მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562841.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მეზოზოური ხანის ზოგი ნიანგის სიგრძე 10 მეტრს აღწევდა. მათ შეეძლოთ თავდასხმა დიდ დინოზავრებზე.
Some Mesozoic crocodilians grew as long as 10 m and may have attacked large dinosaurs.
562842.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თანამედროვე ნიანგები ბინადრობენ აფრიკის, ჩინეთის, ინდონეზიის, ინდოეთის, ავსტრალიის, სამხრეთი ამერიკის და შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთის თბილ რეგიონებში.
Living crocodilians are confined to the warm regions of Africa, China, Indonesia, India, Australia, South America, and the southeastern United States.
562843.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შეერთებულ შტატებში გაიზარდა ალიგატორების რიცხვი. ისინი წლების განმავლობაში შეტანილები იყვნენ საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების ნუსხაში.
Alligators in the United States have made a strong comeback after spending years on the endangered species list.
562844.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მსოფლიოში დაფიქსირებულია ფრინველის 8 600 სახეობა.
There are 8,600 species of birds in the world.
562845.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფრინველები ნიანგების მსგავსად არქოზავრები არიან. ფრენის ადაპტაციასთან ერთად რეპტილიისთვის დამახასიათებელმა აგებულებამ განიცადა მოდიფიკაცია.
Like crocodilians, birds are archosaurs, but almost every feature of their reptilian anatomy has undergone modification in their adaptation to flight.
562846.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფრინველების შეძენილი თვისებები.
Derived Characters of Birds.
562847.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფრინველების ბევრი თვისება არის ადაპტაცია. ეს ადაპტაციები ფრენას ხელს უწყობენ. ერთ-ერთი მოდიფიკაცია არის მცირე წონა. ამ მოდიფიკაციის მეშვეობით გაუმჯობესდა ფრენის ხარისხი.
Many of the characters of birds are adaptations that facilitate flight, including weight-saving modifications that make flying more efficient.
562848.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგალითად: ფრინველებს არ აქვთ შარდის ბუშტი. უმეტესი ჯგუფის მდედრებს მარტო ერთი საკვერცხე აქვთ.
For example, birds lack a urinary bladder, and the females of most species have only one ovary.
562849.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მდედრების და მამრების გონადები პატარაა. გონადები დიდდება მარტო გამრავლების პერიოდის დროს.
The gonads of both females and males are usually small, except during the breeding season, when they increase in size.
562850.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თანამედროვე ფრინველები უკბილოები არიან. ეს ადაპტაცია აბალანსებს თავის წონას.
Living birds are also toothless, an adaptation that trims the weight of the head.
562851.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქალა ძალიან მსუბუქია, თუმცა ფრინველის ჩონჩხი სხეულის წონასთან შეფარდებით არ არის უფრო მსუბუქი, ვიდრე შესაბამისი ზომის ძუძუმწოვრის ჩონჩხი.
The skull is especially light, although a bird's skeleton as a whole is no lighter in relation to body weight than the skeleton of a mammal of similar size.
562852.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველაზე შესამჩნევი ფრენის ადაპტაცია არის ფრთები და ბუმბული.
A bird's most obvious adaptations for flight are its wings and feathers.
562853.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბუმბულში შედის ცილა β-კერატინი. ის არის ასევე რეპტილიების ქერცლებში.
Feathers are made of a protein called B-keratin that is also found in the scales of other reptiles.
562854.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბუმბულის ფორმა და განლაგება ქმნის ფრთის აეროდინამიკურ ზედაპირს. ფრთის ზედაპირს იგივე აეროდინამიკური თვისებები აქვს, როგორიც აქვს თვითმფრინავის ფრთას.
The shape and arrangement of the feathers form the wings into airfoils, which illustrate some of the same principles of aerodynamics as the wings of an airplane.
562855.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფრთების მოძრაობისთვის საჭირო ძალას ქმნიან მკერდის ფართო კუნთები. შეკუმშვის შედეგად ისინი მიმაგრებულები არიან მკერდის ძვლის სტერნუმ-ის კილთან, მათი შეკუმშვა ქმნის ფრენისთვის საჭირო ძალას.
Power for flapping the wings comes from contractions of large pectoral (breast) muscles anchored to a keel on the sternum (breastbone).
562856.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზოგ ფრინველს მაგალითად არწივს და შევარდენს შეუძლიათ ჰაერის ნაკადში ლივლივი. ფრთების ამოძრავება იშვიათად სჭირდებათ; სხვა ფრინველები, მაგალითად, კოლიბრი მუდმივად ამოძრავებენ ფრთებს, რომ სიმაღლე შეინარჩუნონ.
Some birds, such as eagles and hawks, have wings adapted for soaring on air currents and flap their wings only occasionally; other birds, including hummingbirds, must flap continuously to stay aloft.
562857.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველაზე სწრაფად ნამგალები დაფრინავენ. მათ შეუძლიათ 170 კმ/სთ-ში სიჩქარით ფრენა.
The fastest birds are the appropriately named swifts, which can fly 170 km/hr.
562858.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფრენის განვითარებამ რამდენიმე უპირატესობა შექმნა.
The evolution of flight provides numerous benefits.
562859.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფრენა ხელს უწყობს ნადირობასა და ლეშიჭამიობას; ბევრი ფრინველი იკვებება მფრინავი მწერებით. ეს მრავალრიცხოვანი და ძალიან ნოყიერი საკვებია.
It enhances hunting and scavenging; many birds consume flying insects, an abundant, highly nutritious food resource.
562860.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფრენა აადვილებს თავდაცვას ხმელეთის მტაცებლებისგან. ზოგი ფრინველი მიგრირებს დიდ მანძილზე. ამიტომ შეუძლია განსხვავებული საკვები რესურსის და გამრავლების სეზონური არეალის გამოყენება.
Flight also provides ready escape from earthbound predators and enables some birds to migrate great distances to exploit different food resources and seasonal breeding areas.