მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53221.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მე პირადი კონტაქტები მაქვს ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან, არაერთხელ შევხვედრივარ მათ.
I have personal contacts with respective representatives of the European Union, having met them on many occasions.
53222.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
კარგად ვიცნობ ტასისის, ტრასეკას პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფილოსოფიას.
I am well acquainted with the political and economic philosophy of TACIS and TRACECA.
53223.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
იმედი მაქვს, ეს კონტაქტები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
I hope these contacts will strengthen further in future.
53224.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ძნელია გადაჭარბებით იქნეს შეფასებული ტასისი-ს ფარგლებში ტრასეკა-ს (სატრანსპორტო დერეფანი ევროპის, კავკასიის და აზიისათვის) რეგიონული პროექტის შექმნა.
The development of TRACECA within the framework of TACIS can hardly be overestimated.
53225.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ტრასეკას თავისი ისტორია და მოვლენათა ქრონოლოგია გააჩნია.
TRACECA has its history and chronology of developments.
53226.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ტრასეკას პროექტის შექმნას წინ უძღოდა დიდი მოსამზადებელი სამუშაოები, ჩემი უშუალო მონაწილეობით.
The devising of the TRACECA project was preceded by considerable preparatory work, with my direct participation.
53227.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ამთავითვე ვიტყვი: მკითხველი ღრმად რომ ჩაწვდეს ტრასეკას პრობლემებს, საჭიროა მინიმუმ იცნობდეს არა მხოლოდ ტრასეკას იდეას, პროგრამას, არამედ ტრასეკას ტექნიკურ პანორამას, ტრასეკას ტექნიკური დახმარების პროექტებს (მათი რიცხვი დღეს 22-ს აღემატება და მუდმივად იზრდება), ტრასეკას საინვესტიციო პროექტებს (მათი რიცხვი ჯერჯერობით ხუთია), ტრასეკას კონტრაქტორებს (მათი რიცხვი 20-ს აღწევს), ტრასეკას საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობას, ტრასეკას ტექნიკურ ბიბლიოთეკას (ჩართულს „ინტერნეტის“ სისტემის მსოფლიო ქსელში), ტრასეკას რეგიონის რუკას (რუკა თან ერთვის ამ წიგნს).
I should like to observe from the start that for the reader to gain an insight into the problems of TRACECA he should know not only the idea and programme of TRACECA but its technical panorama as well, the projects of its technical assistance (their number reaching 22 today, and growing permanently), the investment projects (so far their number is 5), the TRACECA contractors (their number reaching 20), the activity of the TRACECA coordination group, the technical library of TRACECA, included in the world web site of Internet, the map of the TRACECA region (appended to this book).
53228.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
1993 წლის მაისში, როგორც ვთქვით, ბრიუსელში გაიმართა ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების, აგრეთვე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 სახელმწიფოს (სამხრეთ კავკასიის სამი და ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის) ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრების კონფერენცია.
As I have said, in May 1993 a conference of the Ministers of Trade and transport of the member countries of the European Community, as well as of 8 states of the Southern Caucasus and Central Asia (3 South-Caucasian and 5 Central Asian countries) was held in Brussels.
53229.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
აქ იქნა მიღებული ბრიუსელის ცნობილი დეკლარაცია, რომელშიც გამოხატულია ევრაზიის ახალი 8 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ნება - განხორციელდეს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფორმირება, ევროპიდან, შავი ზღვის, კავკასიის, კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიაში გაყვანილ იქნეს ახალი გზა — ტრასეკა.
The conference adopted the well-known Brussels Declaration expressing the will of the eight new states of Eurasia and the European Union to create a Eurasian transport corridor from Europe in the south-eastern direction, across the Black Sea, the Caucasus, the Caspian Sea to Central Asia.
53230.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ტრასეკა არსებული გზების ალტერნატივას წარმოადგენს ახალ საბაზრო ურთიერთობათა პირობებში.
TRACECA is an alternative to the existing routes in conditions of new market relations.
53231.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ამ მიზნით შემუშავდა მასშტაბური ტექნიკური დახმარების სპეციალური რეგიონული პროექტი – ტრასეკა, რომელიც მე წინასწარ გამაცნეს.
To this end a special large-scale project - TRACECA - of technical assistance was developed.
53232.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მე მისი დეტალური განხილვის საშუალება მომეცა.
I was introduced to it in detail.
53233.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ევროკავშირი ტექნიკური დახმარების ამ რეგიონულ პროექტს განიხილავს თავისი გლობალური სტრატეგიის კონტექსტში.
The European Union considers this regional project (TRACECA) in the context of its global strategy.
53234.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მათ შორის უმთავრესია ოთხი სტრატეგიული მიზანი:
It has four main strategic objectives:
53235.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
პირველი: ევროკავშირს სურს ამ პროექტით მხარი დაუჭიროს პოსტსაბჭოურ სივრცეში შექმნილ სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების, პირველ რიგში, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის სუვერენიტეტის განმტკიცებას, მათი პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ქვეყნების ეკონომიკის ეფექტური დაკავშირება ევროპულ და მსოფლიო ბაზართან ალტერნატიული სატრანსპორტო – სატრანზიტო კომუნიკაციის (ტრასეკას) საშუალებით.
First: Through this project the EU wishes to support the strengthening of the sovereignty of southern Caucasia, and Central Asian states created in the post-Soviet space, primarily Georgia, Azerbaijan, Tajikistan, and Turkmenistan, their political and economic independence in order to enable effective linking of the economies of these countries to the European and world markets by means of an alternative transport and transit communication (TRACECA).
53236.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ამ იდეის განხორციელება სასიკეთოდ შეუცვლის სახეს ევრაზიის სივრცის არა ერთ სახელმწიფოს, მათ შორის სუვერენულ, დემოკრატიულ საქართველოს.
Implementation of this idea will have a beneficial effect on many countries of Eurasia, including sovereign, democratic Georgia.
53237.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მეორე: ევროკავშირს ტრასეკას შექმნით სურს ხელი შეეწყოს სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა რეგიონული თანამშრომლობისა და კოოპერირების განვითარებას.
Second: By setting TRACECA up the EU desires to facilitate the development of regional cooperation between the states of south Caucasia and Central Asia.
53238.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ეს უდავოდ პოზიტიური პროექტია.
It is doubtless a positive project.
53239.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
საქართველო ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.
Georgia will contribute to its implementation.
53240.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მესამე: ტრასეკას პროექტის საშუალებით სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დასახელებულ ქვეყნებში უნდა გაიზარდოს მსოფლიო ინვესტიციები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაინტერესების, ასევე კერძო საინვესტიციო რესურსების გამოყენების გზით.
Third: World investment must grow through the TRACECA project in the listed countries of South Caucasia and Central Asia both by getting international financial institutions interested and by attracting private investment resources.