მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53381.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან არსებული კონფლიქტების არა ჩაქრობით, არამედ მათი გაღრმავებით, ცალკეულ ქვეყნებში ე.წ. „მართვადი ქაოსის“ დამკვიდრებით.
Unfortunately, there are forces that are interested not in extinguishing the existing conflicts but in their aggravation, in creating the so-called "manageable chaos" in individual countries.
53382.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
აქ იყრის თავს მსოფლიო და რეგიონული კონფლიქტების კვანძების შეკვრის და გახსნის სადავეები, რადგანაც ამ რეგიონში არსებობს მეტად მდიდარი ბუნებრივრესურსული პოტენციალი.
The reins for tying up and unravelling the knots of world and regional conflicts converge here, for this region has a very rich potential of natural resources.
53383.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
გარდა ამისა, ტრასეკას ქვეყნებს საკვანძო გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვთ ევროპა-აზიის გზაგასაყარზე.
Besides, the TRACECA countries have a key geostrategic location at the crossroads of Europe and Asia.
53384.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
აქ ბევრ დიდ სახელმწიფოს უჩნდება სასიცოცხლო ინტერესები და ეს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სავსებით გასაგებია.
Many major powers have vital interests here, which is perfectly understandable.
53385.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ძალზე დიდია ევროკავშირის წევრი და სხვა დასავლური და აღმოსავლური ქვეყნების ძალისხმევა იმისათვის, რომ სწორედ ევრაზიის ხსენებულ სუბრეგიონში ახლად ჩამოყალიბებული გეოსტრატეგიული ბალანსის გათვალისწინებით განხორციელდეს ახალი სამშვიდობო გეოპოლიტიკური ღერძის ფორმირება.
Members of the European Union, as well as other Western and Eastern countries exert great effort to give shape to a new geopolitical axis in the cited Eurasian subregion, working from the existing reality and with account of the newly established geostrategic balance.
53386.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ჩვენ მივესალმებით ამ იდეას.
I welcome this idea.
53387.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
_ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ქვეყნების უახლესი პოლიტიკური ისტორია თვითონაც იცვლის სახეს და სახეს უცვლის ევრაზიის ამ უკიდეგანო სივრცესაც.
The recent political history of the countries of the Eurasian transport corridor is itself undergoing change and is altering the vast Eurasian space.
53388.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მთავარია, არ შევცდეთ ისტორიის მამოძრავებელ ძალებში და ისტორიის საზრისისა და მიზნის გაცნობიერებაში.
The main thing is not to make an error in choosing the motive forces of history and the meaning and objective of history.
53389.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნისადმი ინტერესი იაპონიაში, ჩინეთში, ინდოეთში.
INTEREST IN THE EURASIAN TRANSPORT CORRIDOR IN JAPAN, CHINA, MONGOLIA, TURKEY AND IRAN.
53390.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
აღსანიშნავია ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის თანამედროვე განვითარებისადმი აღმოსავლეთის ისეთი სახელმწიფოების დიდი ინტერესი, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, თურქეთი, მონღოლეთი, ირანი.
The considerable interest of such states of the East as China, Japan, India, Turkey, Mongolia and Iran in the current development of the Eurasian transport corridor should be noted.
53391.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მე ამ ქვეყნებში არაერთხელ ვყოფილვარ სახელმწიფო ვიზიტით, კარგად ვიცნობ ევრაზიის ამ სივრცეს და იქ მოქმედ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალთა პროგრამებსა და მიზნებს.
I have been to these countries many times on state visits, am well-acquainted with this Eurasian space and the programmes and objectives of the political and economic forces active there.
53392.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მიმაჩნია, რომ მათი მონაწილეობა ტრასეკას საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში სავსებით რეალური და პერსპექტიულია.
I believe that their participation in the implementation of the TRACECA international project is quite real and prospective.
53393.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ჩინეთში მაღალი ტემპებით მიმდინარეობს კურდა-კაშგარ-ოშის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა.
In China the construction of the Kurda-Kashgar-Osh railway line is under way at high speed.
53394.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მან შედარებით მოკლე გზით უნდა დააკავშიროს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანთან ჩინეთის ახალი, მზარდი ტემპით განვითარებადი პორტი ლიანიუნგანი.
This railway must link - by a comparatively short route - Zyanyungan, a rapidly developing new port of the eastern coast of China to the Eurasian transport corridor.
53395.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
აღნიშნული სარკინიგზო მაგისტრალი საშუალებას იძლევა ტვირთბრუნვა ვაწარმოოთ ჩინეთ-ყაზახეთის სარკინიგზო გადასასვლელის, სადგურ „დრუჟბას“, პარალელურად – ეს ერთი.
This railway allows freight turnover in parallel with the existing China-Kazakhstan rail junction “"Druzhba".
53396.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
მეორე – ლიანიუნგანის ნავსადგური შედარებით მოკლე მაგისტრალით უშუალოდ დაუკავშირდება ყირგიზეთს.
By a relatively short road port Zyanyungan will become directly linked to Kyrgizstan.
53397.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ამ სარკინიგზო მაგისტრალისადმი ჩინეთის მთავრობის დიდი ინტერესი მრავალი გარემოებითაა ნაკარნახევი და ამან განაპირობა უნიკალური მაღალმთიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დინამიკური ტემპი.
The great interest of the Chinese government in the cited railway line is dictated by many considerations, this making for the dynamic tempo of construction of that unique high mountain railway.
53398.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
ვარაუდობენ, რომ იგი მწყობრში უკვე 1999 წელს ჩადგება.
It is hoped to be commissioned in 1999.
53399.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
აქ არა მხოლოდ ჩინეთ-ყაზახეთ-ყირგიზეთის, არამედ ტრასეკას, დიდი აბრეშუმის გზის სხვა ქვეყნების ინტერესების რეალიზებაც მოხდება.
Here not only the interests of China Kazakhstan and Kyrgyzstan will be met but those of TRACECA and other countries of the Great Silk Route as well.
53400.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი III
როგორც ვთქვით, ამომავალი მზის ქვეყნის – იაპონიის – მთავრობა, დიდი იაპონური ბიზნესი სულ უფრო მზარდ ინტერესს იჩენს ახალი აბრეშუმის გზისადმი, რომელმაც ზემოხსენებული ჩინური სარკინიგზო მაგისტრალითა და ჩინეთის პორტების საშუალებით, უმოკლესი სატრანსპორტო კომუნიკაციით უნდა დააკავშიროს იაპონია ევროპასთან.
As I have said, the government of Japan - the land of the rising sun - and the big Japanese business are showing growing interest in the new Silk Route that must link Japan with Europe by the shortest transport communication, via the above mentioned Chinese railway line and the ports of China's eastern coast.