მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525501.
ბიოლოგია | თავი XVII
პრომოტორთან დაკავშირებული ტრანსკრიფციული ფაქტორებისა და რნმ-პოლიმერაზა II-ის დასრულებულ ანსამბლს ტრანსკრიფციის ინიციაციის კომპლექსი ეწოდება.
The completed assembly of transcription factors and RNA polymerase II bound to the promoter is called a transcription initiation complex.
525502.
ბიოლოგია | თავი XVII
სურათი 17.8 გვიჩვენებს ევკარიოტებში ტრანსკრიფციის ფაქტორებისა და დნმ-ის კრუციალური პრომოტორული თანამიმდევრობის, ე.წ. თათა ყუთის, როლს ინიციაციის კომპლექსის ჩამოყალიბებისათვის.
Figure 17.8 shows the role of transcription factors and a crucial promoter DNA sequence called a TATA box in forming the initiation complex in eukaryotes.
525503.
ბიოლოგია | თავი XVII
ევკარიოტული რნმ-პოლიმერაზა II-სა და ტრანსკრიფციის ფაქტორებს შორის არსებული ურთიერთქმედება წარმოადგენს ევკარიოტული ტრანსკრიფციის კონტროლირების პროცესში (რასაც ჩვენ ქვემოთ, თავ 19-ში, განვიხილავთ) ცილა-ცილოვანი ურთიერთქმედების მნიშვნელობის მაგალითს.
The interaction between eukaryotic RNA polymerase II and transcription factors is an example of the importance of proteinprotein interactions in controlling eukaryotic transcription (as we will discuss further in Chapter 19).
525504.
ბიოლოგია | თავი XVII
როგორც კი პოლიმერაზა მჭიდროდ დაუკავშირდება დნმ-ის პრომოტორს, ამ ადგილზე ხდება დნმ-ის ორი ჯაჭვის გაშლა და ფერმენტი იწყებს საყალიბო ჯაჭვის ტრანსკრიფციას.
Once the polymerase is firmly attached to the promoter DNA, the two DNA strands unwind there, and the enzyme starts transcribing the template strand.
525505.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-ის ჯაჭვის ელონგაცია.
Elongation of the RNA Strand.
525506.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-პოლიმერაზა მოძრაობს დნმ-ის გასწვრივ და განაგრძობს ორმაგი სპირალის გაშლას.
As RNA polymerase moves along the DNA, it continues to untwist the double helix.
525507.
ბიოლოგია | თავი XVII
ორმაგი სპირალის გასწვრივ გადაადგილებისას, ფერმენტი ამატებს ნუკლეოტიდებს მზარდი რნმ-ის მოლეკულის 3’ ბოლოს.
The enzyme adds nucleotides to the 3' end of the growing RNA molecule as it continues along the double helix.
525508.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-ის სინთეზის მოძრავი ტალღის ნაკვალევზე რნმ-ის ახალი მოლეკულა შორდება თავის დნმ ყალიბს და ამ ადგილას ხელახლა ხდება დნმ-ის ორმაგი სპირალის ფორმირება.
In the wake of this advancing wave of RNA synthesis, the new RNA molecule peels away from its DNA template and the DNA double helix re-forms.
525509.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიფციის სიჩქარე ევკარიოტებში დაახლოებით 60 ნუკლეოტიდია წამში.
Transcription progresses at a rate of about 60 nucleotides per second in eukaryotes.
525510.
ბიოლოგია | თავი XVII
ერთი გენი შეიძლება ერთდროულად ტრანსკრიბირდეს რნმ-პოლიმერაზას რამდენიმე მოლეკულის მიერ, რომლებიც მიყვებიან ერთმანეთს, როგორც სატვირთო მანქანები ავტოკოლონაში.
A single gene can be transcribed simultaneously by several molecules of RNA polymerase following each other like trucks in a convoy.
525511.
