მოიძებნა 668045 ჩანაწერი
56041.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ამ მონაცემებით, აქაურ მოსახლეობას ძველი და ახალი ქვის ხანის, ასევე სპილენძისა და ბრინჯაოს პერიოდის ყველა საფეხური გაუვლია.
According to these data, the local population passed all stages of the Old Stone Age as well as the Copper and Bronze Period.
56042.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
თავისი საკაცობრიო როლიც შეუსრულებია ცივილიზაციის განვითარების საქმეში.
Making its contribution to the development of world civilization.
56043.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით წარმოჩენილი კულტურათა მონაცვლეობის უწყვეტობა და ცალკეული პერიოდების აღმასვლა საფუძველს აძლევს მეცნიერებს, რომ თანამედროვე ქართველები ადგილის ავტოქტონებად მიიჩნიონ.
The continuity of culture and progress according to individual periods gives ground to scientists to consider the Georgians autochthons of the area, which is confirmed by archaeological evidence.
56044.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
„ქართველი“ ფართო შინაარსის ცნებაა და საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს აერთიანებს: ქართლელს, კახელს, იმერელს, მეგრელს, გურულს, აჭარელს, რაჭველს, ჯავახვლა, მესხს და ა.შ.
The designation "Georgian" is broad in meaning, being the name of representatives of all regions of Georgia: Kartlians, Kakhetians, Imeretians, Megrelians, Gurians, Acharans, Rachans, Javakhians, Meskhians, etc.
56045.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ძველი ქართველის ცხოვრებაში დიდი ნახტომი ჩანს ახალი ქვის ხანაში, როდესაც გამყინვარების ჟამს გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანი ღია ადგილებში იწყებს დასახლებას;
A major leap in the life of the Georgians appears to have taken place in the New Stone Age, when man, leaving the caves during the period of glaciation, began to settle open areas.
56046.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ჩნდება პირველი სოფლური დასახლებანი პრიმიტიული, თიხატკეპნილი „სახლებით".
The first village settlements appeared, with primitive "houses" of rammed clay.
56047.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ხდება ველურ მცენარეთა მოშენება და გარეულ ცხოველთა მოშინაურება, იწყებენ თიხის ჭურჭლის დამზადებასა და გამოწვას; აღმავლობა ჩანს სულიერი კულტურის სფეროშიც, იბადება ღვთაებათა კულტები.
Wild plants were cultivated and some animals tamed, pottery was made and fired; progress is visible in the sphere of spiritual culture as well, with cults of deities arising.
56048.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
რვა ათასი წლის წინანდელ ფენებში დაფიქსირებულია გამოუმწვარი თიხისაგან გამოძერწილი ქალღმერთის სკულპტურები (ხრამის დიდი გორა), რაც ხელოვნების საწყისი ფორმების არსებობაზე მიგვითითებს.
Sculptures of a goddess fashioned out of raw clay have been found in layers aged eight thousand years (Khrami Didi-Gora), permitting to assume the existence of initial forms of art.
56049.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
მეცნიერები ამ პერიოდს სრულიად სამართლიანად „ნეოლითურ რევოლუციას" უწოდებენ.
Scientists justifiably call this period "Neolithic revolution".
56050.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ეს იყო ქართველი ტომების ისტორიაში დიდი გარდატეხის ეპოქა.
This was the period of a great change in the history of Georgian tribes.
56051.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
IV-III ათასწლეულებში, საქართველოს ტერიტორიაზე მძლავრი ტომობრივი გაერთიანებები ყალიბდება.
In the fourth-third millennia B.C. major tribal confederations appear to have taken shape on Georgia's territory.
56052.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ბელადებს მდიდრულ საგნებთან ერთად უზარმაზარი ხელოვნური მიწაყრილის ქვეშ მარხავენ.
Their leaders were buried along with valuable items under huge natural earth mounds.
56053.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
სამარხებში ვხვდებით დიდძალ კერამიკულ ნაწარმს, ოქროსა და ვერცხლის მდიდრულად დამუშავებულ ნივთებს, იარაღს და სხვ.
The burials contained a large quantity of pottery, gold and silver items of rich workmanship, and so on.
56054.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ეს კულტურა, რომელიც განფენილი იყო სამხრეთ კავკასიის ვრცელ შუამდინარეთში, მტკვარსა და არაქსს შორის, მეცნიერებაში „მტკვარ-არაქსის“ სახელითაა ცნობილი.
This culture, which was spread in the vast South Caucasian interfluve of the Mtkvari (Kura) and the Araxes, is known in scholarship under the name of the Kura-Araxes culture.
56055.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
იგი წარმოადგენდა ძირითადად ქართველი ტომების განსახლების არეალს სიმდიდრითა და სინატიფით, გამორჩეული ბრინჯაოს მაღალმხატვრული ინვენტარით.
This was chiefly the area of settlement of the Georgian tribes, with highly artistic bronze items distinguished for their richness and fine workmanship.
56056.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
საქართველო მდიდარია წიაღისეულით და ქართველი ტომებიც იმ დროიდან მისდევენ ლითონის დამუშავებას.
Georgia is rich in minerals and Georgian tribes worked metals from the inception of this activity.
56057.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ამ ტომების სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მეტალურგიული წესის გამომუშავება.
The development of a number of metallurgical techniques is linked to their name.
56058.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
მათ დიდი როლი ითამაშეს ლითონდამუშავების ისტორიაში
They played an outstanding role in the history of metal working.
56059.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ქართველებმა იმ ხალხთა გვერდით დაიმკვიდრეს ადგილი, ვისაც საკაცობრიო მიღწევებში თავისი კვალი დაუტოვებია.
Georgians are mentioned with peoples who have left a major imprint on this achievement of mankind.
56060.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ძვ.წ.აღ. III-II ათასწლეულები ლითონდამუშავების ახალი, უფრო მაღალი ინტენსივობით ხასიათდება, „მტკვარ-არაქსის“ კულტურასთან ერთად ჩნდება არანაკლები მნიშვნელობის „ბედენური“ და „თრიალეთური“ კულტურები.
The third and second millennia were characterized by a new, higher intensity of metal-working, along with the "Kura - Araxes" culture, "The Bedeni and Trialeti" cultures of no less significance emerge.