მოიძებნა 668070 ჩანაწერი
5601.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
მანგანუმის ქლორიდის მიღება რკინაშემცავი მანგანუმის მადნის ქლორირებით.
Production of manganese chloride by chlorination of ferromanganese ores.
5602.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ნაშრომში წარმოდგენილია მაზულსკის მანგანუმის კარბონატული მადნის ქლორირების ექსპერიმენტალური მონაცემები.
The present paper deals with the experimental data on chlorination of the Mazul manganese carbonate ore.
5603.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ნაჩვენებია, რომ ქლორირება ელემენტარული ქლორით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ქლორწყალბადით.
It is shown that the process of chlorination with elementary chlorine proceeds more intensively than chlorination with hydrogen chloride.
5604.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
დადგენილია, რომ 400 – 500 მმ სისქის მოძრავი ფენის ქლორირების დროს, ქლორის მოწოდების 18 – 20 მმ/წმ სიჩქარისა და 600° ტემპერატურისას შეიძლება, სარეაქციო არედან ქლორის გახტომის გარეშე მივაღწიოთ 95 – 96% ქლორირების ხარისხს.
When a moving layer of 400 – 500 mm thickness is chlorinated 95 – 95% of chlorination can be obtained in the first layers over the gas flow, without chlorine seepage from the reaction zone, the velocity being 18 – 20 mm per sec. and the temperature 600°.
5605.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ამასთან, ქლორირებული მასის გამოტუტვისას ხსნარში გადადის რკინის მხოლოდ 0,28%. სარეაქციო არედან ქლორიდის სახით გადის 53,55%, ხოლო 47,17% რჩება დაუქლორირებელი.
When alkalizing an already chlorinated mass only 0,28% of the total amount of iron is transferred into the solution, 53,55% escaping the reaction zone in the form of chloride and 47,17% remaining unchlorinated.
5606.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ხსნარში ფოსფორი არ შეიმჩნევა.
Phosphorus has not been found in the solution.
5607.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ციტოლოგია
გულის კუნთის ულტრასტრუქტურულ ცვლილებათა რაოდენობრივი ანალიზი ორგანიზმის ზოგადი ჰიპოქსიის დროს.
Quantitative analysis of electron-microscopic data of the myocardium in the general hypoxic state of the organism.
5608.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ციტოლოგია
ჩატარებული გამოკვლევების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ორგანიზმის ზოგადი ჰიპოქსიის დროს მკვეთრად იზრდება მიტოქონდრიების რიცხვი და ზომები, მაშინ როდესაც კრისტების რიცხვი მიტოქონდრიებში მკვეთრად მცირდება, მიტოქონდრიებისა და მიოფიბრილების შეფარდება იცვლება უკანასკნელთა ფართობის შემცირების გამო.
The results of a quantitative analysis have shown that in the general hypoxia of the organism the number and sizes of mitochondria in the myocardium of all groups of the animals under investigation increase drastically, whereas the number of cristae in them decreases sharply from the first day. The “mitochondria-miofibrils” ratio changes because of the decrease of surface of the latter.
5609.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ციტოლოგია
აღნიშნული ცვლილებანი უფრო მკვეთრადაა გამოხატული ექსპერიმენტის მე-15 დღეს.
These changes are more pronounced on the 15th day of the experiment.
5610.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ციტოლოგია
ლაქის ცრუფარიანას ქრომოსომური აპარატის შესწავლისათვის.
On the study of the chromosome set of lac insect.
5611.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ციტოლოგია
ლაქის ცრუფარიანაზე - kerria (Laccifer) lacca kerr. - საქართველოს სუბტროპიკებში მიმდინარეობს ყოველმხრივი გამოკვლევა მისი ადგილობრივი ფორმის ნიშნების დადგენის მიზნით. ციტოლოგიური ანალიზების შედეგად დადგენილია ვიეტნამიდან და ჩინეთიდან შემოტანილი ლაქის ცრუფარიანას ქრომოსომების რიცხვი და ფორმა, რაც ანალოგიურია ინდოეთში გავრცელებული ლაქის ცრუფარიანასი.
The chromosome set in the 14th, 25th, 16th filial generations of the lac insects of Viet-Namese and Chinese provenance and naturalized on the Black Sea cost of Georgia has been studied. When compared with the chromosome set in lac insects of Indian origin, no decline in quantity, size or structure was observed.
5612.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ციტოლოგია
ზამთრის პერიოდში, როდესაც ლაქის ცრუფარიანა დახურულ გრუნტში ვითარდება, შემჩნეულია არანორმალური - მცირე ზომის ქრომოსომების განვითარება. როგორც ჩანს, ეს დამახასიათებელია ცრუფარიანასათვის არაოპტიმალურ პირობებში განვითარებისას.
Abnormal equatorial plates and amitosis which often ends in the formation of gigantic nuclei or nuclei with two nucleoli were observed under unfavourable conditions of breeding.
5613.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ხელოვნების ისტორია
ლოკრიული და ჰიპოლოკრიული კილოს შესახებ.
On locrian and hypolocrian modes.
5614.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ხელოვნების ისტორია
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ლოკრიული და ჰიპოლოკრიული კილო შემოქმედებით პრაქტიკაში არ გვხვდება, რადგან მყარ ბგერებს შორის მათ აქვთ შემცირებული კვინტა და გადიდებული კვარტა, მაგრამ სხვადასხვა ხალხთა მუსიკალური შემოქმედების ანალიზმა გვიჩვენა მათი არსებობაც.
According to some students Locrian and hypolocrian modes do not occur in creative practice as between stable sounds they have diminished fifth and augmented fourth. But analysis of the musical creation of different peoples shows their presence.
5615.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ხელოვნების ისტორია
ტრიტონს, როგორც დისონანსს, შეუძლია შექმნას მხოლოდ შედარებითი სიმყარე, რის გამოც ეს კილოები გვხვდება იშვიათ შემთხვევებში.
Being a dissonance, tritone can create only relative stability; hence, these modes occur rarely.
5616.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ხელოვნების ისტორია
განსაკუთრებით იშვიათად გვხვდება ლოკრიული კილო, რადგან მისი ჩონჩხი შემცირებული კვინტის სახით ხმოვანებს უფრო დაძაბულად.
The Locrian mode occurs particularly seldom as its frame in the form of diminished fifth sounds with more strain.
5617.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ხელოვნების ისტორია
ტრიტონული ჩონჩხი აძლევს განსაკუთრებით გამომსახველობას სიმღერებს, რომლებიც სრულდება ლოკრიულ და ჰიპოლოკრიულ კილოში.
The triton frame gives special expressiveness to songs which are performed in the Locrian and hypolocrian modes.
5618.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ხელოვნების ისტორია
დისონანსი, რომელიც შეიქმნა კილოს მყარ ბგერებს შორის, ასუსტებს ჩონჩხის ტონიკურობას და აძლიერებს მოძრაობის ენერგიას.
The dissonance created between stable sounds of mode weakens the tonic frame and amplifies the energy of movement.
5619.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ხელოვნების ისტორია
ლოკრიული და ჰიპოლოკრიული კილოების არსებობა გვიჩვენებს ხალხური მუსიკალური შემოქმედების სიმდიდრეს.
The presence of Locrian and hypolocrian modes points to the modal richness of folk musical creation.
5620.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ჰიდროლოგია
კოლხეთის მდინარეთა საზრდოობა.
The feeding of Kolkheti rivers.