მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569261.
ბიოლოგია | თავი XXXV
პირველადი ზრდისას აპიკალური მერისტემა წარმოქმნის მცენარის პირველად ღერძს, ფესვისა და ღეროს სისტემათა ნაწილებს.
Primary growth produces the primary plant body, the parts of the root and shoot systems produced by apical meristems.
569262.
ბიოლოგია | თავი XXXV
ბალახოვან მცენარეებში, მცენარის პირველადი ღერძი ჩვეულებრივ, მთელი მცენარეა.
In herbaceous plants, the primary plant body is usually the entire plant.
569263.
ბიოლოგია | თავი XXXV
მერქნიან მცენარეებში იგი მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა ნაწილებისგან შედგება, რომლებიც ჯერ არ გამერქნებულა.
In woody plants, it consists only of the youngest parts, which have not yet become woody.
569264.
ბიოლოგია | თავი XXXV
მიუხედავად იმისა, რომ აპიკალური მერისტემა აგრძელებს როგორც ფესვებს, ასევე ღეროებს, ამ ორი სისტემის პირველად ზრდაში განსხვავება შეინიშნება.
Although apical meristems lengthen both roots and shoots, there are differences in the primary growth of these two systems.
569265.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვების პირველადი ზრდა.
Primary Growth of Roots.
569266.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვის წვერი სათითის მსგავსი ფესვის შალითითაა დაფარული, რომელიც ნატიფ აპიკალურ მერისტემას იცავს, რადგან პირველადი ზრდისას ფესვი უხეშ ნიადაგს აწვება.
The root tip is covered by a thimble-like root cap, which protects the delicate apical meristem as the root pushes through the abrasive soil during primary growth.
569267.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამას გარდა, ფესვის შალითა პოლისაქარიდების ლორწოს გამოყოფს, რომელიც ფესვის შალითის ირგვლივ აფხვიერებს ნიადაგს.
The root cap also secretes a polysaccharide slime that lubricates the soil around the root tip.
569268.
ბიოლოგია | თავი XXXV
ზრდა, ზუსტად ფესვის წვერის უკან, უჯრედების სამ ზონაში, პირველადი ზრდის თანმიმდევრულ ეტაპებზე ხდება.
Growth occurs just behind the root tip, in three zones of cells at successive stages of primary growth.
569269.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვის შალითიდან დაშორებით, უჯრედის დაყოფის, ზრდისა და მომწიფების ზონებია.
Moving away from the root tip, they are the zones of cell division, elongation, and maturation.
569270.
ბიოლოგია | თავი XXXV
უჯრედების სამივე ზონა ერთადაა, მათ შორის მკვეთრი საზღვარი არ არის.
The three zones of cells grade together, with no sharp boundaries.
569271.
ბიოლოგია | თავი XXXV
უჯრედის დაყოფის ზონა ფესვის აპიკალურ მერისტემას და მის წარმოებულებს შეიცავს.
The zone of cell division includes the root apical meristem and its derivatives.
569272.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვის ახალი უჯრედები, მათ შორის ფესვის შალითის უჯრედები, ამ ზონაში წარმოიქმნება.
New root cells are produced in this region, including the cells of the root cap.
569273.
ბიოლოგია | თავი XXXV
ელონგაციის ზონაში ფესვის უჯრედები იზრდება და ზოგჯერ, ზომით თავდაპირველ სიდიდეს ათჯერ აღემატება.
In the zone of elongation, root cells elongate, sometimes to more than ten times their original length.
569274.
ბიოლოგია | თავი XXXV
უჯრედების ელონგაცია ძირითადად, ფესვის წვერის ნიადაგში წინ გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი.
Cell elongation is mainly responsible for pushing the root tip farther into the soil.
569275.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამავდროულად, ფესვის აპიკალური მერისტემა, ელონგაციიის ზონის უფრო ახალგაზრდა ბოლოს, კვლავ მატებს უჯრედებს.
Meanwhile, the root apical meristem keeps adding cells to the younger end of the zone of elongation.
569276.
ბიოლოგია | თავი XXXV
ვიდრე ფესვის უჯრედები ზრდას დაასრულებდეს, ბევრი მათგანის სტრუქტურისა და ფუნქციის სპეციალიზაცია იწყება.
Even before the root cells finish lengthening, many begin specializing in structure and function.
569277.
ბიოლოგია | თავი XXXV
მომწიფების ზონაში უჯრედები ასრულებენ დიფერენცირებას და ფუნქციონალურ სიმწიფეს აღწევენ.
In the zone of maturation, cells complete their differentiation and become functionally mature.
569278.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვის პირველადი ზრდისას ეპიდერმისი, ძირითადი პარენქიმა და გამტარი ქსოვილი წარმოიქმნება.
The primary growth of roots produces the epidermis, ground tissue, and vascular tissue.
569279.
ბიოლოგია | თავი XXXV
სინათლის მიკროფოტოგრაფიაზე – სურათი 35.13, ნაჩვენებია ორლებნიანებისა (Ranunculus, ბაია) და ერთლებნიანების (ძეა, სიმინდი) ახალგაზრდა ფესვების სამი პირველადი ქსოვილთა სისტემის ტრანსვერსალური (განივი) კვეთა.
The light micrographs in Figure 35.13 show in transverse (cross) section the three primary tissue systems in the young roots of a eudicot (Ranunculus, buttercup) and a monocot (Zea, maize).
569280.
ბიოლოგია | თავი XXXV
წყალმა და მინერალურმა მარილებმა, რომლებიც ნიადაგიდან შთაინთქმება, ფესვის მფარავი უჯრედების ერთი შრე, ეპიდერმისი უნდა გაიაროს.
Water and minerals absorbed from the soil must enter through the epidermis, a single layer of cells covering the root.