მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561701.
ბიოლოგია | თავი XXXI
ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოქვეყნდა შრომები Stachybotrys chartarum (ასკომიცეტა) მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ.
Over the past few years, the alleged dangers of black mold (Stachybotrys chartarum, an ascomycete) have been the subject of sensationalistic news reports.
561702.
ბიოლოგია | თავი XXXI
ობის სოკოს ეს სახეობა ძველ შენობებში გვხვდება და ადამიანის დაავადებებს იწვევს.
Black mold thrives in damp buildings and has been implicated in some studies as the cause of a wide variety of diseases.
561703.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების პრაქტიკული გამოყენება.
Practical Uses of Fungi.
561704.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოები, დაავადებების მიუხედავად, უდიდეს როლს ასრულებენ ადამიანის კეთილდღეობაში.
The dangers posed by fungi should not overshadow the immense benefits we derive from these remarkable eukaryotes.
561705.
ბიოლოგია | თავი XXXI
ეკოსისტემაში ნივთიერებათა წრებრუნვას და დაღუპული ორგანიზმების შემადგენლობაში მყოფი მაკრომოლეკულების დაშლას სწორედ სოკოები განაპირობებენ.
We depend on their ecological services as decomposers and recyclers of organic matter.
561706.
ბიოლოგია | თავი XXXI
მიკორიზა სოკოების გარეშე გაცილებით ნაკლებ მოსავალს მივიღებდით.
Without mycorrhizae, our agriculture would be far less productive.
561707.
ბიოლოგია | თავი XXXI
ამას გარდა, სოკოების ზოგიერთი სახეობა გამოიყენება მაღალი ხარისხის ყველის - Roquefort და blue cheese დასამზადებლად.
The distinctive flavors of certain kinds of cheeses, including Roquefort and blue cheese, come from the fungi used to ripen them.
561708.
ბიოლოგია | თავი XXXI
უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიაში სოკოებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვთ.
The soft drink industry uses a species of Aspergillus to produce citric acid for colas.
561709.
ბიოლოგია | თავი XXXI
ადამიანები, მრავალი ასეული წლის განმავლობაში, დიდი წარმატებით იყენებდნენ საფუვრის სოკოს.
Humans have used yeasts to produce alcoholic beverages and raise bread for thousands of years.
561710.
ბიოლოგია | თავი XXXI
ანაერობულ გარემოში საფუვრის სოკო გამოყოფს ფერმენტებს და გლუკოზას შლის სპირტად და CO2, რაც ცომის აფუებას იწვევს.
Under anaerobic conditions, yeasts ferment sugars to alcohol and CO2, which leavens dough.
561711.
ბიოლოგია | თავი XXXI
ბევრ სოკოს მაღალი სამედიცინო ღირებულება აქვს.
Many fungi have great medical value as well.
561712.
ბიოლოგია | თავი XXXI
ერგოტიდან გამოყოფილი ნივთიერება გამოიყენება სისხლდენის შესამცირებლად და მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად.
For example, a compound extracted from ergots is used to reduce high blood pressure and to stop maternal bleeding after childbirth.
561713.
ბიოლოგია | თავი XXXI
ზოგიერთი სოკოსგან ანტიბიოტიკი მზადდება და ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
Some fungi produce antibiotics that are essential in treating bacterial infections.
561714.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოები წარმატებით გამოიყენება ბიოტექნოლოგიაში.
Fungi also figure prominently in research in biotechnology.
561715.
ბიოლოგია | თავი XXXII
შესავალი ცხოველთა მრავალფეროვნებაში.
An Introduction to Animal Diversity.
561716.
ბიოლოგია | თავი XXXII
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენს (ცხოველთა) სამეფოში.
Welcome to Your Kingdom.
561717.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველთა სამეფოში, რომელსაც ამ თავში განვიხილავთ თქვენ ალბათ უფრო შინაურულად იგრძნობთ თავს. ამ სამეფოში თქვენც შედიხართ.
You probably are more at home with the topic introduced in this chapter-the animal kingdom, which of course includes yourself.
561718.
ბიოლოგია | თავი XXXII
ბიოლოგებმა აღწერეს ცხოველთა 1,3 მილიონი სახეობა. სადღეისოდ არსებული სახეობების რიცხვი გაცილებით დიდია. ზოგიერთი მკვლევრის აზრით ის მერყეობს 10 - 20 მილიონიდან 100-200 მილიონამდე.
Biologists have identified 1.3 million living species of animals, and estimates of the total number of animal species run far higher, from 10 to 20 million to as many as 100 to 200 million.
561719.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველთა სამყარო საოცრად მრავალფეროვანია, მასში შედიან განსხვავებული აგებულების მქონე ცხოველები: მარჯნებიდან და ტარაკნებიდან – ნიანგებამდე.
This vast diversity encompasses a spectacular range of morphological variation, from corals to cockroaches to crocodiles.
561720.
ბიოლოგია | თავი XXXII
ამ თავში ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას ცხოველთა სამყაროში, რომელსაც გავაგრძელებთ შემდეგ ორ თავშიც.
In this chapter, we embark on a tour of the animal kingdom, which will continue in the next two chapters.