მოიძებნა 669200 ჩანაწერი
528081.
ბიოლოგია | თავი XXI
მათი მიზანი იყო გაეგოთ - როგორ ევოლუციონირებს განვითარების პროცესები.
Their aim is to understand how developmental processes have evolved.
528082.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორ შეუძლია ცვლილებებს ამ პროცესებში გამოიწვიოს ორგანიზმის თვისებების ცვლილებები, ან ახალი თვისებების შეძენა.
How changes in these processes can modify existing organismal features or lead to new ones.
528083.
ბიოლოგია | თავი XXI
თანამედროვე მოლეკულური ტექნოლოგიების და გენომის შესახებ უზარმაზარი ინფორმაციის გამოყენებით, ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ აშკარად გამოხატული განსხვავებების მქონე სახეობები შეიძლება ძალიან მცირედ განსხვავდებოდნენ გენომში გენთა თანმიმდევრობის ან რეგულირების თვალსაზრისით.
With the advent of molecular techniques and the recent flood of genomic information, we are beginning to realize that the genomes of related species with strikingly different forms may have only minor differences in gene sequence or regulation.
528084.
ბიოლოგია | თავი XXI
თავის მხრივ, ამ განსხვავებების მოლეკულური საფუძვლების გარკვევა გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ წარმოიშვა დედამიწაზე ფორმების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რაც ევოლუციური თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს.
Discovering the molecular basis underlying these differences, in turn, helps us understand how the myriad of diverse forms that cohabit this planet have arisen, thus informing the study of evolution.
528085.
ბიოლოგია | თავი XXI
განვითარების გენების კონსერვაცია ცხოველებში.
Widespread Conservation of Developmental Genes Among Animals.
528086.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას ჰომეოტური გენების მოლეკულურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მათგანი შეიცავს 180-ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობას, რომელსაც ჰქვია ჰომეობოქსი, რომელიც განსაზღვრავს 60-ამინო-მჟავურ ჰომეოდომეინს (homeodomain-ჰომეოუბანი) პროტეინში.
Molecular analysis of the homeotic genes in Drosophila has shown that they all include a 180-nucleotide sequence called a homeobox, which specifies a 60-amino-acid homeodomain in the protein.
528087.
ბიოლოგია | თავი XXI
იდენტური, ან ძალიან მსგავსი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა აღმოჩენილია მრავალ უხერხემლოთა და ხერხემლიანთა ჰომეოტურ გენებში.
An identical or very similar nucleotide sequence has been discovered in the homeotic genes of many invertehomolobrates and vertebrates.
528088.
ბიოლოგია | თავი XXI
ფაქტობრივად, დროზოფილას ჰომეოტური გენების ხერხემლიანთა ჰომოლოგიურ გენებში ქრომოსომური სტრუქტურაც კი შენარჩუნებულია.
In fact, the vertebrate genes gous to the homeotic genes of fruit flies have even kept their chromosomal arrangement.
528089.
ბიოლოგია | თავი XXI
ჰომეოტური გენებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც Hox გენებს.
Homeotic genes in animals are often called Hox genes.
528090.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას შემთხვევაში, მაგალითად, ჰომეობოქსები წარმოდგენილია არა მხოლოდ ჰომეოტურ გენებში, არამედ კვერცხის პოლარულობის ბიკოიდურ გენშიც, სეგმენტაციის ზოგიერთ გენშიც, და თვალის განვითარების მთავარ მარეგულირებელ გენშიც.
In Drosophila, for example, homeoboxes are present not only in the homeotic genes but also in the egg-polarity gene bicoid, in several of the segmentation genes, and in the master regulatory gene for eye development.
528091.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჰომეობოქსის მიერ კოდირებული ჰომეოდომეინი წარმოადგენს პროტეინის იმ ნაწილს, რომელიც ებმის დნმ-ს, როდესაც პროტეინი ფუნქციონირებს როგორც ტრანსკრიფციული რეგულატორი.
Researchers have found that the homeobox-encoded homeodomain is the part of a protein that binds to DNA when the protein functions as a transcriptional regulator.
528092.
ბიოლოგია | თავი XXI
ყოველ შემთხვევაში, მას ისეთი კონფიგურაცია აქვს, რომ მას შეუძლია დნმ-ის ნებისმიერ უბანზე აწარმოოს ბმა; თვითონ მას არ შეუძლია შეარჩიოს კონკრეტული თანმიმდევრობა.
However, the shape of the homeodomain allows it to bind to any DNA segment; by itself it cannot select a specific sequence.
528093.
ბიოლოგია | თავი XXI
სავარაუდოდ, ჰომეოდომეინის შემცველი პროტეინის სხვა უფრო ვარიაბელური დომენები განსაზღვრავენ, თუ რომელ გენები უნდა არეგულიროს პროტეინმა.
Rather, more variable domains in a homeodomain-containing protein determine which genes the protein regulates.
528094.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი ვარიაბელური დომენების სხვა ტრანსკრიფციულ ფაქტორებთან ურთიერთქმედების შედეგად შესაძლებელი ხდება ჰომეოდომეინის შემცველმა პროტეინმა ამოიცნოს დნმ-ის სპეციფიკური გამაძლიერებლები.
Interaction of these latter domains with still other transcription factors helps a homeodomain-containing protein recognize specific enhancers in the DNA.
528095.
ბიოლოგია | თავი XXI
შესაძლებელია, ჰომეოდომეინის შემცველი პროტეინები განვითარებას არეგულირებენ განვითარების გენების ტრანსკრიფციული პროცესების კოორდინირებით, ანუ მათი ჩართვა-გამორთვის გზით.
Proteins with homeodomains probably regulate development by coordinating the transcription of batteries of developmental genes, switching them on or off.
528096.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას და სხვა ცხოველების ემბრიონებში, ჰომეობოქსის გენების სხვადასხვა კომბინაციები აქტიურდება ემბრიონის სხვადასხვა ნაწილებში.
In embryos of Drosophila and other animal species, different combinations of homeobox genes are active in different parts of the embryo.
528097.
ბიოლოგია | თავი XXI
მარეგულირებელი გენების შერჩევითი ექსპრესირება დროში და სივრცეში წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას პატერნის ფორმირებისათვის.
This selective expression of regulatory genes, varying over time and space, is central to pattern formation.
528098.
ბიოლოგია | თავი XXI
განვითარების ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჰომეოტურ გენებთან ერთად განვითარების პროცესში ჩართული მრავალი სხვა გენიც საკმაო უცვლელობით ხასიათდება სახეობიდან სახეობამდე.
Developmental biologists have found that in addition to homeotic genes, many other genes involved in development are highly conserved from species to species.
528099.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს ეხება იმ მრავალრიცხოვან გენებსაც, რომლებიც აკოდირებენ სასიგნალო გზების კომპონენტებს.
These include numerous genes encoding components of signaling pathways.
528100.
ბიოლოგია | თავი XXI
განვითარების გენების არაჩვეულებრივი მსგავსება სხვადასხვა ცხოველებში იწვევს შემდეგ შეკითხვას: როგორ ხდება, რომ ერთი და იგივე გენები არიან ჩართული ისეთ ცხოველთა განვითარებაში, რომელთა ფორმები ასე განსხვავდება ერთმანეთისაგან?
The extraordinary similarity among particular developmental genes in different animal species raises the question, How can the same genes be involved in the development of animals whose forms are so very different from each other?