მოიძებნა 668045 ჩანაწერი
56061.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ეს უკანასკნელი ცნობილია მეტად მაღალი გემოვნებითა და სრულყოფილი ტექნიკით შესრულებული ნაწარმით.
The latter culture boasts items made with high taste and perfect technique.
56062.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
აღნიშნული პერიოდის არქეოლოგიური მასალების მიხედვით საშუალება გვეძლევა, ვიმსჯელოთ მოსახლეობის ნივთიერი კულტურის, ყოფის, მეურნეობისა და სულიერი კულტურის შესახებ.
The archaeological material of the said period helps form an idea of the material culture, life, economy and spiritual culture of the population.
56063.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
როგორც ჩანს, ამ ადამიანთა ცხოვრებაში არცთუ მცირე ადგილი ეჭირა კულტებს - საკმაოდ მდიდარი ღვთაებათა პანთეონო და საკულტო იერარქიული კიბე მათი მსოფლმხედველობის რთულ იერსახეზე მიგვითითებს.
Cults appear to have held an important place in human life, for the pantheon of gods is fairly rich and the hierarchical ladder pointing to the complex makeup of divine outlook.
56064.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ქართველი ტომების მაღალი მეურნეობრივ-ეკონომიკური და კულტურულ-ყოფითი ერთიანობა მყარ ნიადაგს ქმნიდა მონათესავე ტომთა ძლიერი ერთეულების შესაქმნელად.
The high degree of unity of economic and cultural life, in conditions of corresponding cults, created a solid ground for the emergence of strong units of kindred tribes.
56065.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ასირიული და ურარტული წერილობითი წყაროების მიხედვით, მეორე ათასწლეულის ბოლოსა და პირველის დასაწყისში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ყალიბდება დიაოხის, კულხას, თუბალების, მუსკების ძლიერი ერთეულები, რომელთაც სახელმწიფოებრივი ხასიათი ჰქონდათ.
Thus, according to Assyrian and Urartian written sources, at the end of the second and beginning of the first millennium B.C., strong units of state character took shape in the south-western region of Georgia – those of the Diaochi, Qulha, Tubals and the Muski.
56066.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
„კულხა“, ანუ კლასიკური მწერლობის მიხედვით „კოლხი”, ჯერ კიდევ არგონავტების მოგზაურობის ადრეული ვერაიებიდანაა ცნობილი.
"Qulha" must be the "Colcha" of classical writers, known from the earlier versions of the Argonautic expedition.
56067.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
თუბალებს იბერებთან აიგივებენ ძველი წერილობითი წყაროები, მუსკები შუასაუკუნეების მესხების წინაპრებად ითვლებიან.
Ancient written sources identify the Tubals with the Iberians, while the Muski are considered to be the ancestors of the medieval Meskhians.
56068.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის შუა ხანებში საქართველოს ტერიტორიაზე ორი დიდი სახელმწიფოებრივი ერთეული ყალიბდება; დასავლეთ საქართველოში - კოლხეთი და აღმოსავლეთში - იბერია (ქართლი).
In the middle of the first millennium B.C. two major state units came into being on the territory of Georgia: Colchis in Western Georgia and Iberia (Kartli) in the eastern part.
56069.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
მათ შესახებ ცნობები შემონახულია ანტიკური ხანის მწერლობასა და მითებში.
Evidence on them is preserved in classical writings and myth.
56070.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
კოლხეთის დედაქალაქი იყო ფაზისი, რომელიც დღევანდელი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზეა საგულვებელი.
The capital of Colchis was Phasis which must have been located in the area of modern Poti.
56071.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
კოლხეთის სამეფო ანტიკურ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „ოქრომრავალი კოლხეთი“.
In classical sources the Kingdom of Colchis is referred to as "Colchis rich in gold”.
56072.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
მართლაც, აქ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების წყალობით აღმოჩენილია ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი რესურსებით ადგილობრივადაა დამზადებული.
Indeed, archaeological excavations have brought to light brilliant specimens of goldsmithery, most being made locally with local resources.
56073.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
იბერიის (ქართლის) სამეფოს ცენტრი იყო ქალაქი მცხეთა.
The centre of the Kingdom of Iberia (Kartli) was Mtskheta.
56074.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
არქეოლოგიური მონაცემებით, ის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია, ანტიკური ქალაქების ტიპზე მოწყობილი.
According to archaeological data, it was an important site, built on the pattern of classical writers.
56075.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
კულტურული ფენები დადასტურებულია მეორე ათასწლეულის ბოლოდან შუა საუკუნეებამდე.
Cultural layers are attested from the end of the second millennium B.C. to the middle Ages.
56076.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ახ.წ.აღ. VI საუკუნიდან მცხეთის ნაცვლად საქართველოს დედაქალაქი ხდება თბილისი.
From the sixth century A.D. Tbilisi replaced Mtskheta as the capital of Georgia.
56077.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
არამდგრადი პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, ორივე ქართული სახელმწიფო მჭიდრო კავშირში ჩანს მეზობელ ქვეყნებთან, ერთი მხრივ, ბერძნულ სამყაროსთან და, მეორე მხრივ, ირანთან (აქემენიანებთან, პართელებთან და სასანიანებთან).
Notwithstanding the unstable political situation, both Georgian states appear to have been in close contact with their neighbouring countries - with the Greek world, on the one hand, and Iran (Achaemenid, Parthian, Sassanid), on the other.
56078.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
ამ პერიოდიდან საქართველოზე გადის სავაჭრო-სატრანზიტო გზები - ბერძნული ქალაქებიდან შავი ზღვით, რიონისა და მტკვრის ხეობებით ბაქტრია-ინდოეთისაკენ, რითაც განისაზღვრებოდა აბრეშუმის გზის ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი;
From this period transit trade roads crossed Georgia from Greek cities through the Bleak Sea, and the Rioni and the Mtkvari valleys to Bactria and India, this forming one important section of the Silk Road.
56079.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
მეორე ტრასა ჩნდება არტანუჯი-დმანისი-სამშვილდის მონაკვეთზე; გვიანი შუა საუკუნეებიდან კი მას ემატება ჩრდილოეთის გზაც, რომელიც გრემ-არდებილით ირანისაკენ მიემართებოდა.
Another route came the Artanuji-Dmanisi-Samshvilde section; in the late Middle Ages the north road was added to it, running to Iran through Gremi-Ardebil.
56080.
ვენახი, ღვინო და ქართველები | საქართველოზე
აღნიშნული გზების წყალობით საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობაში საკმაოდ გაზრდილი იყო.
Thanks to these roads Georgia's international prestige in West-East relations was fairly high.