მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561861.
ბიოლოგია | თავი XXXII
როგორც ჩანს სპირალური დაყოფის მქონე ჩანასახის რვა უჯრედიანი სტადიიდან, ზედა შრის მცირე ზომის ოთხი უჯრედი განლაგდება ქვედა შრის, დიდი ზომის უჯრედებს შორის არსებულ ჩაღრმავებებში.
As seen in the eight-cell stage resulting from spiral cleavage, smaller cells lie in the grooves between larger, underlying cells.
561862.
ბიოლოგია | თავი XXXII
ეგრეთ წოდებული დეტერმინირებული ანუ განსაზღვრული დაყოფის დროს, რომელიც ზოგიერთი ცხოველის ემბრიონს ახასიათებს ყოველ ემბრიონულ უჯრედს მკაცრად განსაზღვრული „ბედი“ აქვს გაყოფის ძალიან ადრეულ სტადიაზე.
Furthermore, the so-called determinate cleavage of some animals with this development pattern rigidly casts ("determines") the developmental fate of each embryonic cell very early.
561863.
ბიოლოგია | თავი XXXII
ლოკოკინას ოთხუჯრედიან სტადიაზე მყოფი ემბრიონიდან თუ ერთ უჯრედს გამოვყოფთ, ის ვერ განვითარდება სიცოცხლის უნარიან ემბრიონში, მას სხეულის ბევრი ნაწილი დააკლდება.
A cell isolated at the four-cell stage from a snail, for example, forms an inviable embryo that lacks many parts.
561864.
ბიოლოგია | თავი XXXII
დაყოფის სპირალური მოდელის საპირისპიროდ, მეორადპირიანების განვითარებისთვის ძირითადად დამახასიათებელია რადიალური დაყოფა.
In contrast to the spiral cleavage pattern, deuterostome development is predominantly characterized by radial cleavage.
561865.
ბიოლოგია | თავი XXXII
ამ დროს დაყოფა მიმდინარეობს პარალელურად ან პერპენდიკულარულად კვერცხის ვერტიკალური ღერძის მიმართ; როგორც ჩანს ჩანასახის რვა-უჯრედის სტადიიდან, უჯრედები ზუსტად ერთი მეორის ქვევით არიან განლაგებულნი.
The cleavage planes are either parallel or perpendicular to the vertical axis of the egg; as seen in the eight-cell stage, the tiers of cells are aligned, one directly above the other.
561866.
ბიოლოგია | თავი XXXII
მეორადპირიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია განუსაზღვრელი ანუ არადეტერმინირებული დაყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი უჯრედი დაყოფის ადრეულ სტადიაზე ინარჩუნებს ნორმალურ ემბრიონად განვითარების შესაძლებლობას.
Most animals with deuterostome development are further characterized by indeterminate cleavage, meaning that each cell produced by early cleavage divisions retains the capacity to develop into a complete embryo.
561867.
ბიოლოგია | თავი XXXII
მაგალითად, თუ ზღვის ვარსკვლავის უჯრედებს ერთმანეთისგან გამოვყოფთ ოთხი უჯრედის სტადიის დროს, ყოველი ამ ოთხი უჯრედიდან ლარვად გადაიქცევა.
For example, if the cells of a sea star embryo are isolated at the four-cell stage, each will form a larva.
561868.
ბიოლოგია | თავი XXXII
ადამიანის ჩანასახის არადეტერმინირებული დაყოფის შედეგად, შესაძლებელია იდენტური ტყუპების გაჩენა.
It is the indeterminate cleavage of the human zygote that makes identical twins possible.
561869.
ბიოლოგია | თავი XXXII
ეს თვისება ასევე ხსნის ემბრიონული „ღერძული უჯრედების“ განვითარების ცვალებადობას, რის გამო ჩნდება მრავალ დაავადებასთან ბრძოლის ახალი გზები, მაგალითად: დიაბეტი ბავშვებში, პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება და ა.შ.
