მოიძებნა 669200 ჩანაწერი
528101.
ბიოლოგია | თავი XXI
ამჟამად მიმდინარე კვლევები სავარაუდო პასუხის საშუალებას გვაძლევს.
Current studies are suggesting likely answers to this question.
528102.
ბიოლოგია | თავი XXI
ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული გენების მარეგულირებელი თანმიმდევრობების მცირე ცვლილებები, იწვევს სხეულის ფორმის მნიშვნელოვან ცვლილებებს.
In some cases, small changes in regulatory sequences of particular genes can lead to major changes in body form.
528103.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, მწერებში და კიბოსნაირებში სხეულის ღერძების გასწვრივ Hox გენების ექსპრესიის განსხვავებული მოდელებით აიხსნება ამ ცხოველებში ფეხების მქონე სეგმენტების განსხვავებული რაოდენობა.
For example, the differing patterns of expression of the Hox genes along the body axis in insects and crustaceans can explain the different number of leg-bearing segments among these segmented animals.
528104.
ბიოლოგია | თავი XXI
სხვა შემთხვევებში, მსგავსი გენები წარმართავენ განვითარების განსხვავებულ პროცესებს სხვადასხვა ორგანიზმებში, და შედეგად ვიღებთ სხეულის სხვადასხვა ფორმებს.
In other cases, similar genes direct different developmental processes in different organisms, resulting in different body shapes.
528105.
ბიოლოგია | თავი XXI
ზოგიერთი Hox გენი, მაგალითად, ექსპრესირებულია ზღვის ზღარბის ემბრიონალურ და ლარვულ სტადიებზე.
Several Hox genes, for instance, are expressed in the embryonic and larval stages of the sea urchin, nonsegmented animals that have a body plan quite different from insects and mice.
528106.
ბიოლოგია | თავი XXI
ზღვის ზღარბის არასეგმენტირებული სხეული საკმაოდ განსხვავდება მწერების და თაგვების სხეულისაგან.
Sea urchin adults make the pincushion-shaped shells you may have seen on the beach.
528107.
ბიოლოგია | თავი XXI
მისი ზრდასრული ინდივიდი ნემსების ჩასარჭობი ბალიშის მსგავს ნიჟარებს იკეთებს.
They are among the organisms long used in classical embryological studies.
528108.
ბიოლოგია | თავი XXI
Arabidopsis -ის გენომის თანმიმდევრობის გაშიფვრისას აღმოჩნდა, რომ მცენარეებს აქვთ ზოგიერთი ჰომეობოქსის შემცველი გენები.
Sequencing of the Arabidopsis genome has revealed that plants do have some homeobox-containing genes.
528109.
ბიოლოგია | თავი XXI
თუმცა ისინი, როგორც ჩანს, არ ფუნქციონირებენ, როგორც მთავარი მარეგულირებელი ჩამრთველები (როგორც ეს ხდება ცხოველებში).
However, these apparently do not function as master regulatory switches as do the homeobox-containing homeotic genes in animals.
528110.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც ჩანს, მცენარეებში პატერნის ფორმირების ძირითად პროცესს სხვა გენები წარმართავენ.
Other genes appear to carry out basic processes of pattern formation in plants.
528111.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეთა და ცხოველთა განვითარების შედარება.
Comparison of Animal and Plant Development.
528112.
ბიოლოგია | თავი XXI
უკანასკნელი საერთო წინაპარი, რომელიც მცენარეებს და ცხოველებს ჰყავდათ, ალბათ ერთუჯრედიანი მიკრობი იყო, რომელიც დედამიწაზე ბინადრობდა ასობით მილიონი წლის წინათ.
The last common ancestor of plants and animals was probably a single-celled microbe living hundreds of millions of years ago.
528113.
ბიოლოგია | თავი XXI
ასე რომ, მათი განვითარების პროცესი წარიმართა ორი დამოუკიდებელი მიმართულებით.
So the processes of development must have evolved independently in the two lineages of organisms.
528114.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეები განვითარდნენ უჯრედების რიგიდული კედლებით, რამაც უჯრედების და ქსოვილების შრეების მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.
Plants evolved with rigid cell walls that make the movement of cells and tissue layers virtually impossible.
528115.
ბიოლოგია | თავი XXI
ამით გამოირიცხა უჯრედების და ქსოვილების მორფოგენეტური მოძრაობა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველებში.
Ruling out the morphogenetic movements of cells and tissues that are important in animals.
528116.
ბიოლოგია | თავი XXI
ამის ნაცვლად, მორფოგენეზი მცენარეებში უფრო მეტად არის დამოკიდებული უჯრედულ დაყოფაზე და უჯრედების შერჩევით ზრდაზე.
Instead, morphogenesis in plants relies more heavily on differing planes of cell division and on selective cell enlargement.
528117.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ პროცესებს თქვენ გაეცნობით 35-ე თავში.
You will learn about these processes in Chapter 35.
528118.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგრამ მიუხედავად განსხვავებებისა მცენარეებს და ცხოველებს შორის, მათ განვითარების მექანიზმების რამდენიმე ძირითადი მსგავსება ახასიათებთ – ორივეს უჯრედული წარმოშობა აქვთ და საერთო თვისებები მემკვიდრეობით აქვთ მიღებული.
But despite the differences between plants and animals, there are some basic similarities in the actual mechanisms of development-legacies of their shared cellular origins.
528119.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც მცენარეებში, ასევე ცხოველებში, განვითარება დამოკიდებულია ტრანსკრიფციული რეგულატორების კასკადზე, რომლებიც ჩართავენ ან გამორთავენ გენების მოქმედების ნატიფ სერიას.
In both plants and animals, development relies on a cascade of transcriptional regulators turning on or turning off genes in a finely tuned series.
528120.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, განსაზღვრავენ დროზოფილას სხეულის თავი-კუდის ღერძს და Arabidopsis-ის ყვავილის ორგანოების რადიალურ მოდელს.
For example, setting up the head-to-tail axis in Drosophila and establishing the organ identities in a radial pattern in the Arabidopsis flower.