მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561461.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ ნივთიერების სინთეზირებული წარმოებული – აცეტილსალიცილის მჟავა არის წამალი, რომელსაც ასპირინს ვუწოდებთ.
A synthesized derivative, acetylsalicylic acid, is what we call aspirin.
561462.
ბიოლოგია | თავი XXX
მართალია, თანამედროვე ქიმიამ შესაძლებელი გახადა ლაბორატორიული სინთეზი, მაგრამ მცენარეები მაინც რჩება სამკურნალო ნივთიერებების მნიშვნელოვან უშუალო წყაროდ.
Although modern chemistry facilitates laboratory synthesis, plants remain an important direct source of medicinal compounds.
561463.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, აშშ-ში წამლების დაახლოებით 25% შეიცავს მცენარეებიდან, უფრო ხშირად, თესლოვანი მცენარეებიდან გამოყოფილ ან წარმოებულ ინგრედიენტებს.
In the United States, for example, about 25% of prescription drugs contain one or more active ingredients extracted or derived from plants, typically from seed plants.
561464.
ბიოლოგია | თავი XXX
სხვა ინგრედიენტები ჯერ მცენარეებში იყო აღმოჩენილი და შემდეგ დაიწყეს მათი ხელოვნური სინთეზი.
Other ingredients were first discovered in seed plants and then synthesized artificially.
561465.
ბიოლოგია | თავი XXX
ცხრილში 30.1 ჩამოთვლილია თესლოვანი მცენარეების მეორადი ნაერთების ზოგიერთი სამკურნალო თვისება.
Table 30.1 lists some medicinal uses of secondary compounds of seed plants.
561466.
ბიოლოგია | თავი XXX
საფრთხეები, რომლებიც მცენარეთა მრავალფეროვნებას ემუქრება.
Threats to Plant Diversity.
561467.
ბიოლოგია | თავი XXX
მცენარეები შეიძლება განახლებადი რესურსი იყოს, მაგრამ მცენარეთა მრავალფეროვნება არ არის განახლებადი.
Although plants may be a renewable resource, plant diversity is not.
561468.
ბიოლოგია | თავი XXX
მოსახლეობისა და მასთან ერთად სივრცესა და რესურსებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, ნადგურდება მცენარეთა სახეობები.
The exploding human population and its demand for space and resources are extinguishing plant species at an unprecedented rate.
561469.
ბიოლოგია | თავი XXX
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ტროპიკებში, სადაც დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს და სადაც მოსახლეობის ზრდის სიჩქარე უდიდესია.
The problem is especially severe in the tropics, where more than half the human population lives and where population growth is fastest.
561470.
ბიოლოგია | თავი XXX
ყოველწლიურად ნადგურდება ტენიანი ტროპიკული ტყის 50 მილიონ აკრზე მეტი, რაც დაახლოებით ვაშინგტონის შტატის ფართობია. ამ სიჩქარით დედამიწის ტროპიკული ტყეები 25 წელიწადში შეიძლება მთლიანად მოისპოს.
Fifty million acres of tropical rain forest, an area about the size of the state of Washington, are cleared each year, a rate that would completely eliminate Earth's tropical forests within 25 years.
561471.
ბიოლოგია | თავი XXX
ტენიანი ტროპიკული ტყეების განადგურების ყველაზე გავრცელებული ხერხია ტყის გაჩეხა და შემდეგ გადაწვა ადგილის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოსაყენებლად.
The most common cause of this destruction is slash-and-burn clearing of forests for agricultural use.
561472.
ბიოლოგია | თავი XXX
ტყეების განადგურებით ისპობა მცენარეთა ათასობით სახეობა.
As forests disappear, so do thousands of plant species.
561473.
ბიოლოგია | თავი XXX
თუ სახეობა ამოწყდა, მისი აღდგენა შეუძლებელი ხდება.
Once a species becomes extinct, it can never return.
561474.
ბიოლოგია | თავი XXX
მცენარეთა სახეობების გაქრობას ხშირად თან ახლავს მწერებისა და ტენიანი ტყის სხვა ცხოველების გაქრობა.
The loss of plant species is often accompanied by the loss of insects and other rain forest animals.
561475.
ბიოლოგია | თავი XXX
მეცნიერთა შეფასებით ადგილსამყოფელთა განადგურებით ტენიან ტყეებსა და სხვა ეკოსისტემებში ყოველ წელს ისპობა ასობით სახეობა.
Researchers estimate that habitat destruction in rain forests and other ecosystems is claiming hundreds of species each year.
561476.
ბიოლოგია | თავი XXX
სახეობების გაქრობის სიჩქარე უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, პერმულ და ცარცულ პერიოდებში სახეობათა ფართომასშტაბიან ამოწყვეტასთან შედარებითაც კი.
This rate is faster than in any other period, even during the extensive Permian and Cretaceous extinctions.
561477.
ბიოლოგია | თავი XXX
მართალია, სახეობათა გაქრობა ყველაზე სწრაფად ტროპიკებში ხდება, მაგრამ ეს საფრთხე გლობალურია.
While the toll is greatest in the tropics, the threat is global.
561478.
ბიოლოგია | თავი XXX
ბევრ ადამიანს ცოცხალი ორგანიზმების ამოწყვეტის პრობლემა ეთიკური თვალთახედვით აღელვებს, თუმცა არსებობს უამრავი პრაქტიკული მიზეზიც, რომელთა გამო ეს პრობლემა ძალზე მწვავეა.
Many people have ethical concerns about contributing to the extinction of living forms. But there are also practical reasons to be concerned about the loss of plant diversity.
561479.
ბიოლოგია | თავი XXX
ჩვენ მიმოვიხილეთ მცენარეთა 290,000 ცნობილი სახეობიდან მხოლოდ მცირე რიცხვის გამოყენების გზები.
So far, we have explored the potential uses of only a tiny fraction of the more than 290,000 known plant species.
561480.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, ჩვენი საკვების უდიდესი ნაწილის მისაღებად საკმარისია თესლოვან მცენარეთა ათამდე სახეობის მოყვანა.
For example, almost all our food is based on the cultivation of only about two dozen species of seed plants.