მოიძებნა 668070 ჩანაწერი
5661.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ თავდაცვითი პირობითი რეფლექსის დროს პირობითი სიგნალი იწვევს გულის რიტმის შენელებას და სუნთქვის შეკავებას.
During a conditioned defensive reflex a conditioned signal was found to decrease the heart rate and inhibit respiration.
5662.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამ მხრივ თვისობრივი განსხვავება არ არსებობს ნორმალურ და უქერქო კატებს შორის.
In this respect no qualitative difference was found between the normal and decorticated cats.
5663.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
როგორც ჩანს, უარყოფითი ემოციის მოლოდინის დროს კატებში პარასიმპატიკური ეფექტი ვლინდება.
Apparently a parasympathetic effect manifests itself while the cat is expecting a negative emotion.
5664.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კუნთთა ტონუსის ცვლილებები შუბლის წილის სიმსივნეების დროს.
Changes of muscular tonus in frontal lobe tumours.
5665.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მოცემულია კლინიკური და ელექტრომიოგრაფიული გამოკვლევები თავის ტვინის შუბლის წილის სიმსივნეების 20 შემთხვევაში.
The paper describes 20 cases of clinical and electromyographic studies of frontal lobe tumours.
5666.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მათგან 14 ვერიფიცირებულია ოპერაციით და სექციით. ექვს შემთხვევაში სიმსივნე დადგენილ იქნა ანგიოგრაფიულად.
14 cases were verified on operation and section and in 6 cases tumour was ascertained angiographically.
5667.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ელექტრომიოგრაფიული გამოკვლევების ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია გამოვლინებული ცვლილებების დამოკიდებულება სიმსივნის ლოკალიზაციასა და სიღრმესთან.
On the basis of electromyographic investigations the dependence of the revealed changes on the localization and depth of the tumour is shown.
5668.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზღვის გოჭების მხედველობითი და სომატოსენსორული სისტემების შედარებითი რადიომგრძნობელობის საკითხისათვის.
On the relative radiosensitivity of the visual and somatosensory systems in guinea pigs.
5669.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია მხედველობითი და სომატოსენსორული სისტემების შედარებითი რადიომგრძნობელობა.
Relative radiosensitivity of the visual and somatosensory systems was studied.
5670.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდები ტარდებოდა დაუნარკოზებელ და დაუფიქსირებელ ზღვის გოჭებზე.
Experiments were carried out on unanesthetized and unrestrained guinea pigs.
5671.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
იმ დროს, როდესაც გამოწვეული პასუხები მხედველობით გამღიზიანებელზე თავის ტვინის ქერქში საბოლოოდ ითრგუნებოდა 13 – 18 კრადი დოზების ზემოქმედების შემდეგ, პასუხი კანის ელექტრულ გაღიზიანებაზე ქერქის შესაბამის მიმღებ უბანში შენარჩუნებული იყო სიკვდილამდე.
The cortical evoked responses to visual stimuli were found to become abolished at the dose of 13 – 18 krads, while those induced by electrical skin stimulation persisted until the death of the animal.
5672.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჩატარებული ცდების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ზღვის გოჭებში, ისე როგორც სხვა ცხოველებში, მხედველობით სისტემაში მომხდარი ცვლილებები მთლიანად გამოწვეულია ბადურის რადიაციული დაზიანებით.
The data obtained allow to conclude that the changes occurring in the visual system of guinea pigs must be induced by radiation damage of the retina.
5673.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კარდიოდინამიკის ფაზური ინტერვალების გაზომვის მეთოდიკა.
Method for measuring the phases of the cardiac cycle intervals.
5674.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღწერილია კარდიოდინამიკის ფაზების გაზომვისა და გაზომვის შედეგების ციფრების საბეჭდ მანქანაზე და პარალელურად პერფოზონარზე გადატანის პრინციპი.
The principles are described of measuring the phases of the cardiac cycle and of simultaneously recording the findings on both a binary coding machine and punch paper.
5675.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მეთოდიკები გამიზნულია ამ მონაცემების შემდგომი დამუშავებისათვის ელექტრონულ გამომთვლელ მანქანაზე.
The techniques are designed for subsequent data processing on a digital computer.
5676.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის მიკროცირკულაციის მარეგულირებელი პიალური არტერიების ძირითადი გეომეტრიული პარამეტრები.
Geometrical parameters in the system of pial arteries controlling microcirculation in the cerebral cortex.
5677.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ბოცვერებში შეისწავლებოდა პიალური არტერიების განტოტებათა სისტემის გეომეტრიული პარამეტრები.
The geometrical parameters of the ramifying system of pial arteries in rabbits have been studied.
5678.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია, რომ არტერიების დიამეტრის შემცირებასთან ერთად იზრდება განტოტებათა რიცხვი და აგრეთვე განტოტების კუთხე. ეს განსაკუთრებით შეეხება 100 მკ ნაკლები დიამეტრის მქონე არტერიებს.
It is shown that the density of branching increases linearly with the decrease in the vascular caliber. The angles of the offshoots are also progressively enlarged in smaller arteries, particularly in those below 100 micra.
5679.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამასთან, მსხვილი პიალური არტერიების განტოტებისას განივკვეთების ჯამური ფართობი იზრდება, წვრილ არტერიებში კი (<100 მკ) - მცირდება. ეს უკანასკნელი მიუთითებს განტოტებებში სისხლის ნაკადის სიჩქარის ფარდობით მომატებას.
While the summated cross – sectional area in larger arteries increases after their ramifying, in smaller ones (below 100 micra) it decreases significantly, indicating a comparative rise of blood flow velocity in the offshoots.
5680.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გეომეტრიული პარამეტრების გამოკვლევა სისხლძარღვთა სანათურების ცვლილებასთან ერთად ლაპარაკობს ნორმალურ პირობებში განსაკუთრებით დიდ წინააღმდეგობაზე 100 მკ-ზე მცირე დიამეტრის მქონე პიალურ არტერიებში.
The investigated geometrical parameters, apart from the diameter changes, thus suggest an especially great resistance in the smaller pial arteries below 100 micra under normal conditions.