მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53981.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
ბანკის მოღვაწეობის პირველ პერიოდში გამოიკვეთება სამი პრიორიტეტი: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაციები.
Three priorities will come to the fore in the initial period: power, transport and telecommunications.
53982.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზრის შექმნის პროექტს მაღალი შეფასება მისცეს ევროპული და ამერიკული მასმედიის ორგანოებმა.
The project for creating a Caucasus-Eurasian Common Market was given high assessment in the European and American mass media.
53983.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზარი მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაცია არ არის.
The Caucasus-Eurasian Common Market is not only an economic organization.
53984.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
ის გულისხმობს პარტნიორობას ეკონომიკის, პოლიტიკის, საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკურ ინტეგრაციას, უშიშროებას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, კონფლიქტების დაძლევას, ტოლერანტიზმს, მშვიდობას ტრასეკასა და კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზრის რეგიონში.
It implies partnership in the sphere of economic, political and international cooperation, attraction of investments, economic integration, security, stability, overcoming conflicts, tolerance, and peace in the region of the Caucasus-Eurasian Common Market.
53985.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
როგორც ვთქვით, ყალიბდება კავკასიის ქალაქთა ლიგა, რომელიც ევროპის ქალაქთა ისტორიული „განზეის ლიგის“ თანამედროვე კავკასიურ-ევრაზიული ანალოგი იქნება.
As noted above, a league of Caucasian cities is being formed - envisaged as a modern analogue of the historic Hanseatic league of German cities.
53986.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ ევროპის საერთო ბაზრისა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, თეორია და პრაქტიკა, სანამ ხელს მოვკიდებდით კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზრის შექმნის პროექტს.
Before taking up the project of creating a Caucasus-Eurasian Common Market, we made a thorough study of the history of the creation of the European Market and the European Union - their theory and practice.
53987.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზრის შექმნა ხელს შეუწყობს „მშვიდობიანი კავკასიის“ კონცეფციის განხორციელებას.
The creation of the Caucasus-Eurasian Common Market will contribute to the realization of the Peaceful Caucasus project.
53988.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზრის შექმნას მხარი დაუჭირეს მსოფლიო ბანკმა, ევრობანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, ევროპარლამენტმა, დსთ-ს ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების ევროკომისიამ (ბრიუსელი) და სხვ.
The setting up of this market has been supported by the World Bank, European Bank, the IMF, the International Financial Corporation, the European Parliament, the European Commission of TACIS (Brussels), and others.
53989.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზრის პროექტების ინვესტირებაზე თანხმობა განაცხადეს: ევროპის, აშშ-ის, ინდოეთის, ისრაელის, სამხრეთი ამერიკის, საუდის არაბეთის, იაპონიის, თურქეთის, კორეის, ტაივანის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების საქმიანმა წრეებმა.
Readiness to invest in the projects of the Caucasus-Eurasian Common Market was expressed by the business circles of Europe, the USA, India, Israel, South America, Saudi Arabia, Japan, Turkey, Korea, Taiwan, Egypt, and other countries.
53990.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
ევროკავშირის პროექტით შექმნილი ტრასეკა: ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი და კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზარი ერთმანეთთან ისეა ინტეგრირებული, რომ უერთმანეთოდ ვერ განვითარდებიან და არც შეიძლება მათი მოწყვეტა ერთმანეთისაგან.
The TRACECA, created by the EU project, and the Caucasus-Eurasian Common Market are integrated so that without each other they cannot develop, nor can they be severed.
53991.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
ჩვენ კმაყოფილების გრძნობით შევხვდით შვეიცარიაში, კრან-მონტანაში საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზრისა და ტრასეკას პროექტის განხორციელებისათვის გაწეული საქმიანობის მაღალ შეფასებას, ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების მიერ დასმული საკითხების მოწონებას და ჩვენი მისამართით გამოთქმულ მადლობას.
The high assessment of the work done by the Georgian government towards the implementation of the Caucasus-Eurasian Common Market and the TRACECA project given at the Kranz-Montana international forum, as well as the endorsement of the questions raised at the forum, and the thanks addressed to us evoked a feeling of satisfaction in us.
53992.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
ტრასეკა: ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი და კავკასია-ევრაზიის საერთო ბაზარი საერთაშორისო სამართლის სივრცეში მოქმედებს.
TRACECA - the Transport corridor Europe-Caucasus-Asia and the Caucasus-Eurasian Common Market - operate in the space of operation of international law and order.
53993.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი X
სამართალი და კანონიერება, უშიშროება და უსაფრთხოება გარანტირებული იქნება თანამედროვე საბაზრო ქვეყნების ცივილიზაციის დონეზე.
Security and safety will be guaranteed at the level of the civilization of modern market economy countries.
53994.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი XI
ტრასეკა-ს ქვეყნების მე-5 კონფერენცია თბილისში ევროკომისიის ეგიდით.
THE 5TH CONFERENCE OF THE TRACECA COUNTRIES UNDER THE AEGIS OF THE EUROPEAN COMMISSION IN TBILISI.
53995.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი XI
ერთიანი სატრანზიტო პოლიტიკის აუცილებლობა.
THE NEED FOR A COMMON TRANSIT POLICY.
53996.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი XI
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ღონისძიებათა შესახებ“.
THE DECREE OF THE PRESIDENT OF GEORGIA ON MEASURES TOWARDS RAISING THE COMPETITIVENESS OF THE TRANSPORT CORRIDOR EUROPE-CAUCASUS-ASIA.
53997.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი XI
32 ქვეყნის პრეზიდენტთა სამიტი ბაქოში.
THE BAKU SUMMIT OF THE HEADS OF STATES AND GOVERNMENTS OF 32 COUNTRIES.
53998.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი XI
1998 წლის 5-6 მაისს თბილისში ჩატარდა ტრასეკა-ს ქვეყნების რიგით მე-5 სამუშაო კონფერენცია ევროკომისიის ეგიდით.
The 5th Working Conference of the TRACECA countries (5-6 May, 1998), was held in Tbilisi under the aegis of the European Commission.
53999.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი XI
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ტრასეკა-ს ყველა ქვეყნის დელეგატმა.
Delegates of all the countries of TRACECA took part in the Conference.
54000.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი XI
აგრეთვე წარმოდგენილი იყვნენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები.
There were also the representatives of a number of international organizations.