მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535681.
ბიოლოგია | თავი XXV
მოლეკულური სისტემატიკა გვეხმარება დავადგინოთ ევოლუციური კავშირი იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც მორფოლოგიურად საკმაოდ განსხვავებულები არიან. მაგალითად: ძუძუმწოვრები და ბაქტერია.
For example, molecular systematics helps us uncover evolutionary relationships between groups that have little common ground for morphological comparison, such as mammals and bacteria.
535682.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ მეთოდებით შესაძლებელია ფილოგენეზის რეკონსტრუქცია ისეთი ორგანიზმების, რომელთა ნამარხები სულ არ არსებობენ. მაგალითად, თანამედროვე ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების.
It is possible to reconstruct phylogenies among groups of presentday bacteria and other microorganisms for which we have no fossil record at all.
535683.
ბიოლოგია | თავი XXV
მოლეკულური სისტემატიკის წყალობით მეცნიერებს შეუძლიათ სახეობების გენეტიკური დათიშვის შედარება.
And molecular systematics enables scientists to compare genetic divergence within a species.
535684.
ბიოლოგია | თავი XXV
მოლეკულური ბიოლოგიის დახმარებით შესაძლებელია გავავრცელოთ სისტემატიკა, სახეობის დონის მაღლა და დაბლა მყოფ ორგანიზმებზე და დავადგინოთ მათი ევოლუციური ნათესაური კავშირი.
Molecular biology has helped to extend systematics to evolutionary relationships far above and below the species level, ranging from the major branches of the tree of life to its finest twigs.
535685.
ბიოლოგია | თავი XXV
თუმცა მოლეკულური მეთოდების მეშვეობით ჩატარებული გამოკვლევები ხშირად არ არის სარწმუნო, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ტაქსონის დათიშვა მოხდა შორეულ წარსულში, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.
Still, its findings are often inconclusive, as in cases where taxa diverged at nearly the same time in the distant past.
535686.
ბიოლოგია | თავი XXV
სხვაობა ორგანიზმებს შორის შეიძლება იყოს ადვილად დასანახი, მაგრამ ვერ დავადგენთ ახალი თვისებების გაჩენის თანმიმდევრობას.
The differences may apparent, but not the order of their appearance.
535687.
ბიოლოგია | თავი XXV
მოლეკულური ხეების თვისებაა, ასახონ დროის გრძელი და მოკლე პერიოდები. ეს თვისება დამყარებულია იმ ფაქტზე, რომ სხვადასხვა გენი ერთ ევოლუციურ ხაზშიც კი სხვადასხვა დროს ჩნდებოდა.
The ability of molecular trees to encompass both short and long periods of time is based on the fact that different genes evolve at different rates, even in the same evolutionary lineage.
535688.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად, დნმ, რომელიც აკოდირებს რიბოსომულ რნმ-ს (რრნმ) იცვლება შედარებით ნელა. ამიტომ ასეული მილიონი წლის წინ დათიშული ტაქსონების გამოსაკვლევად მისაღებია ამ გენის დნმ-ის თანმიმდევრობების შედარება.
For example, the DNA that codes for ribosomal RNA (rRNA) changes relatively slowly, so comparisons of DNA sequences in these genes are useful for investigating relationships between taxa that diverged hundreds of millions of years ago.
535689.
ბიოლოგია | თავი XXV
რრნმ თანმიმდევრობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სოკოები უფრო ახლოს ენათესავებიან ცხოველებს, ვიდრე მწვანე მცენარეებს.
Studies of rRNA sequences, for example, indicate that fungi are more closely related to animals than to green plants.
535690.
ბიოლოგია | თავი XXV
საპირისპიროდ, მიტოქონდრიული დნმ (მტ-დნმ) შედარებით სწრაფად იცვლება. ის შეიძლება გამოვიყენოთ, რომ შევისწავლოთ შედარებით ახლახან მომხდარი ევოლუციური მოვლენები.
In contrast, the DNA in mitochondria (mtDNA) evolves relatively rapidly and can be used to explore recent evolutionary events.
535691.
ბიოლოგია | თავი XXV
მკვლევრების ერთ-ერთმა ჯგუფმა მტ-დნმ თანმიმდევრობების საშუალებით გამოიკვლია მკვიდრი ამერიკელების ნათესაური კავშირი.
One research team has traced the relationships among Native American groups through their mtDNA sequences.
535692.
ბიოლოგია | თავი XXV
გენების დუპლიკაციები და გენთა ოჯახები.
Gene Duplications and Gene Families.
535693.
ბიოლოგია | თავი XXV
გენის დუპლიკაცია მუტაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაირსახეობაა ევოლუციაში, ვინაიდან იგი ზრდის გენომში გენების რაოდენობას და შემდგომი ევოლუციური ცვლილებების შესაძლებლობას იძლევა.
Gene duplication is one of the most important types of mutation in evolution because it increases the number of genes in the genome, providing opportunities for further evolutionary changes.
535694.
ბიოლოგია | თავი XXV
ახლა შეიძლება დეტალურად განვიხილოთ გენის დუპლიკაციის მოლეკულური ფილოგენეზი და დუპლიკაციის გავლენა გენომის ევოლუციაზე.
The molecular phylogenies of gene duplications and the influence of these duplications on genome evolution can now be followed in detail.
535695.
ბიოლოგია | თავი XXV
ეს ფილოგენეზი შეიძლება მოვარგოთ გამეორებად დუპლიკაციებს, რომლებიც აისახება გენების ოჯახებზე. გენთა ოჯახი არის ორგანიზმის გენომში მონათესავე გენების ჯგუფი.
These phylogenies must account for repeated duplications that have resulted in gene families, which are groups of related genes within an organism's genome.
535696.
ბიოლოგია | თავი XXV
ისევე როგორც სხვადასხვა სახეობის ჰომოლოგიურ გენებს, დუპლიცირებულ გენებსაც აქვთ საერთო წინაპარი.
Like homologous genes in different species, these duplicated genes have a common ancestor.
535697.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ ტიპის ჰომოლოგიურ გენებს ჩვენ სხვადასხვა სახელებით განვასხვავებთ: ორთოლოგიური გენები და პარალოგიური გენები.
We distinguish these types of homologous genes by different names: orthologous genes and paralogous genes.
535698.
ბიოლოგია | თავი XXV
ტერმინი ორთოლოგიური გენები (ბერძნულიდან orthos – სწორი) არის ის ჰომოლოგიური გენები, რომლებიც პირდაპირი ხაზით გადაეცემიან ერთი თაობიდან მეორე თაობას, მაგრამ სახეობათა წარმოქმნის გამო სხვადასხვა გენოფონდებში წყდებიან.
The term orthologous genes (from the Greek orthos, straight) refers to homologous genes that are passed in a straight line from one generation to the next but have ended up in different gene pools because of speciation.
535699.
ბიოლოგია | თავი XXV
ადამიანისა და თაგვის β ჰემოგლობინის გენები ორთოლოგიურები არიან.
The ẞ hemoglobin genes in humans and in mice are orthologous.
535700.
ბიოლოგია | თავი XXV
პარალოგიური გენები (ბერძნულიდან para – რაღაცის ერთ მხარეს) გენების დუპლიკაციის შედეგია. ისინი გენომში ერთ ასლზე მეტი რაოდენობით არსებობენ.
Paralogous genes (from the Greek para, at the side of) result from gene duplication, so they are found in more than one copy in the same genome.