მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561521.
ბიოლოგია | თავი XXXI
სხვა სახეობის სოკოებს აქვთ სპეციალური ჰიფი ჰაუსტორია, რისი მეშვეობითაც შეუძლიათ შეიჭრნენ მასპინძელი ორგანიზმის ქსოვილში.
Other species have specialized hyphae called haustoria that enable them to penetrate the tissue of their hosts.
561522.
ბიოლოგია | თავი XXXI
ზემოთ აღვნიშნეთ მცენარეებისა და სოკოების მუტუალისტური ურთიერთობა, ასეთ სოკოებს მიკორიზა სოკოები ეწოდება.
Mutually beneficial relationships between such fungi and plant roots are called mycorrhizae.
561523.
ბიოლოგია | თავი XXXI
„მიკორიზა” ნიშნავს სოკოს ფესვი.
Mycorrhizae means "fungus roots."
561524.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოები წარმოქმნიან სპორებს სქესობრივი ან უსქესო გამრავლების შედეგად.
Fungi produce spores through sexual or asexual life cycles.
561525.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების გამრავლება ხდება სპორებით, თავის მხრივ კი, სპორები წარმოიქმნება სქესობრივი ან უსქესო გამრავლების შედეგად.
Fungi propagate themselves by producing vast numbers of mile spores, either sexually or asexually.
561526.
ბიოლოგია | თავი XXXI
მაგალითად, ზოგიერთ სოკოს შეუძლია წარმოქმნას რამდენიმე მილიარდი სპორა, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კი არის შესამჩნევი.
For example, puffballs, the to reproductive structures of certain fungi, may release trillions of spores in cloud-like bursts.
561527.
ბიოლოგია | თავი XXXI
სპორები ქარის ან წყლის მეშვეობით დიდ მანძილზე ვრცელდება და ტენიან, საკვებით მდიდარ ადგილას ღვივდება, წარმოქმნის ახალ მიცელიუმს.
Spores can be carried long distances by wind or water, and if they land in a moist place where there is food, they germinate, producing new mycelia.
561528.
ბიოლოგია | თავი XXXI
ამ პროცესის თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ ნესვის პატარა ნაჭერს დააკვირდეთ.
To appreciate how effective spores are at dispersing fungi, try leaving a slice of melon exposed to the air.
561529.
ბიოლოგია | თავი XXXI
ერთი კვირის, ან შესაძლოა უფრო მცირე დროის შემდეგ დაინახავთ, რომ ნესვის ნაჭერი სოკოს მიცელიუმით დაიფარა, რომელიც მიკროსკოპული ზომის სპორების გაღვივების შედეგია.
Within a week or so, you should see fuzzy mycelia growing from the microscopic spores constantly falling onto the melon slice.
561530.
ბიოლოგია | თავი XXXI
სურათი 31.5 სასიცოცხლო ციკლი, სადაც აღწერილია სპორების წარმოქმნის სხვადასხვა გზა.
Figure 31.5 generalizes the many different life cycles that can produce fungal spores.
561531.
ბიოლოგია | თავი XXXI
ამ თავში თქვენ გაეცნობით სოკოების სქესობრივ და უსქესო გამრავლების ტიპებს.
In this section, we will survey general aspects of the sexual and asexual life cycles of fungi.
561532.
ბიოლოგია | თავი XXXI
მოგვიანებით, განვიხილავთ სოკოების სამეფოს სასიცოცხლო ციკლებს.
Later in the chapter we will examine more closely the life cycles of specific phyla of fungi.
561533.
ბიოლოგია | თავი XXXI
სქესობრივი გამრავლება.
Sexual Reproduction.
561534.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების უმრავლესობაში ჰიფები და ბირთვი არის ჰაპლოიდური, გამონაკლისია ხანმოკლე დიპლოიდური ფაზა.
The nuclei of fungal hyphae and spores of most species are haploid, except for transient diploid stages that form during sexual life cycles.
561535.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების სქესობრივი გამრავლება მაშინ იწყება, როცა ორი სხვადასხვა ინდივიდის ჰიფებში წარმოიქმნება სქესობრივი გამრავლების სასიგნალო მოლეკულები - ფერომონები.
Generally, sexual reproduction in fungi begins when hyphae from two distinct mycelia release sexual signaling molecules called pheromones.
561536.
ბიოლოგია | თავი XXXI
ორი მშობლიური მიცელიუმის ციტოპლაზმის შერწყმას პლაზმოგამია ეწოდება.
The union of the cytoplasm of the two parent mycelia is known as plasmogamy.
561537.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების უმრავლესობაში მშობლიური ჰაპლოიდური ბირთვების შერწყმა არ ხდება ჰიფების შერწყმისთანავე და მიცელიუმი ხშირად ორივე მშობლის ბირთვებს შეიცავს.
In many fungi, the haploid nuclei contributed by each parent do not fuse right away. Instead, parts of the mycelia contain coexisting, genetically different nuclei.
561538.
ბიოლოგია | თავი XXXI
ასეთი მიცელიუმი ჰეტეროკარიონის (განსხვავებული ბირთვები) სახელითაა ცნობილი.
Such a mycelium is said to be a heterokaryon (meaning "different nuclei").
561539.
ბიოლოგია | თავი XXXI
ზოგიერთ სახეობაში ჰეტეროკარიონული მიცელიუმი მოზაიკურად ვრცელდება სოკოს მთელ გიგანტურ სხეულში.
In some species, heterokaryotic mycelia become mosaics, with different nuclei restricted to different parts of the network.
561540.
ბიოლოგია | თავი XXXI
ზოგიერთი სახეობის სოკოებში ჰიფების შერწყმის შემდეგ გენეტიკურად სხვადასხვა ბირთვები ერწყმის ერთმანეთს, ხდება გენების მიმოცვლა კროსინგოვერის გზით.
In other species, the different nuclei mingle and may even exchange chromosomes and genes in a process similar to crossing over.