მოიძებნა 668071 ჩანაწერი
5241.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოქიმია
ამავე ობიექტში არის ნადფ. H<sub>2</sub> სპეციფიკური გლუტამატდეჰიდროგენეზას ხსნადი ფორმა, რომლის საერთო აქტივობა 4,5-ჯერ ნაკლებია ნად. H<sub>2</sub> სპეციფიკურ ფორმასთან შედარებით.
The same leaves contain the soluble form of NAD . H<sub>2</sub> of specific glutamate dehydrogenase the total activity of which is 4.5 times less than that of specific form NAD . H<sub>2</sub>.
5242.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოქიმია
მცენარეული წითელი საღებავის ბიოლოგიური აქტიურობის შესახებ.
On the biological activity of beet-red dyestuff.
5243.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოქიმია
ჩატარებულია გამოკვლევა მცენარეული წითელი საღებავის ბიოლოგიურ აქტიურობაზე.
The biological activity of beet-red dyestuff has been studied.
5244.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოქიმია
დადგენილია, რომ აღნიშნული საღებავი ბიოლოგიურად აქტიურია - ამაგრებს სისხლძარღვთა კაპილარების კედლებს და ხელს უწყობს ასკორბინმჟავას დაგროვებას ცხოველების ღვიძლსა და თირკმელზედა ჯირკვალში.
The dyestuff has been found to be biologically active, strengthening the blood vessel walls and facilitating the accumulation of ascorbic acid in the liver and adrenal glands of animals.
5245.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოქიმია
ამ თვისებებს საღებავი ინარჩუნებს მიღებიდან მისი ხანგრძლივი შენახვის დროსაც.
The dyestuff preserves these properties after its production and storage for a long time.
5246.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოქიმია
აქტინომიცინ D-ს გავლენა α-ამილაზის ბიოსინთეზზე Aspergillus oryzae-ს ზოგიერთ მუტანტში.
Effect of actinomycin D on the biosynthesis of α-amylase by some mutants of Aspergillus oryzae.
5247.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოქიმია
შესწავლილია აქტინომიცინ D-ს გავლენა Aspergillus oryzae 153, Asp. oryzae 3-9-15 და Asp. oryzae U-476 მიერ ბიომასის დაგროვებაზე, რნმ-ის, დნმ-ის და α-ამილაზის სინთეზზე.
The effect of actinomycin D on the accumulation of the biomass, the biosynthesis of RNA, DNA and α-amylase by the mold fungi Aspergillus oryzae 153, Asp. oryzae 3-9-15 and Asp. oryzae U-476 was studied.
5248.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ აქტინომიცინ D-ს დამატებით ხდება ბიომასის, დნმ-ის და რნმ-ის სინთეზის ბლოკირება; α-ამილაზის აქტივობა კი აქტინომიცინის დამატების შემდეგ 6-8 საათის განმავლობაში მატულობს, რის საფუძველზე გამოთქმულია აზრი, α-ამილაზისადმი სპეციფიური ინფორმაციული რნმ-ის სტაბილობაზე Aspergillus oryzae ფორმებში.
It is demonstrated that addition of actinomycin D inhibits the accumulation of the biomass and the biosynthesis of RNA and DNA, while the activity of α-amylase increases during 6-8 hrs. after the addition of actinomycin D. It is suggested that mRNA, responsible for α-amylase synthesis by the above-mentioned strains of Aspergillus oryzae, is stable during 5-6 hours.
5249.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბოტანიკა
კავკასიის სუბალპური მაღალბალახეულობის ფლოროცენოტური კომპლექსის ზოგიერთი კომპონენტის ქრომოსომთა რიცხვი.
The chromosome numbers of some components of the florocoenotic complex of the Caucasus subalpine tall herbaceous vegetation (Altherbosa).
