მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54701.
არქეოლოგია | საგანძური
საქართველოში აღმოჩენილი ოქროს სამკაული, ვერცხლის ჭურჭელი და გლიპტიკური ძეგლები საქართველოს მხატვრული კულტურის ერთიანობასა და მთლიანობას მოწმობს.
The gold ornaments, silverware and glyptic items found throughout the territory of Georgia, point to the unity and integrity of the artistic culture of Georgia.
54702.
არქეოლოგია | საგანძური
ამ პერიოდის ოქრომჭედლობა აღმოცენდა წინამორბედი ეპოქების მხატვრული ხელოსნობის ტრადიციებზე და, თავის მხრივ, ნიადაგი მოამზადა საიუველირო ხელოვნების შემდგომი განვითარებისათვის.
The goldsmithery of this period arose on the traditions of the artisanship of the preceding periods, for its part paving the way for the further development of jeweller's art.
54703.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ლოგიკის შესწავლას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს.
The study of logic in Georgia has a centuries-old tradition.
54704.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ ქართული კულტურა იყო ბერძნულ-ბიზანტიურის თავისებური განშტოება.
This is probably accounted for by the fact that Georgian culture was a peculiar offshoot of its Greek-Byzantine counterpart.
54705.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ლოგიკა კი ყოველთვის შეადგენდა ბერძნულ-ბიზანტიური განათლების აუცილებელ ელემენტს.
Logic always formed an indispensable element of Greek-Byzantine education.
54706.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ელინური ხანის ერთი საინტერესო დოკუმენტი ნათელს ფენს ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ფესვებს.
One interesting document of the Hellenistic period sheds light on the roots of Greek-Georgian contacts.
54707.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ბერძენი ფილოსოფოსი თემისტიოსი, რომელმაც მამის კვალად და მისივე რჩევით განათლება კოლხეთში მიიღო, უცნობ ახალგაზრდას წერს:
The Greek philosopher Themistius who, following in his father's footsteps, received education in Colchis, wrote to an anonymous young friend:
54708.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
„რიტორიკის ნაყოფი მოვწყვიტე...არა წყნარსა და ელისურ ადგილას, არამედ პონტოს ბოლოში ფასიდის მახლობლად, სადაც არგომ, თესალიიდან წამოსულმა დაისადგურა - რასაც პოეტები გაკვირვებით მოგვითხრობენ...“
"I plucked the fruit of rhetoric ...not at a serene and Hellenic place but at the end of the Pontus, near Phasis, where the Argo, sailing from Thessaly, cast anchor - narrated by the poets with astonishment..."
54709.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
„და აი, ასეთი ბარბაროსული და პირქუში ადგილი ერთი კაცის სიბრძნემ და სათნოებამ გახადეს ელინური და აქციეს მუზების ტაძრად“.
"And, now, such a barbarous and bleak place was made Hellenic and turned into a temple of Muses by the wisdom and virtue of one man".
54710.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
„იმ ერთი კაცისა, რომელიც დამკვიდრდა კოლხებისა და არმენიელების ქვეყანაში და ასწავლიდა არა ისართ ტყორცნას და ოროლთ სროლას, ან ჯირითს, მეზობელ ბარბაროსთა წესებისდა მიხედვით, არამედ იმას, თუ როგორ გაიწვრთნა რიტორიკულ ხელოვნებაში და როგორ ბრწყინავდე ელინათა დღეობებზე“.
"A man who settled in the land of the Colchians and the Armenians, and who taught not to shoot arrows and spears, or fancy-riding in the manner of the neighbouring barbarians, but how to get skilled in rhetorical art and excel at the festivals of the Hellenes".
54711.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების არასტაბილურობის, გარეშე მტრების გაუთავებელი თავდასხმებისა და მოსახლეობის ფიზიკურ გადარჩენაზე გამუდმებული ზრუნვის პირობებში ისტორიამ ცოტა რამ შემოგვინახა ქვეყანაში მიმდინარე შესახებ.
Owing to the instability of Georgia's political and social life and in conditions of constant invasions and care for the physical survival of the population, history has preserved little evidence on logical quests in the country.
54712.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ცოდნის სრულყოფასა და გაფართოებაშიც დიდი წყვეტები ჩნდება.
Considerable gaps appeared in the perfection and extension of knowledge.
54713.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მაგრამ იმ წყაროების საფუძველზეც, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს, მათზე შეგვიძლია ნათელი წარმოდგენა ვიქონიოთ ადრეული შუა საუკუნეებიდან დღემდე.
Yet the extant sources allow to form a clear idea of developments in the field from the early Middle Ages up to the present day.
54714.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
როგორც შუა საუკუნეების ევროპაში, აქაც ძირითადი იყო არისტოტელესა და მისი ძველი კომენტატორების შრომების თარგმნა და ინტერპრეტაცია.
Like in medieval Europe, the translation and interpretation of Aristotle and his old commentators constituted the chief pursuit in Georgia.
54715.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მსოფლიო კულტურისგან იზოლირების მძიმე პერიოდებში კი — არსებული თარგმანებისა და კომენტარების გადაწერა.
In the difficult periods of isolation from world culture copying of the available translations and commentaries was resorted to.
54716.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ამას, ცხადია, ერთოდა სხვა ევროპელი ლოგიკოსების თხზულებათა თარგმნა-განმარტება.
Of course this was supplemented by the translation and interpretation of other European logicians.
54717.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
აქ მხოლოდ ჩამოვთვლი მოღვაწეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვით საქართველოში ლოგიკის შესწავლის ტრადიციის შექმნასა და შენახვაში.
Listed below are the churchmen and scholars who made a substantial contribution to the establishment and preservation of the tradition of the study of logic in Georgia.
54718.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ეფრემ მცირე, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი.
Eprem Mtsire, theologian, philosopher and logician.
54719.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
განათლება მიიღო ბიზანტიაში (კონსტანტინეპოლი).
Received education in Constantinople.
54720.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
1091 წლიდან იყო შავი მთის ქართული მონასტრის წინამძღოლი (სირია).
From 1091 he was abbot of the Georgian monastery on the Black Mountain (Syria).