მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55221.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მუზეუმის ფოტო-არქივში დაცულია სწორედ ასეთი ჯამებით ქეიფის არაერთი XIX ს-ში დაფიქსირებული საინტერესო ფოტო.
The photo-archive of the Museum boasts many interesting photos taken in the 19th century, recording feasts with such bowls.
55222.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
როგორც ითქვა, ჯამებზე გამოსახულებათა ციკლი მრავალფეროვანია.
As noted above, the cycle of representations on bowls is varied.
55223.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ჩიტების გარდა ვხვდებით ე.წ. ქალ-ჩიტების გამოსახულებას - ტანი ფრინველისაა და სახე ქალის, ან ტანი ცხოველისაა და თავი ქალის.
Besides birds, we find so-called woman-bird representations, with the body of a bird and a face of a woman, or the body of an animal and the head of a woman.
55224.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ყველა ქალს სამნაწილედი თავსაბურავი ახურავს.
With all women wearing a triangular head-dress.
55225.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ასეთი ჯამები აღმოჩენილია რუსთავსა და გავაზში.
Such bowls have been discovered at Rustavi and Gavazi.
55226.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მხატვრული თვალსაზრისით მეტად ეფექტურია მოცეკვავის გამოსახულებიანი ჯამი, რომელიც ჟინვალშია აღმოჩენილი.
A bowl with a representation of a dancer, found in Zhinvali, is very effective from the artistic viewpoint.
55227.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მოცეკვავე დინამიკურ პოზაშია გამოსახული, თითქოსდა ეს არის პარტნიორს ეახლება და გაიწვევს საცეკვაოდ.
The dancer is depicted in dynamic posture, as if she is about to approach her partner to ask him to dance with her.
55228.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მას გრძელი ყურთმაჯებიანი კაბა აცვია.
She is in a long dress, with turnover sleeves.
55229.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ჯამებზე ვხვდებით ცხოველების გამოსახულებებსაც.
Representations of animals also occur on bowls.
55230.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მათგან სანიმუშოა კასპში აღმოჩენილი ჯამი ლომის გამოსახულებით.
A bowl with a representation of a lion, discovered in Kaspi, stands out among such wares.
55231.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ვხვდებით ჯიხვის, კურდღლის, ძაღლის გამოსახულებებსაც.
Representations of an ibex, hare and dog occur.
55232.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მეტად ამაღელვებელია ჯამის ფრაგმენტი, მასზე შემორჩენილია ხარის თავი, რომელსაც გლეხკაცი შემოხვევია რქებზე.
A bowl fragment with a peasant hugging the horns of an ox is very touching.
55233.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
გარდა მოჭიქული საღვინე ჯამებისა, ბლომად არის დადასტურებული სადა საღვინე ჭურჭელიც.
Apart from glazed wine bowls, plain wine vessels are attested in abundance.
55234.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ზოგი ე.წ. წერნაქიანია, წითელი თიხის ხსნარი აქვს გადავლებული, ზოგიც უბრალოა, შემკობის გარეშე.
Some are with vermilion, covered with a red clay solution, some are plain, with no ornament.
55235.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საღვინე ჭურჭლის ერთი ნაწილი უცხოური ფერისაა, ან შემოტანილია მეზობელი ქვეყნიდან ან აქ არის დამზადებული უცხო ხელოსნის მიერ.
Part of wine vessels are of foreign appearance, or imported from a neighboring country, or made locally by a foreign artisan.
55236.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ერთი ასეთი პატარა დოქის ფრაგმენტს სპარსული წარწერა შემოუყვება.
The fragment of one such small jug has a Persian inscription running round it.
55237.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ვარაუდობენ, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს გამოჩენილი ირანელი პოეტის, ღვინის დიდად დამფასებლისა და ტრფიალის, ომარ ხაიამის რომელიმე ლექსის ფრაგმენტთან.
It is assumed that we may be dealing with a fragment of a poem by the outstanding Iranian poet Omar Khayyam who was a great connoisseur and lover of wine.
55238.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ერთ ასეთ ჭურჭელს ყელში საწური ძგიდე აქვს დატანებული.
One such vessel had a hole in the neck, for straining.
55239.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სხვათა შორის, საღვინედ ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელიც გამოიყენებოდა.
Silver and copper vessels were also used for drinking wine.
55240.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მათ შორის უცხოეთში დამზადებულ ერთ დიდი ზომის ვერცხლის ცალყურა ჭურჭელზე გაკეთებულ წარწერაში მოხსენიებულია მეფე გიორგი III, მეორეზე - მეფე ბაგრატი.
Including some of foreign make the inscription on one large-sized silver one-handled vessel mentions King Giorgi III, on another, King Bagrat.