მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535661.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეტიკური ჰიპოთეზა შეიძლება შეიცვალოს მაშინ, როცა ახალი მონაცემები აიძულებენ სისტემატიკოსებს გადაამოწმონ მათი ხეები.
A phylogenetic hypothesis may be modified when new evidence compels systematists to revise their trees.
535662.
ბიოლოგია | თავი XXV
მართლაც ბევრი ძველი ფილოგენეტიკური ჰიპოთეზა შეიცვალა ან საერთოდ უარყოფილ იქნა მოლეკულური მეთოდების გაჩენის შემდეგ. მათი საშუალებით ამჯერად ადარებენ სახეობებს და განსაზღვრავენ ფილოგენეზს.
Indeed, many older phylogenetic hypotheses have been changed or rejected since the introduction of molecular methods for comparing species and tracing phylogenies.
535663.
ბიოლოგია | თავი XXV
ხშირად, საპირისპირო ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში, ყველაზე ეკონომიური ხე ამავე დროს ყველაზე მოსალოდნელია.
Often, in the absence of conflicting information, the most parsimonious tree is also the most likely.
535664.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგრამ ზოგჯერ გვაქვს სარწმუნო მონაცემები იმისა, რომ საუკეთესო ჰიპოთეზა არ არის ყველაზე ეკონომიური.
But sometimes there is compelling evidence that the best hypothesis is not the most parsimonious.
535665.
ბიოლოგია | თავი XXV
ბუნება ყოველთვის არ იყენებს ყველაზე მარტივ გზას.
Nature does not always take the simplest course.
535666.
ბიოლოგია | თავი XXV
შესაძლებელია, რომ ჩვენს მიერ ტაქსონის დასახარისხებლად გამოყენებული გარკვეული მორფოლოგიური ან მოლეკულური თვისებები სინამდვილეში რამდენჯერმე გაჩნდნენ.
Perhaps the particular morphological or molecular character we are using to sort taxa actually did evolve multiple times.
535667.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად, ორივეს, ფრინველებსაც და ძუძუმწოვრებს ოთხსაკნიანი გული აქვთ, მაშინ, როცა ხვლიკებს, გველებს, კუსა და ნიანგებს აქვთ სამსაკნიანი გული.
For example, both birds and mammals have hearts with four chambers, whereas lizards, snakes, turtles, and crocodiles have hearts with three chambers.
535668.
ბიოლოგია | თავი XXV
ეკონომიური მოდელიდან გამომდინარეობს, რომ ოთხსაკნიანი გული ერთხელ განვითარდა და ის ჰქონდა ფრინველებისა და ძუძუმწოვრების საერთო წინაპარს, მაგრამ არ ჰქონდა ხვლიკების, გველების, კუსა და ნიანგის საერთო წინაპარს.
The parsimonious assumption would be that the four chambered heart evolved once and was present in an ancestor common to birds and mammals but not to lizards, snakes, turtles, and crocodiles.
535669.
ბიოლოგია | თავი XXV
თუმცა მრავალრიცხოვანი მონაცემები ადასტურებს, რომ ფრინველები უფრო ახლოს დგანან ხვლიკებთან, გველებთან, კუსთან და ნიანგთან, ვიდრე ძუძუმწოვრებთან.
However, abundant evidence indicates that birds are more closely related to lizards, snakes, turtles, and crocodiles than they are to mammals.
535670.
ბიოლოგია | თავი XXV
მართლაც, კვლევამ აჩვენა, რომ ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ოთხსაკნიანი გული განვითარდა განსხვავებულად. ეს ეთანხმება ჰიპოთეზას, რომ ის დამოუკიდებლად განვითარდა.
Indeed, studies have shown that the four chambered hearts of birds and mammals develop differently, which supports the hypothesis that they evolved independently.
535671.
ბიოლოგია | თავი XXV
ცხადია, რომ 25.16ა სურათზე გამოსახული ეკონომიური ხე არ ეთანხმება ამ ფაქტს, მაშინ როცა 25.16ბ სურათზე გამოსახული ნაკლებად ეკონომიური ხე ეთანხმება ამ ფაქტებს.
