მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561761.
ბიოლოგია | თავი XXXII
ამ ნამარხების ერთობლიობას ეძახიან ედიაკარას ფაუნას ავსტრალიის ედიაკარა მთების სახელით, სადაც ისინი პირველად აღმოაჩინეს.
These fossils are known collectively as the Ediacaran fauna, named for the Ediacara Hills of Australia where they were first discovered.
561762.
ბიოლოგია | თავი XXXII
მსგავსი ნამარხები სხვა კონტინენტებზეც იყო აღმოჩენილი.
Similar fossils have since been found on other continents.
561763.
ბიოლოგია | თავი XXXII
აღმოჩნდა, რომ ზოგი ნანახი ცხოველი ენათესავება თანამედროვე კნიდარიებს, როგორიცაა მარჯნები. სხვა ნამარხები წარმოადგენენ რბილტანიან მოლუსკებს, გაქვავებული ანაბეჭდების გარკვეული რაოდენობა კი მიუთითებს რამდენიმე ფორმის ჭიების არსებობაზე.
Some appear to be related to living cnidarians such as corals Other fossils may represent soft-bodied molluscs, and numer ous fossilized tunnels and tracks indicate the presence of sev eral forms of worms.
561764.
ბიოლოგია | თავი XXXII
მაკროსკოპულ ნამარხებთან ერთად ნეოპროტეოზოურ ქანებში ნანახია გადაშენებული მიკროსკოპული ცხოველების ნიშნები.
In addition to these macroscopic fossils, Neoproterozoic rocks have also yielded microscopic signs of early animals.
561765.
ბიოლოგია | თავი XXXII
პალეოზოური ერა (542-251 მილიონი წლის წინ).
Paleozoic Era (542-251 Million Years Ago).
561766.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველთა მრავალფეროვნება როგორც ჩანს მკვეთრად გაიზარდა 542-დან 525-მდე მილიონი წლის წინათ, პალეოზოური ერის ადრეულ კემბრიულ პერიოდში – ამ ფენომენს ხშირად იხსენიებენ კემბრიულ აფეთქებად.
Animal diversification appears to have accelerated dramatically between 542 and 525 million years ago, early in the Cambrian period of the Paleozoic Era-a phenomenon often referred to as the Cambrian explosion.
561767.
ბიოლოგია | თავი XXXII
იმ ქანებში, რომელთა ფორმირება მოხდა კემბრიული აფეთქების წინ, განასხვავებენ ცხოველთა ტიპების მცირე რაოდენობას.
In strata formed before the Cambrian explosion, only a handful of animal phyla can be recognized.
561768.
ბიოლოგია | თავი XXXII
მაგრამ იმ ქანებში, რომელთა ასაკი 542-დან 525-მდე მილიონი წელია, პალეონტოლოგებმა ნახეს უძველესი ცხოველთა ნამარხები რომლებიც თანამედროვე ცხოველთა ტიპების ნახევარზე მეტს მოიცავენ.
But in strata that are between 542 and 525 million years old, paleontologists have found the oldest fossils of about half of all extant phyla.
561769.
ბიოლოგია | თავი XXXII
ბევრი ამ ნამარხებიდან, ვთქვათ ცხოველების გაქვავებული ჩონჩხები, გარეგნულად საკმაოდ განსხვავებულია თანამედროვე ცხოველების უმეტესობისგან.
Many of these distinctive fossils-which include the first animals with hard mineralized skeletons-look quite different from most living animals.
561770.
ბიოლოგია | თავი XXXII
მაგრამ პალეონტოლოგებმა დაადგინეს რომ კემბრიული ცხოველების ნამარხების უმეტესი ნაწილი თანამედროვე ცხოველთა ტიპების წარმომადგენლები ან ახლო ნათესავები არიან.
But for the most part, paleontologists have established that these various Cambrian fossils are members of extant animal phyla-or at least are close relatives.
561771.
