand for "flexible" labour - e.g. part-time, short-time, non-unionised, home and sub-contracted workers.