მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55921.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
ეს არის ქართული სინამდვილისთვის, სხვათა შორის, სადღეისოდაც ზედმიწევნით დამახასიათებელი სცენა.
This is a scene especially typical of Georgian life today too, for that matter.
55922.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
სარტყელი მცხეთაში, სამთავროს სამაროვანზეა აღმოჩენილი.
The belt was discovered at the Samtavro cemetery at Mtskheta.
55923.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
არქეოლოგიურ ნივთებთან ერთად მაღალგანვითარებულ მეღვინეობაზე მიგვანიშნებს სხვადასხვა ადგილებში დადასტურებული ყურძნის წიპწებიც - ანაკლიაში, ნოსირში, თხელიგორებში (თბილისი) და სხვ.
Along with archaeological items, highly developed viticulture is indicated by grape pips discovered at various places: Anaklia, Nosiri, Treligorebi (Tbilisi), etc.
55924.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
წინა აზიის უძველეს კულტურულ ხალხთა გადმოცემებსა და ეპოსში არაერთხელაა მოთხრობილი იმის შესახებ, რომ ისინი მაღალი ხარისხის ღვინოს ჩრდილოეთის მხრიდან იღებენ, რაც უშუალოდ სამხრეთ კავკასიას უნდა გულისხმობდეს, კერძოდ კი საქართველოს.
The traditions and epic of the ancient cultural peoples of Western Asia repeatedly tell about their receiving high-quality wine from the north, which must imply South Caucasia, and Georgia in particular.
55925.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
აღნიშნული პერიოდის მეღვინეობის დასახასიათებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკულტო ადგილებში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ჭურჭელს.
To characterize this period in connection with viticulture, note should be taken of cultic sites that have been subjected to archaeological excavations revealing such vessels.
55926.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
რაც აშკარად მიუთითებს სალოცავ ადგილებში საღვინე ჭურჭლის გამოყენებასა და მიძღვნის ფაქტზე.
This clearly points to the use of wine vessels at places of worship and to the practice of offering.
55927.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
ამ მხრივ დამახასიათებელი სურათები ჩანს კახეთში აღმოჩენილ საკულტო ადგილებში: მელაანში და შილდაში.
In this respect pictures emerge at cultic places in Kakheti: Melaani and Shilda.
55928.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
ყარსუბანში ასობით პატარა ზომის შავად გამომწვარი კათხები იყო აღმოჩენილი.
On the Qarsubani site hundreds of small black-fired mugs were discovered.
55929.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
ცალკე უნდა მოვიხსენიოთ ბრინჯაოს სკულპტურა ითიფალურ პოზაში ჩამოსხმული ადამიანისა, ხელში ყანწით.
Separate mention should be made of a bronze sculpture of a man in an expressive ithyphallic posture, holding a drinking horn.
55930.
ვენახი, ღვინო და ქართველები | თრიალეთის კულტურა და მეღვინეობა
აქ ორი ელემენტია ხაზგასმული - ნაყოფიერება და ღვინის კულტი.
Here two elements are stressed: fertility and the cult of wine.
55931.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
კარგა ხანია, რაც არქეოლოგებმა ძეგლების განაწილების ქრონოლოგიურ შკალაზე ერთი მეტად საინტერესო არქეოლოგიური კულტურა დაიტანეს.
Quite some time has passed since archaeologists have placed a highly interesting archaeological culture on the chronological scale of distribution of sites.
55932.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
ის „მტკვარ-არაქსის“ კულტურითაა ცნობილი.
It is known under the name of the Kura-Araxes culture.
55933.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
საქმე ეხება სამხრეთ კავკასიის მოზრდილ რეგიონს, რომელიც მტკვრისა და არქსის ორმდინარეთში არის მოქცეული და თავისებური არქეოლოგიური კულტურითაა წარმოდგენილი.
It is embracing a sizable region in South Caucasia, in the interfluve of the Mtkvari and the Araxes, represented by a peculiar archaeological culture.
55934.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
აღნიშნულ ძეგლთა თარიღია IV-III ათასწლეულები, იგი უშუალოდ ებმის გვიანი ნეოლითის ეპოქას.
The sites of this culture date from the 4th 3rd millennia B.C., being directly connected with the Late Neolithic period.
55935.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
სხვანაირად მას ბრინჯაოს ადრეულ ხანასაც ეძახიან.
Otherwise, it is also called the Early Bronze Age.
55936.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
ეს პერიოდი მეტალურგიის საწყის ეტაპადაა მიჩნეული, ლითონის ნაკეთობათა შორის წამყვანია ბრინჯაოს ნივთები, მაგრამ სხვა ლითონების - კერძოდ, ოქროსა და ვერცხლის - დამუშავებასაც მისდევენ.
At this time bronze items are leading in quantitative terms and, generally the period is considered to be the initial stage of metallurgy, yet the working of other metals, viz., gold and silver, is seen well here.
55937.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
თუ აღნიშნული ხანის ძეგლებზე აღმოჩენილ მასალებს რაოდენობრივი პრინციპით მივუდგებით, წამყვანი მაინც კერამიკაა.
If we follow the quantitative principle, pottery leads among the materials of the sites of this period.
55938.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
წინამავალ ეპოქასთან შედარებით თიხის ჭურჭლის დამზადება მაღალი დონით გამოირჩევა.
As compared to the preceding period, the making of clay vessels is distinguished for its high level.
55939.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
საქმე ეხება არა მხოლოდ გარეგნულ მრავალფეროვნებას, არამედ ტექნოლოგიასაც.
This refers not only to external diversity but to technology as well.
55940.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მტკვარ-არაქსის კულტურა და ღვინის კულტი
უმთავრესად გვხვდება წაბლისფერკეცინი ჭურჭელი შავი შიდა პირით და წაბლისფერი შიდა პირით.
We find vessels of chest nut-colour clay with a black lining inside or, vice versa, with a black surface and chestnut lining.