ბიოლოგია | თავი XXXII
ანუ კემბრიულ პერიოდში თანამედროვე ცხოველთა ტიპების ნახევარზე მეტი უკვე არსებობდა კემბრიული აფეთქების მიზეზებზე მუშავდება რამდენიმე ჰიპოთეზა.
There are several current hypotheses regarding the cause of the Cambrian explosion.
561772.
ბიოლოგია | თავი XXXII
ზოგი მკვლევარი თვლის, რომ კემბრიულ პერიოდში წარმოიქმნენ ახალი კავშირები მტაცებელსა და მსხვერპლს შორის, რის გამო ბუნებრივი გადარჩევის მოქმედების შედეგად გაიზარდა სახეობათა მრავალფეროვნება.
Some evidence suggests that new predator-prey relationships that emerged in the Cambrian period generated diversity through natural selection.
561773.
ბიოლოგია | თავი XXXII
მტაცებლებმა შეიძინეს ადაპტაციები, მაგალითად მოძრაობის ახალი ფორმები, რომლებიც ეხმარებოდნენ მსხვერპლის დაჭერაში. მსხვერპლს ამასობაში გამოუმუშავდა ახალი დაცვის მექანიზმები, მაგალითად დამცველი ნიჟარები.
Predators acquired adaptations, such as new forms of locomotion that helped them catch prey, while prey species acquired new defenses, such as protective shells.
561774.
ბიოლოგია | თავი XXXII
მეორე ჰიპოთეზა დაფუძნებულია ატმოსფერული ჟანგბადის კონცენტრაციის ზრდაზე, რომელმაც განაპირობა კემბრიული აფეთქება.
Another hypothesis focuses on the rise in atmospheric oxygen that preceded the Cambrian explosion.
561775.
ბიოლოგია | თავი XXXII
მეტი ჟანგბადის გამოყენების შესაძლებლობამ გაზარდა მაღალი მეტაბოლური კოეფიციენტის და დიდი სხეულის მქონე ცხოველების წარმატება.
With more oxygen available, the opportunity arose for the success of animals with higher metabolic rates and larger body size.
561776.
ბიოლოგია | თავი XXXII
მესამე ჰიპოთეზიდან გამომდინარეობს, რომ hox გენების კომპლექსის ევოლუციამ გაზარდა განვითარების შესაძლებლობები, რაც გამოიხატა მორფოლოგიურ მრავალფეროვნებაში.
A third hypothesis holds that the evolution of the Hox gene complex provided the developmental flexibility that resulted in variations in morphology.
561777.
ბიოლოგია | თავი XXXII
ეს ჰიპოთეზები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან, ასე რომ მტაცებელი - მსხვერპლის კავშირი, ატმოსფერული ცვლილებები და განვითარების შესაძლებლობების ზრდა, ყველა ამ ფაქტორს შეიძლება საკუთარი როლი ეთამაშა ცხოველთა მრავალფეროვნების გაზრდაში.
These hypotheses are not mutually exclusive, however; predatorprey relationships, atmospheric changes, and developmental flexibility may each have played a role.
561778.
ბიოლოგია | თავი XXXII
კემბრიულ პერიოდს მოჰყვა ორდოვიკის, სილურის და დევონის პერიოდები. ამ დროს იზრდებოდა ცხოველთა მრავალფეროვნება, ცხოველთა ზოგი ტიპის მასობრივი გადაშენების პერიოდებთან მონაცვლეობით.
The Cambrian period was followed by the Ordovician, Silurian, and Devonian periods, when animal diversity continued to increase, although punctuated by episodes of mass extinctions.
561779.
ბიოლოგია | თავი XXXII
ხერხემლიანები (თევზები) წყლის სამყაროს მთავარი მტაცებლები გახდნენ.
Vertebrates (fishes) emerged as the top predators of the marine food web.
561780.
ბიოლოგია | თავი XXXII
მთავარი დიდი სიახლე „ინოვაცია“ რომელიც მოხდა 460 მილიონი წლის წინათ იყო ცხოველების ხმელეთზე გამოსვლა.
By 460 million years ago, the "innovations" that emerged during the Cambrian period were making an impact on land.