მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561801.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველების დახასიათება შესაძლებელია მათი „სხეულის ზოგადი აგებულების“ მიხედვით.
Animals can be characterized by "body plans".
561802.
ბიოლოგია | თავი XXXII
ერთ-ერთი კრიტერიუმი რომელსაც ზოოლოგები მიმართავენ ცხოველების კატეგორიებად დაჯგუფებისას არის განვითარების თვისებები და მორფოლოგიური ნიშნები.
One way in which zoologists categorize the diversity of animals is according to general features of morphology and development.
561803.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველების ჯგუფი, რომელთაც ახასიათებთ ორგანიზაციის სირთულის ერთი და იგივე დონე ცნობილია ევოლუციური საფეხურის (grade) სახელით.
A group of animal species that share the same level of organizational complexity is known as a grade.
561804.
ბიოლოგია | თავი XXXII
ევოლუციური საფეხური და ევოლუციური შტო (კლადა) ერთი და იგივე არ არის.
Grades, it's important to remember, are not necessarily equivalent to clades.
561805.
ბიოლოგია | თავი XXXII
მაგალითისთვის მოვიყვანოთ ლოქორა: ცხოველთა კლასში, რომელსაც გასტროპოდებს, (მუცელფეხიანებს) ვეძახით შედის ბევრი ნიჟარის არამქონე სახეობა. ისინი ცნობილები არიან ლოქორების სახელით. მათთან ერთად ბევრი ნიჟარიანი სახეობაა, მაგალითად ლოკოკინები.
Consider the case of slugs: A class of animals called gastropods includes many species that lack shells and are referred to as slugs, along with many shelled species such as snails.
561806.
ბიოლოგია | თავი XXXII
ალბათ შეგიმჩნევიათ ბაღში ხმელეთის ლოქორები.
You may have encountered terrestrial slugs in a garden.
561807.
ბიოლოგია | თავი XXXII
ლოქორების ბევრი სახეობა კი წყლის ბინადარია.
Many other slug species live in aquatic habitats.
561808.
ბიოლოგია | თავი XXXII
საერთო წინაპარი ყველა ამ სახეობას არ გააჩნია, ასე რომ ისინი არ ქმნიან მონოფილეტურ კლადას.
But these species do not all descend from a common ancestor and thus do not form a monophyletic clade.
561809.
ბიოლოგია | თავი XXXII
მეტიც, ფილოგენეზურმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ გასტროპოდების რამდენიმე ხაზმა დამოუკიდებლად დაკარგა ნიჟარები და გარდაიქმნა „ლოქორებად“.
Rather, phylogenetic studies show that several gastropod lineages independently lost their shells and became "slugs."
561810.
ბიოლოგია | თავი XXXII
სხვა სიტყვებით, ლოქორების ევოლუციური საფეხური (გრეიდი) პოლიფილეტურია.
The slug grade, in other words, is polyphyletic.
561811.
ბიოლოგია | თავი XXXII
მორფოლოგიის და განვითარების თავისებურებები, რომლებიც განაპირობებენ ევოლუციურ საფეხურს (გრეიდს) გაერთიანებულნი არიან ფუნქციონალურ ერთეულად რომელსაც „სხეულის გეგმას“(სხეულის ზოგადი აგებულება) ვეძახით.
The set of morphological and developmental traits that define a grade are generally integrated into a functional whole referred to as a body plan.
561812.
ბიოლოგია | თავი XXXII
ახლა განვიხილოთ ცხოველების სხეულის აგებულების ზოგიერთი ძირითადი ნიშნები.
Let's now explore some of the major features of animal body plans.
561813.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცხოველების კატეგორიებად დაჯგუფება შესაძლებელია მათი სხეულის სიმეტრიის (ან მისი უქონლობის) მიხედვით.
Animals can be categorized according to the symmetry of their bodies (or its absence).
561814.
ბიოლოგია | თავი XXXII
მაგალითად ღრუბელების უმეტესობას სიმეტრია საერთოდ არ გააჩნიათ.
Most sponges, for example, lack symmetry altogether.
561815.
ბიოლოგია | თავი XXXII
იმ ცხოველებს შორის, რომელთაც აქვთ სიმეტრიული სხეული, სიმეტრია შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს წარმოდგენილი.
Among the animals that do have symmetrical bodies, symmetry can take different forms.
561816.
ბიოლოგია | თავი XXXII
ზოგიერთ ცხოველს აქვთ რადიალური სიმეტრია, ფორმა რომელიც ახასიათებს ყვავილის ქოთანს.
Some animals exhibit radial symmetry, the form found in a flowerpot.
561817.
ბიოლოგია | თავი XXXII
მაგალითად ზღვის ანემონებს აქვთ სხეულის ზევითა ნაწილი (ორალური ან პირის მხარე) და ფუძე (აბორალური, პირს მოშორებული), მხარე.
Sea anemones, for example, have a top (oral, or mouth) side and a bottom (aboral) side.
561818.
ბიოლოგია | თავი XXXII
მაგრამ მათ არ გააჩნიათ თავი, იშვიათად გააჩნია უკანა მხარე, და მარჯვენა და მარცხენა მხარეები.
But they have no head and rear end, and no left and right side.
561819.
ბიოლოგია | თავი XXXII
ორმხრივი სიმეტრია, ნიჩაბი ბილატერალური სიმეტრიის მაგალითია..
The two-sided symmetry seen in a shovel is an example of bilateral symmetry.
561820.
ბიოლოგია | თავი XXXII
ბილატერალური სიმეტრიის მქონე ცხოველს გააჩნია დორსალური ანუ ზედა ნაწილი და ვენტრალური ანუ (ქვედა) ნაწილი ისევე, როგორც მარჯვენა და მარცხენა მხარეები. ასევე ანტერიორული (თავის) ბოლო პირით და პოსტერიორული (კუდის) ბოლო.
A bilateral animal has a dorsal (top) side and a ventral (bottom) side, as well as a left and right side and an anterior (head) end with a mouth and a posterior (tail) end.