მოიძებნა 668071 ჩანაწერი
5281.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოფიზიკა
სეტყვის მარცვლების ფოროვანობა საშუალოდ მათი მოცულობის 0,9%-ს შეადგენს და 2%-ს არ აღემატება. თხევადი წყლის შემცველობა ფართო საზღვრებში იცვლება და ზოგჯერ 46%-ს აღწევს.
The porosity of a hailstone is 0.9% of its volume, on the average, never exceeding 2%. The liquid water content varies within broad limits, sometimes achieving 46%.
5282.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოფიზიკა
ბუნებრივი რადიაქტივობის ვერტიკალურ განაწილებაზე რელიეფის გავლენის საკითხისათვის.
On the effect of the relief on the vertical distribution of natural radioactivity in atmosphere.
5283.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოფიზიკა
მიწისპირა ატმოსფეროს ბუნებრივი რადიაქტივობა დელისში 1,5 – 2,7-ჯერ მეტია ვიდრე კოჯორში, ხოლო შესაბამისი წლიური სვლები თითქმის პარალელურია.
Airborne radioactivity at the surface in Delisi is 1.5- 2.7 times higher than that in Kojori, and their annual course is almost identical.
5284.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოფიზიკა
დელისი-კოჯორსა და 500 და 1500 მ სიმაღლეებზე თავისუფალი ატმოსფეროს აქტივობის შეფარდებათა სხვაობა 1,2-ის ტოლია.
The difference between the radioactivity ratio at Delisi-Kojori and in free atmosphere at the heights of 500 and 1500 metres equals 1.2.
5285.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოფიზიკა
უკანასკნელი სიდიდე მიახლოებით ახასიათებს რადიაქტივობის გადახრას ნორმალური სვლიდან რელიეფის გავლენით.
The latter value approximately characterizes the influence of relief on the normal decrease of natural radioactivity with height.
5286.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოქიმია
კიზილ-დერეს საბადოს პირიტების ელემენტ-მინარევები, როგორც მათი გენეტიკური თავისებურებების ერთ-ერთი ნიშანი.
Element impurities of pyrites of the Kizyl-Dere deposit as an index of their genetic peculiarities.
5287.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოქიმია
კიზილ-დერეს კოლჩედანური საბადოს გენეზისის შესახებ არსებობს ორი ჰიპოთეზა.
At present there are two hypotheses on the genesis of the Kizyl-Dere deposit.
5288.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოქიმია
პირველის მიხედვით საბადო დანალექ-ჰიდროთერმული გენეზისისაა, მეორეს მიხედვით კი -ჰიდროთერმული.
According to one hypothesis this deposit is of hydrothermal-sedimentary genesis, and according to the other of hydrothermal genesis.
5289.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოქიმია
მადანშემცველ არგილატებში არსებული პირიტის კონკრეციებში და მასიური მადნის პირიტებში სელენის, ტელურის, კობალტის, ნიკელის, ვისმუტისა და კადმიუმის მინარევების შესწავლის შედეგად გამოვლინდა მათი ნაწილობრივი განსხვავება.
A study of the impurities: Se, Te, Co, Ni, Bi and Cd in pyrites has revealed that the pyrites of Upper Aalenian argillites somewhat differ, as to the element-impurity content, from the pyrites of compact ores.
5290.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, გეოქიმია
აღნიშნულის საფუძველზე წერილში გამოთქმულია მოსაზრება კონკრეციებისა და მადნის პირიტის წარმოქმნის პირობების სხვადასხვაობის შესახებ.
Proceeding from this an assumption is made on the different conditions of the formation of the pyrites of concretions and of the pyrites of compact ones.
5291.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, დრეკადობის თეორია
დრეკადობის თეორიის ძირითადი ამოცანების ეფექტური ამოხსნა m-განზომილებიანი სფეროს შიგა და გარე არესათვის.
Effective solutions of the fundamental problems of the theory of elasticity inside and outside the m-dimensional sphere.
5292.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, დრეკადობის თეორია
m-განზომილებიანი სფეროს შიგა და გარე არესათვის მოცემულია იზოტროპული დრეკადი ტანის სტატიკის პირველი და მეორე სასაზღვრო ამოცანების ეფექტური ამოხსნები აბსოლუტურად და თანაბრად კრებადი მწკრივებისა და ინტეგრალების სახით.
Inside and outside the m-dimensional sphere the solutions of the first and the second boundary value problems of static, isotropic elastic body in the form of absolutely and uniformly convergent series or in quadratures are given.
5293.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ელექტროტექნიკა
ბინარულ გამყოფთა ჯაჭვისებური შეერთების საფუძველზე მიღებული ძაბვის ინდუქციური გამყოფის ცდომილების კომპენსაცია.
Systematic error compensation of the inductive voltage divider formed of binary dividers connected “chain-by-chain”.
5294.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ელექტროტექნიკა
მოცემულია ძაბვის ბინარულ გამყოფთა ჯაჭვისებური შეერთების სქემის მიხედვით აგებული ძაბვის გამყოფის ცდომილების კომპენსაციის სქემა.
The compensating circuit is proposed for the divider errors constructed in the form of chain-by-chain connected binary dividers.
5295.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ელექტროტექნიკა
განსაზღვრულია გამყოფის ექვივალენტური სქემის პარამეტრები და გაყოფის ცდომილება.
The parameters of the equivalent circuit are determined and the expression of division errors is given.
5296.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ელექტროტექნიკა
თეორიულად დამტკიცებულია და ექსპერიმენტულად საბუთდება, რომ კომპენსაციის სქემა სავსებით გამორიცხავს უქმი სვლის სისტემურ ცდომილებას და თითქმის 4-ჯერ ამცირებს დამატებით ცდომილებას დატვირთვის დროს.
It is theoretically proved and experimentally confirmed that the compensating circuit completely eliminates systematic errors of no-load behavior and diminishes the additional error with load almost by a factor of four.
5297.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ელექტროტექნიკა
გაბნევის გათვალისწინება მაგნიტური წრედის კანონში.
Account of scattering in the law of magnetic circuit.
5298.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ელექტროტექნიკა
მოყვანილია გაბნევის ექვივალენტური კოეფიციენტისა და ექვივალენტური მაგნიტური შეღწევადობის ფორმულები, რომლებიც ითვალისწინებენ ამ სიდიდეების ცვლადობას მაგნიტური წრედის გასწვრივ.
Formulae of equivalent scattering factor and equivalent magnetic penetrability are given, taking account of the change of these values along the magnetic circuit.
5299.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ელექტროტექნიკა
მოყვანილია მაგნიტური წრედის კანონის ფორმულა, რომელიც ასახავს ძირითადი მაგნიტური ნაკადის დამოკიდებულებას გაბნევის ექვივალენტურ კოეფიციენტსა და ექვივალენტურ მაგნიტურ შეღწევადობაზე.
A formula of the magnetic circuit law is also presented. It shows the dependence of the basic magnetic flux on the equivalent scattering factor and equivalent magnetic penetrability.
5300.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ენერგეტიკა
კონსტრუქციული მასალების კოროზიის გამოკვლევა საქართველოს ზოგიერთ გეოთერმულ წყლებში.
Investigation of the corrosion of constructive materials in some thermal waters of Georgia.