მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53921.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
მან შესთავაზა გაერთიანებულ ქართულ ბანკს თავისი საკუთარი ოფისებით სარგებლობა ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ შენობაში.
He offered the United Georgian Bank the use of his own offices in the most prestigious building in New York.
53922.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
საჭიროა ამ კონტაქტების შემდგომი, მიზანმართული ინტენსიფიკაცია.
These contacts need further purposeful intensification.
53923.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ათასი სხვა ფაქტის მოყვანა შეიძლება.
Many more such facts could be cited.
53924.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
მე ასე დაწვრილებით იმიტომ ვწერ ამ ფინანსური ინსტიტუტების შესახებ, რომ მათთან ბოლო დროს შედგა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების საქმიანი შეხვედრები და მათ გამოთქვეს ჩვენთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების სურვილი.
I write in some detail about these financial institutions because of the recent business meeting of the representatives of the Georgian President with their counterparts at which they expressed the wish of establishing business relations with Georgia.
53925.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ჩემს წიგნში ამ ფაქტებზე ყურადღების გამახვილებით მინდა მათ ვაუწყო, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება და საბაზრო ეკონომიკა მზად არის მათთან თანამშრომლობის განსამტკიცებლად, დაწყებული დიალოგის გასაგრძელებლად.
By focusing on these facts in my book, I want to tell them that the Georgian government and market economy are prepared to strengthen cooperation with them, and to continue the dialogue.
53926.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ყველაფერი ეს იყო ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვა ამერიკაში.
All this was in the nature of exploring the ground.
53927.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ნიადაგის ასეთი მოსინჯვა ყოველდღე წარმოებს მსოფლიო მასშტაბით, ევროპისა და აზიის ქვეყნებში.
Such exploring occurs every day on world scale - in countries of Europe and Asia.
53928.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
მე თითქმის ყოველკვირა ვღებულობ მსოფლიოს გამოჩენილ ბანკირებს, ფინანსისტებს, ბიზნესმენებს, კომერსანტებს და ვაცნობ მათ საქართველოს პროექტებს.
Almost every week I receive outstanding bankers, financiers, businessmen, merchants of the world to familiarize them with Georgian projects.
53929.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
This process will continue in the future too.
53930.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ჩვენ რეალისტები და პრაგმატისტები ვართ.
We are realists and pragmatists.
53931.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ვიცით, რომ ამ შეხვედრებიდან ზოგი გამოიღებს შედეგს უახლოეს პერსპექტივაში 2000 წლამდე, ზოგი — 2000 წლის შემდეგ, XXI საუკუნეში.
We know that some of these meetings will yield results in the nearest future - before the close of the century, and some after the year 2000 - in the 21st century.
53932.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ზოგ წამოწყებას შეიძლება საერთოდ არ მოჰყვეს შედეგი, მაგრამ ყოველი ასეთი შეხვედრა აფართოებს საქართველოს მეგობართა წრეს ამერიკაში, ევროპაში, მთელ მსოფლიოში და ხელს უწყობს ქართველ პოლიტიკოსთა, დიპლომატთა, ეკონომისტთა, ფინანსისტთა, ბანკირთა, ბიზნესმენთა გამოცდილების გაღრმავებას საქართველოს საბაზრო ეკონომიკის, რეფორმების მეორე ეტაპის წარმატებით განხორციელებისა და ტასის ტრასეკას პროექტების საკეთილდღეოდ.
Generally speaking, some undertakings may produce no result, but every meeting of this kind broadens the circle of Georgia's friends in America, Russia, and worldwide, expanding the experience of Georgian politicians, diplomats, economists, financiers, bankers and businessmen, for a successful implementation of Georgia's market economy and the second stage of the reforms - to the benefit of the TACIS TRACECA project.
53933.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ესენი და სხვა ამგვარი შეხვედრები ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის ფაქტებია.
This and other such meetings constitute facts of the country's political and economic history.
53934.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
„ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”, – ამბობს შოთა რუსთაველი.
"Who seeks not a friend is his own enemy", says Rustaveli.
53935.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
„ასი მეგობარი ცოტაა, ერთი მტერიც კი – ბევრია”, – ამბობს ხალხური სიბრძნე.
"One hundred friends are not many, while even one enemy is too much", says a popular maxim.
53936.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ჩვენ მეგობრებს და პარტნიორებს ვეძებთ მსოფლიოში და ვაშენებთ ევროკავშირის პროექტით და ფინანსებით მსოფლიო გზას – ტრასეკას.
We are looking for friends and partners in the world and are building a world route - TRACECA - by the EU project and funding.
53937.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ეს გზა XXI საუკუნესა და მესამე ათასწლეულში მიდის.
This route enters the 21st century and the third millennium.
53938.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
როცა ამ პრობლემებზე ვფიქრობ, განსკუთრებით მინდა გამოვყო ამერიკის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს მიერ 1998 წლის 27-28 მაისს სტამბულში ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიოს გზაჯვარედინები“.
While thinking over these problems, I wish to single out the international conference "World Crossroads", organized in Istanbul by the US Agency for the Development of Commerce on May 27-28, 1998.
53939.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
კონფერენციამ, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკის მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების და აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, უაღრესად დიდი როლი შეასრულა ტრასეკას პროექტის რეალიზაციისთვის კერძო კაპიტალის დასაბანდებლად, დიდი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად.
The Conference, attended by representatives of major US financial institutions and delegations of countries participating in the Silk Route project, performed a very important function in attracting private and international investments in the corridor.
53940.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
კონფერენციამ დაადასტურა, რომ ერთგვარად დამთავრდა საუკუნის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტისადმი გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერის ეტაპი და დაიწყო ტრასეკას მძლავრი ფინანსური მხარდაჭერის ერა.
The tenor of the Conference was this: the stage of a definite political support of this major project of the century has ended in a way, and now strong financial backing of TRACECA is needed.