The apparently parsimonious tree in Figure 25.16a is not consistent with these facts, while the tree in Figure 25.16b is consistent with the additional facts.
535672.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ შემთხვევაში პრობლემა გვაქვს არა ეკონომიურობის პრინციპთან, არამედ ანალოგია-ჰომოლოგიურ მოძღვრებასთან.
In this example, the problem is not so much with the principle of parsimony as it is with the analogy-homology issue.
535673.
ბიოლოგია | თავი XXV
ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ოთხსაკნიანი გული, როგორც ჩანს, არის ანალოგია, და არა ჰომოლოგია.
The four-chambered hearts of birds and mammals turn out to be analogous, not homologous.
535674.
ბიოლოგია | თავი XXV
შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც არსებობს ორი სახეობის დნმ-ის ფუძეების თანმიმდევრობაში ასევე შეიძლება იყოს დამოუკიდებლად განვითარებული. მაგრამ რაც უფრო მეტ ფუძეს განვიხილავთ, მით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შესაბამისი ცვლილებები არის დამოუკიდებელი, და ეს უბრალო თანხვედრაა.
Matching changes of bases in DNA sequences in two species can also occur independently, but the more bases that are involved, the less likely it is that the matching changes are coincidental.
535675.
ბიოლოგია | თავი XXV
როცა ეკონომიის პრინციპს ვიყენებთ მოლეკულურ სისტემატიკაში, უკეთესია გამოვიყენოთ დნმ-ის უფრო ბევრი და გრძელი თანმიმდევრობა, ვიდრე უფრო მცირე და მოკლე.
Applying parsimony in molecular systematics is more reliable for a data set of many long DNA sequences than for a smaller data set.
535676.
ბიოლოგია | თავი XXV
ასევე მორფოლოგიაში არსებული ანალოგიური მსგავსება ხანდახან ერევათ საერთო წარმოქმნილ (ჰომოლოგიურ) თვისებებთან. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ერთი ასეთი შეცდომა დაარღვევს ფილოგენეტიკურ ხეს, თუ ყოველი კლადა ხეზე განისაზღვრება რამდენიმე წარმოქმნილი თვისებით.
Similarly, occasionally misjudging an analogous similarity in morphology as a shared derived (homologous) character is less likely to distort a phylogenetic tree if each clade in the tree is defined by several derived characters.
535677.
ბიოლოგია | თავი XXV
ყველაზე მძლავრია ის ფილოგენეტიკური ჰიპოთეზები, რომლებიც დადასტურებულია მრავალი მოლეკულური და მორფოლოგიური თვალსაჩინოებით.
The strongest phylogenetic hypotheses are those supported by multiple lines of molecular and morphological evidence as well as by fossil evidence.
535678.
ბიოლოგია | თავი XXV
ევოლუციური ისტორიის უმეტესი ნაწილი ჩაწერილია ორგანიზმის გენომში.
Much of an organism's evolutionary history is documented in its genome.
535679.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ თავში წაიკითხეთ, რომ მოლეკულური სისტემატიკოსები ორგანიზმების ნათესაობის დასადგენად ერთმანეთს ადარებენ ამ ორგანიზმების ნუკლეინის მჟავებს ან სხვა მოლეკულებს. მოლეკულური სისტემატიკა არის ძვირფასი იარაღი ორგანიზმების ევოლუციური ისტორიის დასადგენად.
You have seen throughout this chapter that molecular systematics-comparing nucleic acids or other molecules to infer relatedness-is a valuable tool for tracing organisms' evolutionary history.
535680.
ბიოლოგია | თავი XXV
მოლეკულური მიდგომით შეგვიძლია დავადგინოთ ფილოგენეტიკური ნათესაური კავშირი, რომლის დადგენა შეუძლებელია არა მოლეკულური მეთოდებით, მაგალითად შედარებითი ანატომიით.
The molecular approach helps us to understand phylogenetic relationships that cannot be measured by nonmolecular methods such as comparative anatomy.