This characteristic also explains the developmental versatility of the embryonic "stem cells" that may provide new ways to overcome a variety of dis eases, including juvenile diabetes, Parkinson's disease, and Alzheimer's disease.
561870.
ბიოლოგია | თავი XXXII
ცელომის ფორმირება.
Coelom Formation.
561871.
ბიოლოგია | თავი XXXII
მეორე სხვაობა პროტოსტომებსა (პირველადპირიანები) და დეუტეროსტომების (მეორადპირიანები) განვითარებას შორის თავს იჩენს განვითარების უფრო გვიან სტადიაზე.
Another difference between protostome and deuterostome development is apparent later in the process.
561872.
ბიოლოგია | თავი XXXII
გასტრულაციის დროს ხდება ემბრიონის საჭმლის მომნელებელი მილის ფორმირება. საწყის სტადიაზე მას დახურული, ბრმა ტომარის ფორმა აქვს. ამას პირველადი ნაწლავი, ანუ არქენტერონი ჰქვია.
In gastrulation, the developing digestive tube of an embryo initially forms as a blind pouch, the archenteron.
561873.
ბიოლოგია | თავი XXXII
პირველადპირიანებში არქენტერონის ფორმირების შემდეგ მეზოდერმის საწყისი მასივი იხლიჩება და ქმნის ცელომურ ღრუს, ეს სქემა ცნობილია სქიზოცელური განვითარების სახელით (ბერძნულიდან schizein – გახლეჩა).
As the archenteron forms in protostome development, initially solid masses of mesoderm split and form the coelomic cavity; this pattern is called schizocoelous development (from the Greek schizein, to split).
561874.
ბიოლოგია | თავი XXXII
საპირისპიროდ, მეორადპირიანების განვითარებისას სხეულის ღრუს ფორმირება ენტეროცელური გზით ხდება.
In contrast, formation of the body cavity in deuterostome development is described as enterocoelous.
561875.
ბიოლოგია | თავი XXXII
მეზოდერმა გამოეყოფა პირველადი ნაწლავის კედელს და წარმოქმნილი სივრცე ქმნის ცელომს ბლასტოპორის ბედი.
The mesoderm buds from the wall of the archenteron, and its cavity becomes the coelom.
561876.
ბიოლოგია | თავი XXXII
ძირითადი ნიშანი, რომელიც განასხვავებს განვითარების ორ სახეს არის ბლასტოპორის ბედი. ბლასტოპორი ჩაღრმავებაა, რომელიც გასტრულაციის დროს პირველადი ნაწლავის ფორმირებას აძლევს დასაბამს.
The fundamental character that distinguishes the two developmental modes is the fate of the blastopore, the indentation that during gastrulation leads to the formation of the archenteron.
561877.
ბიოლოგია | თავი XXXII
პირველადი ნაწლავის განვითარების მერე გასტრულის მოპირდაპირე მხარეს წარმოიქმნება მეორე ნახვრეტი.
After the archenteron develops, a second opening forms at the opposite end of the gastrula.
561878.
ბიოლოგია | თავი XXXII
საბოლოოდ ბლასტოპორი და მეორე ნახვრეტი გარდაიქმნებიან საჭმლის მომნელებელი მილის ორ ღია ბოლოდ (პირი და ანუსი).
Ultimately, the blastopore and this second opening become the two openings of the digestive tube (the mouth and the anus).
561879.
ბიოლოგია | თავი XXXII
ორ წამყვან ჰიპოთეზას შორის თანხმობაა ცხოველთა ფილოგენეზური ხის ძირითადი თვისებების შესახებ.
Leading hypotheses agree on major features of the animal phylogenetic tree.
561880.
ბიოლოგია | თავი XXXII
ზოოლოგები სადღეისოდ არჩევენ ცხოველთა 35 ტიპს (ფილას).
Zoologists currently recognize about 35 animal phyla.