მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562821.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გველებს აქვთ თავისუფლად მოძრავი ყბები და ელასტიკური კანი. ამიტომ შეუძლიათ თავის დიამეტრზე დიდი ზომის მსხვერპლის ჩაყლაპვა.
Loosely articulated jaws and elastic skin enable most snakes to swallow prey larger than the diameter of the snake itself.
562822.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კუ თანამედროვე რეპტილიების ყველაზე განსხვავებული ჯგუფია.
Turtles are the most distinctive group of reptiles alive today.
562823.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველა კუს აქვს ყუთისმაგვარი ბაკანი. ის შედგება ზედა და ქვედა ნაწილებისგან. ნაწილები ხერხემალზე, ლავიწზე და ნეკნებზე არიან მიმაგრებულნი.
All turtles have a boxlike shell made of upper and lower shields that are fused to the vertebrae, clavicles (collarbones) and ribs.
562824.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სახეობათა უმეტესობას აქვთ მკვრივი ბაკანი. ის შესანიშნავად იცავს კუს მტაცებლებისგან.
In most species, the shell is hard providing excellent defense against predators.
562825.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კუს ადრეული ნამარხები, თარიღდება დაახლოებით 220 მილიონი წლით. მაშინ მათ უკვე ჰქონდათ მთლიანად ჩამოყალიბებული ბაკანი.
The earliest fossils of turtles, dating from about 220 million years ago, have fully developed shells.
562826.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შუალედური ნამარხების ანალიზის გარეშე კუს შეუძლებელია კუს ბაკნის წარმოშობის გამოცნობა.
Without transitional fossils to analyze the origin of the turtle shell remains a puzzle.
562827.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როგორც ადრე აღვნიშნეთ, ზოგი პალეონტოლოგი ვარაუდობს, რომ კუს ბაკანი განვითარდა პარარეპტილიების კანის ფირფიტებისგან.
As mentioned earlier, some paleontologists have suggested that turtle shells evolved from the dermal plates of parareptiles.
562828.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგრამ სხვა კვლევები კუს არქოზავრებს ან ლეპიდოზავრებს უკავშირებენ.
But other studies have linked turtles to archosaurs or lepidosaurs.
562829.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადრეულ კუებს არ შეეძლოთ ბაკანში თავის დამალვა. ეს მექანიზმი დამოუკიდებლად განვითარდა კუს ორ დამოუკიდებელ ხაზში.
The earliest turtles could not retract their head into their shell, but mechanisms for doing so evolved independently in two separate branches of turtles.
562830.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გვერდითი კისრის მქონე კუ (pleurodira) თავს ბაკანში ჰორიზონტალური მიმართულებით მალავს. ვერტიკალურ-კისრიანი კუ (cryptodira) კი ვერტიკალურად მალავს თავს.
The side-necked turtles (pleurodires) fold their neck horizontally, while the verticalnecked turtles (cryptodires) fold their neck vertically.
562831.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზოგი კუ ადაპტირებულია უდაბნოში ცხოვრებასთან, სხვები კი გუბეებში და მდინარეებში ბინადრობენ.
Some turtles have adapted to deserts, and others live almost entirely in ponds and rivers.
562832.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზოგი ზღვაში დაბრუნდა.
Still others have returned to the sea.
562833.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზღვის კუს ბაკანი რედუცირებულია, წინა კიდურები კი გაფართოებული. წინა კიდურებს ლასტების ფუნქცია აქვთ.
Sea turtles have a reduced shell and enlarged forelimbs that function as flippers.
562834.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამ რადიაციის შედეგად წარმოქმნა ყველაზე დიდი თანამედროვე კუ – ტყავზურგიანები. მათი წონა 1.500კგ-ს აღწევს.
This radiation has produced the largest living turtles, the leatherbacks, which can weigh over 1,500 kg.
562835.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ისინი იკვებებიან მედუზებით და შეუძლიათ 60 მეტრზე ჩაყვინთვა.
Feeding on jellies, they dive as deep as 60 m.
562836.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ტყავის კუს მეთევზეები უქმნიან საფრთხეს. კუ ხშირად შემთხვევით ხვდება მეთევზეების ბადეებში. კიდევ ერთი საფრთხეა ადამიანის მიერ სანაპიროების ათვისება, სადაც კუ კვერცხს დებს.
Leatherbacks and other sea turtles are endangered by fishing boats that accidentally catch them in their nets, as well as by the human development of the beaches where the turtles lay their eggs.
562837.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ალიგატორები და ნიანგები.
Alligators and Crocodiles.
562838.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ალიგატორები და ნიანგები ნიანგისნაირები არიან. ისინი ეკუთვნიან არქოზავრების ევოლუციურ ხაზს. არქოზავრების ევოლუციური ხაზი დასაბამს იღებს გვიან ტრიასში.
Alligators and crocodiles (collectively called crocodilians) belong to an archosaur lineage that reaches back to the late Triassic.
562839.
ბიოლოგია | თავი XXXIV
არქოზავრების ევოლუციური ხაზის ადრეული წარმომადგენლები იყვნენ მცირე ზომის ხმელეთის ოთხფეხიანები გრძელი, ვიწრო ფეხებით.
The earliest members of this lineage were small terrestrial quadrupeds with long, slender legs.
562840.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მოგვიანებით განვითარებული სახეობები უფრო დიდი ზომის გახდნენ და შეიძინეს ადაპტაციები წყლის გარემოს მიმართ. ჰაერით სუნთქავდნენ ზევით მიმართული ნესტოებით.
Later species became larger and adapted to aquatic habitats, breathing air through their upturned nostrils.