მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55281.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მეფეს ერთი საგულისხმო ამბავიც გაუხსენებია: „ჩემი ვაჭარი რომს იყო“.
The king recalled one notable story: "My merchant was at Rome".
55282.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
„პაპს ის დაუჭერია და საქონელიც ჩამოურთმევია, თუ ალექსანდრე მეფის კაცი ხარ, წადი, მისგან წიგნი მომიტანე და საქონელს დაგიბრუნებო“.
"The Pope arrested him and confiscated his goods. If you are a man of King Aleksandre, go and bring me a letter from him and I shall return your goods".
55283.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
აი, რა დონეზე ხდებოდა საქართველოდან წასული ვაჭრების საქმინაობა უცხოეთში.
This was the level at which Georgian mer chants conducted their activity abroad.
55284.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
კახეთიდან ამ დროს ორი ძირითადი საექსპორტო საქონელი გადიოდა: აბრეშუმი და ღვინო.
At that time Kakheti had two principal items of export: silk and wine.
55285.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
რუსი ელჩები წერდნენ: თეიმყრაზ მეფის სამეფოში ყველამ იცის ვენახების მოვლა და აბრეშუმის მოყვანაო.
Russian ambassadors wrote: "Everyone in the kingdom of King Teimuraz is skilled in tending vines and in growing silk worms”.
55286.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
1605 წელს გიორგი ბატონიშვილი, ალექსანდრე მეფის ძე, ელჩებს ეუბნებოდა: პური კარგი მოგვყავს და ყურძენი ბევრიო.
In 1605 Prince Giorgi, son of King Aleksandre, told ambassadors: We grow good wheat and grapes in abundance.
55287.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ეს კარგად ჩანს იმ მარან-საწნახლების მიხედვით, რომლებიც ამ დროს არქეოლოგიურ ძეგლებზე არის დადასტურებული გრემში, ზაგებში, გავაზში, არეშში, ნაბაზრალში და სხვ.
This is seen clearly from the wine-cellars and winepresses, attested on the archaeological sites of the period at Gremi, Zagemi, Gavazi, Areshi, Nabazrali, etc.
55288.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
XVII საუკუნე იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ძლიერდება აღმოსავლური, კერძოდ კი სპარსული გავლენა.
The 17th century is notable also for the growth of oriental, in particular Persian influence.
55289.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
პოლიტიკური - დაძაბული თუ კარგი - ურთიერთობის გამო საქართველოში ძლიერი სპარსული ტალღა ჩანს ღვინის გადამეტებული მოხმარების საქმეშიც.
Under strained or good political relations, a powerful Persian wave of excessive use of wine is obvious in Georgia.
55290.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
გავლენა ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ ღვინის სმა საერთო წესის ერთ-ერთ ნაწილად ქცეულა.
Drinking wine had become part of the general model of life, exerting a strong influence on the country.
55291.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ამ მდგომარეობის ყველაზე უკეთ შემფასებელი ვახუშტი ბაგრატიონია: „შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუვილი, ხორცთ-განსვენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი".
Prince Vakhushti gives the best appraisal: "The Georgians indulged in contentment, drinking and eating in the Kizilbash manner, fornication, adultery, deception, idleness, bath, indecent foppishness".
55292.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ყველა ამ უმსგავსოების თავი და თავი უკეთურთა ხელში მოხვედრილი ღვინო იყო.
Wine was the primary cause of all this indecency – wine in the hands of evil men.
55293.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სპარსთა გავლენით საქართველოში შემოდის სასმისების ახალი ფორმები - ლითონის, ძირითადად სპილენძის ფიალები, ყელმაღალი სურები, მოდაშია ვერცხლის ჯამ-ჭურჭელი, საღვინე თასები, ნაირნაირი მინის ჭიქა-სასმისები.
The introduction of new forms of drinking vessels was the result of Persian influence: metal – mainly copper - phialai, tall-necked jugs, silver vessels, wine cups, diverse drinking glasses.
55294.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
შეიძლება ითქვას, რომ ლითონის საღვინე ჭურჭლის მოზღვავება განასაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეებში ჩანს.
It may be said that especial influx of metal wine vessels falls to the 17th-18th centuries.
55295.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ჭურჭელი შემოდიოდა სპარსეთიდან, დაღესტნიდან, ამზადებდნენ თბილისში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავში.
Vessels came from Persia and Dagestan; they were made in Tbilisi, Kutaisi, Akhaltsikhe, Telavi.
55296.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანის კარზე მაღალი რანგის ხელოსნები მუშაობდნენ.
Prince Levan Dadiani of Megrelia particularly distinguished himself by inviting highly skilled artisans to work at his court.
55297.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
დღემდე მოაღწია იქ დამზადებულმა ვერცხლის ჭურჭელმა.
Silver vessels made here have survived.
55298.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სასტიკი მეპატრონე მშვენიერების მოტრფიალე იყო.
Special note should be made of the passion of the redoubtable and cruel feudal lord for beauty.
55299.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ის დიდად უწყობდა ხელს იტალიელ მისიონერებს სამხატვრო საქმიანობაში.
He supported Italian missionaries in their work, including their artistic activities.
55300.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
აღმოსავლური ნაწარმის დიდ ნაწილს თარიღებიც აქვს ჰიჯრით დასმული, აღნიშნულია გამკეთებელის სახელიც.
A large part of oriental wares bear the dates in hegira, and the maker's name.