ბიოლოგია | თავი XVII
თითოეულ პოლიმერაზაზე ჩამოკიდებულია რნმ-ის მზარდი ჯაჭვი, რომლის სიგრძე ასახავს ფერმენტის მიერ, ყალიბის გასწვრივ, სასტარტო წერტილიდან განვლილ მანძილს.
A growing strand of RNA trails off from each polymerase, with the length of each new strand reflecting how far along the template the enzyme has traveled from the start point.
525512.
ბიოლოგია | თავი XVII
პოლიმერაზის ბევრი მოლეკულის თავმოყრა და მათ მიერ ერთი გენის ერთდროულად ტრანსკრიბირება ზრდის ამ გენიდან მიღებული მრნმ-ების რაოდენობას, რაც საშუალებას აძლევს უჯრედს, დიდი რაოდენობით დაასინთეზოს კოდირებული ცილა.
The congregation of many polymerase molecules simultaneously transcribing a single gene increases the amount of mRNA transcribed from it, which helps the cell make the encoded protein in large amounts.
525513.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიფციის ტერმინაცია.
Termination of Transcription.
525514.
ბიოლოგია | თავი XVII
ტერმინაციის მექანიზმები განსხვავებულია პროკარიოტებსა და ევკარიოტებში.
The mechanism of termination differs between prokaryotes and eukaryotes.
525515.
ბიოლოგია | თავი XVII
პროკარიოტებში, ტრანსკრიფცია გრძელდება დნმ-ის ტერმინატორულ თანამიმდევრობაზეც.
In prokaryotes, transcription proceeds through a terminator sequence in the DNA.
525516.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიბირებული ტერმინატორი (რნმ-ის თანამიმდევრობა) მოქმედებს, როგორც ტერმინაციის სიგნალი და იწვევს დნმ-დან პოლიმერაზას მოშორებასა და შემდეგ მისგან ტრანსკრიპტის გამოთავისუფლებას, რომელიც მაშინვე შეიძლება იქნას გამოყენებული მრნმ-ად.
The transcribed terminator (an RNA sequence) functions as the termination, signal, causing the polymerase to detach from the DNA and release the transcript, which is available for immediate use as mRNA.
525517.
ბიოლოგია | თავი XVII
ევკარიოტებში კი, პრე-მრნმ მოწყდება მზარდ რნმ-ის ჯაჭვს, როდესაც რნმ-პოლიმერაზა II კვლავ აგრძელებს დნმ-ის ტრანსკრიბირებას.
In eukaryotes, however, the pre-mRNA is cleaved from the growing RNA chain while RNA polymerase II continues to transcribe the DNA.
525518.
ბიოლოგია | თავი XVII
სპეციფიკურად, პოლიმერაზა ახდენს დნმ-ზე იმ თანამიმდევრობის ტრანსკრიბირებას, რომელსაც პოლიადენილიზაციის სიგნალის თანამიმდევრობას უწოდებენ და რომელიც კოდირებს პოლიადინილიზაციის სიგნალს პრე-მრნმ-ზე.
Specifically, the polymerase transcribes a sequence on the DNA called the polyadenylation signal sequence, which codes for a polyadenylation signal (AAUAAA) in the pre-mRNA.
525519.
ბიოლოგია | თავი XVII
შემდგომ, ააუააა სიგნალიდან დაღმავალი მიმართულებით დაახლოებით 10-35 ნუკლეოტიდის გავლის შემდეგ, მზარდი რნმ-ის ტრანსკრიპტთან ასოცირებული ცილები ათავისუფლებენ მას პოლიმერაზისაგან და გამოიყოფა პრე-მრნმ.
Then, at a point about 10 to 35 nucleotides downstream from the AAUAAA signal, proteins associated with the growing RNA transcript cut it free from the polymerase, releasing the pre-mRNA.
525520.
ბიოლოგია | თავი XVII
პოლიმერაზა განაგრძობს ტრანსკრიფციის პროცესს პრე-მრნმ-ის გამოყოფის წერტილიდან კიდევ ასობით ნუკლეოტიდის მანძილზე.
The polymerase continues transcribing for hundreds of nucleotides past the site where the pre-mRNA was released.