მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525481.
ბიოლოგია | თავი XVII
ტერმინაციის მექანიზმები განსხვავებულია ევკარიოტებში, რასაც მოგვიანებით განვიხილავთ.
The termination mechanism is different in eukaryotes, which we'll describe later.
525482.
ბიოლოგია | თავი XVII
მოლეკულური ბიოლოგები ტრანსკრიფციის მიმართულებას მოიხსენებენ, როგორც „დაღმავალს“, ხოლო მეორე მიმართულებას, როგორც „აღმავალს.“
Molecular biologists refer to the direction of transcription as "downstream" and the other direction as "upstream."
525483.
ბიოლოგია | თავი XVII
ეს ტერმინები ასევე იხმარება დნმ-სა თუ რნმ-ში ნუკლეოტიდების თანამიმდევრობებში მდებარეობის აღსაწერად.
These terms are also used to describe the positions of nucleotide sequences within the DNA or RNA.
525484.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, ამბობენ, რომ დნმ-ში პრომოტორის თანამიმდევრობა აღმავალია ტერმინატორის მიმართ.
Thus, the promoter sequence in DNA is said to be upstream from the terminator.
525485.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-ის უბანს, რომელიც ტრანსკრიბირდება რნმ-ის მოლეკულაში, ტრანსკრიფციის ერთეულს უწოდებენ.
The stretch of DNA that is transcribed into an RNA molecule is called a transcription unit.
525486.
ბიოლოგია | თავი XVII
ბაქტერიას აქვს ერთი ტიპის რნმ-პოლიმერაზა, რომელიც ასინთეზებს არა მარტო მრნმ-ს, არამედ ცილის სინთეზში მონაწილე სხვა ტიპის რნმ-ებსაც.
Bacteria have a single type of RNA polymerase that synthesizes not only mRNA but also other types of RNA that function in protein synthesis.
525487.
ბიოლოგია | თავი XVII
მისგან განსხვავებით, ევკარიოტებს ბირთვში აქვთ სამი ტიპის რნმ-პოლიმერაზა, I, II და III.
In contrast, eukaryotes have three types of RNA polymerase in their nuclei, numbered I, II, and III.
525488.
ბიოლოგია | თავი XVII
მრნმ-ის სინთეზში მონაწილეობს რნმ-პოლიმერაზა II.
The one used for mRNA synthesis is RNA polymerase II.
525489.
ბიოლოგია | თავი XVII
დანარჩენი ორი პოლიმერაზა რნმ-ის იმ მოლეკულებს ასინთეზებენ, რომელთა ტრანსლაცია ცილებად არ ხდება.
The other two RNA polymerases transcribe RNA molecules that are not translated into protein.
525490.
ბიოლოგია | თავი XVII
ტრანსკრიფციის ქვემოთ მოცემულ განხილვაში ჩვენ, თავდაპირველად, შევეხებით მრნმ-ის სინთეზის საერთო ნიშნებს პროკარიოტებსა და ევკარიოტებში, ხოლო შემდეგ აღვწერთ ზოგიერთ მნიშვნელოვან განსხვავებას.
In the discussion of transcription that follows, we start with the features of mRNA synthesis common to both prokaryotes and eukaryotes and then describe some key differences.
525491.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ ტრანსკრიპტის სინთეზი.
Synthesis of an RNA Transcript.
525492.
ბიოლოგია | თავი XVII
როგორც სურათ 17.7-ზე და ასევე ქვემოთ იქნება აღწერილი, ტრანსკრიფციის სამ სტადიას წარმოადგენს რნმ-ის ჯაჭვის ინიციაცია, ელონგაცია და ტერმინაცია.
The three stages of transcription, as shown in Figure 17.7 and described next, are initiation, elongation, and termination of the RNA chain.
525493.
ბიოლოგია | თავი XVII
შეისწავლეთ სურათი 17.7, რომ გაეცნოთ აღნიშნულ ეტაპებსა და მათ აღსაწერად გამოყენებულ ტერმინებს.
Study Figure 17.7 to familiarize yourself with the stages and the terms used to describe them.
525494.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-პოლიმერაზას დაკავშირება და ტრანსკრიფციის ინიციაცია.
RNA Polymerase Binding and Initiation of Transcription.
525495.
ბიოლოგია | თავი XVII
გენის პრომოტორი შეიცავს ტრანსკრიფციის სასტარტო (საწყის) წერტილს (ნუკლეოტიდს, საიდანაც პრაქტიკულად იწყება რნმ-ის სინთეზი) და თავად, ჩვეულებრივ, გრძელდება რამდენიმე ათეული წყვილი ნუკლეოტიდის სიგრძეზე სასტარტო წერტილიდან „აღმავალი“ მიმართულებით.
The promoter of a gene includes within it the transcription start point (the nucleotide where RNA synthesis actually begins) and typically extends several dozen nucleotide pairs "upstream" from the start point.
525496.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-პოლიმერაზას დაკავშირების საიტის როლის შესრულებასა და ტრანსკრიფციის დაწყების ადგილის განსაზღვრასთან ერთად, პრომოტორი ასევე განსაზღვრავს, დნმ-ის სპირალის ორი ჯაჭვიდან, რომელი იქნება გამოყენებული საყალიბოდ.
In addition to serving as a binding site for RNA polymerase and determining where transcription starts, the promoter determines which of the two strands of the DNA helix is used as the template.
525497.
ბიოლოგია | თავი XVII
პრომოტორის გარკვეული უბნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რნმ-პოლიმერაზას დაკავშირებისათვის.
Certain sections of a promoter are especially important for binding RNA polymerase.
525498.
ბიოლოგია | თავი XVII
პროკარიოტებში, რნმ-პოლიმერაზა, თვითონ, სპეციფიკურად ამოიცნობს და უკავშირდება პრომოტორს.
In prokaryotes, the RNA polymerase itself specifically recognizes and binds to the promoter.
525499.
ბიოლოგია | თავი XVII
ევკარიოტებში, ცილების ჯგუფი, რომელთაც ტრანსკრიფციის ფაქტორებს უწოდებენ, განაპირობებს რნმ-პოლიმერაზას დაკავშირებას და ტრანსკრიფციის ინიციაციას.
In eukaryotes, a collection of proteins called transcription factors mediate the binding of RNA polymerase and the initiation of transcription.
525500.
ბიოლოგია | თავი XVII
რნმ-პოლიმერაზა მხოლოდ გარკვეული ტრანსკრიფციული ფაქტორების პრომოტორთან მიბმის შემდეგ უკავშირდება მას.
Only after certain transcription factors are attached to the promoter does RNA polymerase II bind to it.