მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53101.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
ეს დიდი ევრაზიული პროექტი ერთ დღეს არ დაბადებულა, არც რომელიმე ერთ პიროვნებას ან ერთ ორგანიზაციას ეკუთვნის.
This great Eurasian project was not born at scratch, nor does its idea belong to some one person or organization.
53102.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
მე, მაგალითად, ეს იდეა გამიჩნდა იმ წლებში, როდესაც, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შემოვიარე მსოფლიოს 60-მდე ქვეყანა, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებზეც გადის მსოფლიო დიდი აბრეშუმის გზა: ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, იაპონია, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ევროპის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები.
Thus, this idea occurred to me in the years when, as Minister of Foreign Affairs, I visited up to 60 countries, including those crossed by the world's Great Silk Route: India, China, Iran, Japan, countries of Central Asia, the Caucasus, Europe, America and the Mediterranean.
53103.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
არაერთი შეხვედრა მქონდა ისრაელის, საბერძნეთის, იტალიის ხელმძღვანელებთან.
I had numerous meetings with the leaders of Israel, Greece and Italy.
53104.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
მე ამ პრობლემას დიდი ადგილი დავუთმე ჯერ კიდევ 1990 წელს ვლადივოსტოკის საერთაშორისო კონფერენციაზე, იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის წინ, რომელზეც მე ევრაზიის საერთო სივრცის, მისი ყველა კომპონენტის, მათ შორის საკომუნიკაციო სისტემების განვითარებაზე ვილაპარაკე.
I gave much attention to this problem as far back as 1990 at the Vladivostok International Conference, before my official visit to Japan, where I spoke about the development of the common Eurasian space, all its components, including the communications system.
53105.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
მე ვიცნობ მრავალი სხვა ავტორის მოსაზრებებს ევრაზიული სივრცის, ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხებზე.
I am aware of the views of many authors on the development of the Eurasian space and its transport corridor.
53106.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
კერძოდ, უაღრესად საინტერესოა ამ პრობლემისადმი ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის კონცეპტუალური მიდგომა და კონკრეტული წინადადებები.
In particular, the conceptual approach to the problem and concrete proposals of the President of Kazakhstan Nursultan Nazarbaev are highly interesting.
53107.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
საგულისხმოა ამ პრობლემებისადმი ყირგიზეთის პრეზიდენტის ასკარ აკაევის მიდგომებიც.
The approaches to the problem of the President of Kyrgyzstan Askar Akaev are also noteworthy.
53108.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
დიდი მსოფლიო აბრეშუმის გზა აბრეშუმით როდია მოფენილი.
The Great Silk Route is by no means strewn with silk.
53109.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
აბრეშუმის გზით მხოლოდ აბრეშუმი არ იმოძრავებს.
Silk will not be the only commodity transported by this route.
53110.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
ეს თანამედროვე და მომავალი მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო გზაა, ტრასეკას ქვეყნების, კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზრის გზაა.
It is the greatest trade route of the modern and future world - the route of the TRACECA countries, and of the common market of Caucasia and Eurasia.
53111.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
დარწმუნებული ვარ, რომ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის - დიდი აბრეშუმის გზის - აღორძინება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხრეთი კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის თუ სამხრეთის სახელმწიფოთა ეკონომიკური განვითარებისა და ამ რეგიონებში პოლიტიკური სტაბილიზაციის თვალსაზრისით.
I am sure that the revival of the Eurasian transport corridor - The Great Silk Route - will play an important role in the economic development of South Caucasian, Central Asian and northern or southern states and in the political stabilization in these regions.
53112.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
დიდი აბრეშუმის გზის ორი ცხოვრება - ისტორიული და დღევანდელი - მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ისტორიას.
The "two lives" of the Great Silk Route - historical and present - are closely linked to the history of the strengthening of Georgian statehood.
53113.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
თუ მეფე ფარნავაზის დროინდელი ქართლის (იბერიის) სამეფოს გაძლიერება შორეულ ისტორიულ წარსულში მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული საქართველოზე გამავალი დიდი სავაჭრო გზის განვითარებასთან, დღეს აბრეშუმის გზის ახალი სიცოცხლე არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ ევრაზიის ვრცელი რეგიონის მაინტეგრირებელ და დამაბალანსებელ ფაქტორადაც გვევლინება.
Whereas the consolidation in the remote historical past of the Kingdom of Kartli (Iberia) of King Parnavaz's times was largely dependent on the development of the major trade route crossing Georgia, today the new life of the Silk Route is not only a precondition of the development of the independent, democratic state of Georgia but it also emerges as the integrated and balancing factor of the vast Eurasian region.
53114.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება ის ისტორიული გაკვეთილია, რომელიც ახალი სიბრძნისმეტყველებით ავსებს თანამედროვე პოლიტიკას, ეკონომიკას, დიპლომატიას, გაეროს ახალ მსოფლიო წესრიგს, ევროკავშირის სტრატეგიულ იდეებს, ევროპის XXI საუკუნის კონსტიტუციას.
The revival of the Great Silk Route is a historical lesson that fills with a new philosophy modern politics, economics, diplomacy, the new world order of the UNO, the strategic ideas of the European Union, and the Constitution of the 21<sup>st</sup> century.
53115.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ევრაზიის იდეის უახლესი ისტორია ახალი აზროვნებისა და ტრასეკას კონტექსტში.
THE LATEST HISTORY OF THE EURASIAN IDEA IN THE CONTEXT OF NEW THINKING AND TRACECA.
53116.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციაზე ვლადივოსტოკში, 1990 წლის სექტემბერში.
THE IDEA OF REVIVING THE GREAT SILK ROUTE AT THE INTERNATIONAL CONFERENCE OF ASIA-PACIFIC COUNTRIES, VLADIVOSTOK, SEPTEMBER 1990.
53117.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
1990 წლის სექტემბერში, ვლადივოსტოკში, საერთაშორისო კონფერენციაზე „აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები: დიალოგი, მშვიდობა, თანამშრომლობა“, სხვა პრობლემებთან ერთად, მე დავსვი ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინების საკითხი „ახალი აზროვნების“ კონტექსტში.
At the Vladivostok conference on "The Asia-Pacific Countries: Dialogue, Peace, Cooperation," held in September 1990, along with other problems, I posed the question of reviving the historical Silk Route in the context of the "new thinking".
53118.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ეს საკითხი წამოიჭრა „ევროპის იდეის“, „აზიის იდეის“, „ევრაზიის იდეის“ დამუშავების პროცესში, ევროპააზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ერთიან გეოგრაფიულ სივრცეში გამაერთიანებელი პოლიტიკური იდეებისათვის ღია სივრცის შექმნის მიზნით.
The question arose in the course of developing "the idea of Europe" and "the idea of Eurasia", with a view to creating an open space for political ideas uniting the countries of Europe, Asia and the Pacific into a single geographic space.
53119.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
საკითხი იმთავითვე მაინტეგრირებელ ასპექტში დაისვა: გეოგრაფიული სივრცე - პოლიტიკური სივრცე + ეკონომიკური სივრცე + სამართლებრივი სივრცე.
From the start the question was posed in the integrative aspect: geographical space + political space + economic space + legal space.
53120.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ვაყენებდით ამ უზარმაზარი სივრცის ხალხთა საერთო სახლის იდეას.
The idea of a common home of the peoples of this huge space was put forward.