მოიძებნა 668071 ჩანაწერი
5581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
უკვამლო საყოფაცხოვრებო სათბობის მიღების საკითხისათვის.
On the production of smokeless fuel for household.
5582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
დადგენილია, რომ არადეფიციტური აირადი და სუსტადშეცხობადი ნახშირების დაკოქსვისას საკუთარი აქროლადების წნევის ქვეშ მიიღება უკვამლო საყოფაცხოვრებო სათბობი.
It has been found that in the process of coking of non-deficient gaseous and weakly-caked coals under the pressure of their volatile substances smokeless fuel is obtained.
5583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
თავისი მექანიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით იგი სავსებით აკმაყოფილებს საყოფაცხოვრებო სათბობისადმი წაყენებულ მოთხოვნილებებს.
The physical, chemical and mechanical properties of this fuel prove to be quite satisfactory for household needs.
5584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
დადგენილია ასეთი სათბობის მიღების ძირითადი ტექნოლოგიური პარამეტრები.
The basic technological parameters for the production of such fuel are presented.
5585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ბუნებრივი კალციუმის სულფატის დაშლის კინეტიკის შესწავლა ნახშირისა და კალციუმის ფტროდის თანყოფნისას.
Investigation of the kinetics of decomposition of natural calcium sulphate in the presence of carbon and calcium fluoride.
5586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ბუნებრივი კალციუმის სულფატის კინეტიკის შესწავლისას დადგინდა: კაზმში ნახშირისა და კალციუმის ფტორიდის შეტანა მნიშვნელოვნად ანელებს სულფატის აღდგენის პროცესს სულფიდის წარმოქმნამდე და აჩქარებს CaSo<sub>4</sub>-ისა და CaS-ის ურთიერთქმედებას.
Investigation of the kinetics of decomposition of calcium sulphate has shown that addition of calcium fluoride to the charge considerably lowers the rate of sulphate reduction before sulphide is formed and accelerates the interaction between CaSo<sub>4</sub> and CaS.
5587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
სელენკადმიუმის წითელი ჭიქურების სინთეზი.
Synthesis of cadmium selenide red glazes.
5588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
სელენკადმიუმის წითელი პიგმენტის სინთეზირებისათვის 620-650°C გამოყენებულია ქრომოფორები: გოგირდოვანი კადმიუმი და მეტალური სელენი.
Cadmium selenide pigment was prepared from cadmium sulphide and metallic selenium at 620-650°C.
5589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
რეაქციები აღნიშნულ ნაერთებს შორის მყარი ხსნარების წარმოქმნით მიმდინარეობს ძლიერ აღმდგენ გარემოში.
The reaction took place in the solid state in a reducing atmosphere.
5590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
დამუშავებულ იქნა ახალი შედგენილობის ფლიუსი ტყვიის შენაერთების გარეშე, პერლიტის, ბორის მჟავის, თუთიის ჟანგის, ცარცისა და კალცინირებული სოდის საფუძველზე.
A new frit free from lead compounds was prepared from perlite, boric acid, zinc oxide, chalk and soda.
5591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
დაგენილია სელენის შემცველ ჭიქურებზე გვარჯილებისა და სულფიდების უარყოფითი გავლენა.
It is shown that both nitrate and sulphide ions should be excluded from glaze types containing cadmium selenide.
5592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
რკინიანი ნარჩენებიდან ტყვიის, ოქროს, ვერცხლისა და თუთიის აქროლება ქლორიდების სახით.
Chloride sublimation of lead, gold, silver and zinc from ferriferous wastes.
5593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
განხილულია ტყვიის, ოქროს, ვერცხლისა და თუთიის ქლორიდების სახით აქროლების შესაძლებლობა მადნეულის პოლიმეტალური მადნის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენებიდან.
The possibility of chloride sublimation of ferrifeous waste obtained in processing barite – polymetallic ores is considered.
5594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
პროცესის ოპტიმალური პირობები შერჩეულია ექსპერიმენტის სტატისტიკური დაგეგმვის მეთოდით. დადგენილია, რომ 900°-ზე მაქლორირებელი გამოწვისას (ხანგრძლივობა - 45 წუთი, გრანულების სიდიდე - 0,7 მმ) აქროლების ხარისხი შეადგენს: ოქროსი დაახლოებით - 100%, ვერცხლისა - 93%, ტყვიისა - 92% და რკინისა - 7%.
Conditions ensuring a high yield (temperature 900°, time of soaking 45 min, average size of granule – 0.7mm) were determined by the method of statistical planning of experiments. Under these conditions the degree of sublimation was found to be 100% for Au; 93% for Ag; 92% for Pb and 7% for Fe.
5595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
მანგანუმის კარბონატული მადნის თერმული დისოციაციის პროდუქტების შედგენილობის საკითხისათვის.
Investigation of thermic dissociation products of manganese carbonate ore.
5596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ფაზური-ქიმიური, თერმოგრაფიული და რენტგენოსტრუქტურული ანალიზების გამოყენებით შესწავლილია მანგანუმის კარბონატული მადნის მდუღარე ფენაში გამოწვის შედეგად მიღებული თერმული დისოციაციის პროდუქტები.
The thermic dissociation products of manganese carbonate ore burnt in the boiling layer under different temperatures were studied by means of phase-chemical, thermographic and X-ray structural analyses.
5597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ხსნებადი ნივთიერების დიფუზიის კოეფიციენტის განსაზღვრა მცენარეულ ნედლეულ ქსოვილში და უწყვეტი მოქმედების ურთიერთშემხვედრი ექსტრაქციის პროცესის გაანგარიშება.
Determination of the diffusion coefficient of soluble substances in the tissue of plant raw material and estimation of the process of countercurrent extraction.
5598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
პროცესის გაანგარიშება წარმოებს ინტეგრალური იტერაციის მეთოდით ელექტრონულ გამომთვლელი მანქანის გამოყენებით.
The calculation is made by the interval iterative method on a digital computer.
5599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ლიკვაციის მოვლენების გამოკვლევა SiO<sub>2</sub>–CaO–Na<sub>2</sub>O სისტემის მინებში.
Investigation of liquation phenomena in glass of the system SiO<sub>2</sub>–CaO–Na<sub>2</sub>O.
5600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
გამოკვლეულია ურთიერთკავშირი ლიკვაციას, სტრუქტურას, შემადგენლობასა და SiO<sub>2</sub>–CaO–Na<sub>2</sub>O სისტემის მქონე მინების ზოგიერთ თვისებას შორის ჭრილებში Al<sub>2</sub>O<sub>3</sub> 1, 3, 5 წონა % შესაბამის შემადგენლობაზე.
The interrelation has been investigated between the composition, liquation structure and some properties of glass of the system SiO<sub>2</sub>–CaO–Na<sub>2</sub>O in sections corresponding to Al<sub>2</sub>O<sub>3</sub> contents of 1, 3, 5 per cent weight.