5250.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბოტანიკა
შესწავლილია კავკასიონისა და სამხრეთ კავკასიის სუბალპური მაღალბალახეულობის ფლოროცენოტური კომპლექსის ძირითადი ბირთვის 13 სახეობის ქრომოსომთა რიცხვი.
The chromosome numbers of 13 species of the basic kernel of the florocoenotic complex of subalpine tall herbaceous vegetation (Altherbosa) of the Great and Minor Caucasus have been studied.
5251.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ბოტანიკა
9 სახეობის ქრომოსომთა რიცხვი პირველადაა დადგენილი.
The chromosome numbers of 9 species are given for the first time.
5252.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გენეტიკა და სელექცია
ლიპიდების ცვლა ესენციალური ჰიპერლიპიდემიის დროს.
Lipid metabolism in essential hyperlipemia.
5253.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გენეტიკა და სელექცია
შესწავლილია ლიპიდების (ქოლესტერინის, ფოსფოლიპიდების, β-ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების, საერთო ლიპიდების, არაესთერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავების) ცვლა ესენციალური ჰიპერლიპიდემიის დროს გენეტიკურ ასპექტში.
Lipid metabolism is essential hyperlipemia (cholesterol, common lipids, beta-lipoproteids, triglycerides, phospholipids and nonesterified fatty acids-NEFA) is studied.
5254.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გენეტიკა და სელექცია
დადგენილია, რომ ესენციალური ჰიპერლიპიდემიით დაავადებულთა სისხლის შრატში ადგილი აქვს საერთო ლიპიდების, β-ლიპოპროტეიდების, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების საგრძნობ მომატებას, ხოლო, არაესთერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავების ოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს.
In the blood of patients with essential hyperlipemia some lipid substances (common lipids, beta-lipoproteids, cholesterol, triglycerides, phospholipids) have been found to increase considerably while others (NEFA) sharply decrease.
5255.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გენეტიკა და სელექცია
დადგენილია აგრეთვე, რომ ქოლესტერინის, β-ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების, საერთო ლიპიდების, ფოსფოლიპიდების ოდენობა 60 წლის ასაკამდე იზრდება, ხოლო არაესთერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავების ოდენობა - იკლებს.
The indices of lipid metabolism change with aging, e. g. common lipids, beta-lipoproteids, cholesterol, triglycerides, phospholipids increase up to 60 years, but the quantity of NEFA decreases.
5256.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გენეტიკა და სელექცია
β-ლიპოპროტეიდების, ფოსფოლიპიდების, ტრიგლიცერიდების ოდენობა ერთნაირია როგორც ქსანტომატოზის დროს, ისე მის გარეშე.
The quantity of beta-lipoproteids, phospholipids and triglycerides was found to be the same in patients with xanthomatosis, etc as well as without it.
5257.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გენეტიკა და სელექცია
ქოლესტერინისა და საერთო ლიპიდების ოდენობა მაღალია კანისა და მყესების ქსანტომატოზის დროს, ხოლო არაესთერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა ქსანტომატოზის გარეშე.
The present observations show that the quantity of cholesterol and common lipids is higher in patients suffering from xanthomatosis of the skin and the tendons, whereas the quantity of NEFA is high in the absence of xanthomatosis.
5258.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გენეტიკა და სელექცია
დადგენილია, რომ ესენციალური ჰიპერლიპიდემიის მემკვიდრეობა ატარებს დომინანტურ ხასიათს. დასაშვებია აგრეთვე ამ დაავადების რეცესიული მემკვიდრეობაც.
It has been ascertained that the heredity of essential hyperlipemia is of dominant character, recessive heredity of this disease being also possible.
5259.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოლოგია
სტორის წყების სტრატიგრაფიისათვის.
On the stratigraphy of the Stori suite.
5260.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოლოგია
წყების ზედა ნაწილი აღმოჩენილი ფაუნით ზედასინემურულად თარიღდება.
The age of the upper part of the Stori suite is faunistically determined by the author as Upper Sinemurian.