მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569241.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამბობენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ველებზე გავრცელებული ბიზონის ბალახი იმ თესლიდან იზრდება, რომლებიც 10 000 წლის წინ, ბოლო გამყინვარების დასრულების შემდეგ აღმოცენდა.
Some buffalo grass of the North American plains is believed to have been growing for 10,000 years from seeds that sprouted at the close of the last ice age.
569242.
ბიოლოგია | თავი XXXV
როდესაც მრავალწლიანი მცენარე კვდება, ეს ჩვეულებრივ, ასაკის გამო კი არ ხდება, არამედ შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციებით ან საზიანო გარემოთი, მაგალითად, ხანძრით ან ძლიერი გვალვით.
When a perennial dies, it is not usually from old age, but from an infection or some environmental trauma, such as fire or severe drought.
569243.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარეებს შეუზღუდავი ზრდის უნარი აქვთ, რადგან მუდმივი ემბრიონული ქსოვილი აქვთ, რომელსაც მერისტემა ეწოდება.
Plants are capable of indeterminate growth because they have perpetually embryonic tissues called meristems.
569244.
ბიოლოგია | თავი XXXV
იგი ორი ძირითადი სახისაა: აპიკალური მერისტემა და ლატერალური მერისტემა.
There are two main types: apical meristems and lateral meristems.
569245.
ბიოლოგია | თავი XXXV
აპიკალური მერისტემა ფესვების წვერსა და ყლორტების კვირტებშია განლაგებული და დამატებით უჯრედებს იძლევა, რომლებიც მცენარეს სიგრძეში ზრდის საშუალებას აძლევს; ეს პროცესი პირველადი ზრდის სახელითაა ცნობილი.
Apical meristems, located at the tips of roots and in the buds of shoots, provide additional cells that enable the plant to grow in length, a process known as primary growth.
569246.
ბიოლოგია | თავი XXXV
პირველადი ზრდა ფესვებს ნიადაგში გავრცელების საშუალებას აძლევს, ხოლო ყლორტებს – სინათლისა და CO2 ზემოქმედების გაზრდის.
Primary growth allows roots to extend throughout the soil and shoots to increase exposure to light and CO2.
569247.
ბიოლოგია | თავი XXXV
ბალახოვან (უმერქნო) მცენარეებში პირველადი ზრდა მთლიანად, ან თითქმის მთლიანად ქმნის მცენარის ორგანიზმს.
In herbaceous (nonwoody) plants, primary growth produces all, or almost all, of the plant body.
569248.
ბიოლოგია | თავი XXXV
თუმცა, მერქნიანი მცენარეების გარშემოწერილობის ზრდა ღეროებისა და ფესვების ნაწილებში იქ მიმდინარეობს, სადაც პირველადი ზრდა შეწყვეტილია.
Woody plants, however, grow in girth in the parts of stems and roots where primary growth has ceased.
569249.
ბიოლოგია | თავი XXXV
სისქეში ზრდა, რომელიც ცნობილია როგორც მეორადი ზრდა, გამოწვეულია ლატერალური მერისტემების აქტივობით, რომელსაც ჭურჭლოვან კამბიუმს და კორპის კამბიუმს უწოდებენ.
This growth in thickness, known as secondary growth, is caused by the activity of lateral meristems called the vascular cambium and cork cambium.
569250.
ბიოლოგია | თავი XXXV
დამყოფი უჯრედების ეს ცილინდრები ფესვებისა და ღეროების სიგრძეზეა განლაგებული.
These cylinders of dividing cells extend along the length of roots and stems.
569251.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჭურჭლოვანი კამბიუმი შრეებს უმატებს ჭურჭლოვანი ქსოვილს, რომელსაც მეორადი ქსილემა (მერქანი) და მეორადი ფლოემა ეწოდება.
The vascular cambium adds layers of vascular tissue called secondary xylem (wood) and secondary phloem.
569252.
ბიოლოგია | თავი XXXV
კორპის კამბიუმი ეპიდერმისს პერიდერმით ჩაანაცვლებს, რომელიც უფრო სქელი და მტკიცეა.
The cork cambium replaces the epidermis with periderm, which is thicker and tougher.
569253.
ბიოლოგია | თავი XXXV
მერისტემის შიგნით უჯრედები შედარებით ხშირად იყოფა და დამატებით უჯრედებს წარმოქმნის.
The cells within meristems divide relatively frequently, generating additional cells.
569254.
ბიოლოგია | თავი XXXV
გაყოფის ზოგიერთი პროდუქტი მერისტემაში რჩება და კიდევ წარმოქმნის უჯრედებს, მაშინ, როცა სხვები დიფერენცირდება და მოზარდი მცენარის ორგანოებსა და ქსოვილებში ჩაერთვება.
Some products of this division remain in the meristem and produce more cells, while others differentiate and are incorporated into tissues and organs of the growing plant.
569255.
ბიოლოგია | თავი XXXV
უჯრედებს, რომლებიც რჩება როგორც ახალი უჯრედების წყარო, საწყისებს უწოდებენ.
Cells that remain as sources of new cells are called initials.
569256.
ბიოლოგია | თავი XXXV
მერისტემიდან გადმონაცვლებულ ახალ უჯრედებს – წარმოებულებს, რომლებიც მანამდე აგრძელებენ დაყოფას, ვიდრე მათ მიერ წარმოქმნილი უჯრედები განვითარებად ქსოვილებში არ სპეციალიზდება.
The new cells displaced from the meristem, called derivatives, continue to divide until the cells they produce become specialized within developing tissues.
569257.
ბიოლოგია | თავი XXXV
მერქნიან მცენარეებში პირველადი და მეორადი ზრდა ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს.
In woody plants, primary and secondary growth occur simultaneously but in different locations.
569258.
ბიოლოგია | თავი XXXV
ზრდის ყოველ სეზონზე, პირველადი ზრდა აპიკალური მერისტემის ახლოს ახალგაზრდა ფესვებისა და ყლორტების დაგრძელებას იწვევს, მაშინ, როცა ლატერალური მერისტემა მეორად ზრდას იწვევს, რაც სისქეს მატებს და უფრო მტკიცეს ხდის მცენარის შედარებით ხნიერ ნაწილებს.
Each growing season, primary growth near the apical meristems produces young extensions of roots and shoots, while lateral meristems produce secondary growth that thickens and strengthens older parts of the plant.
569259.
ბიოლოგია | თავი XXXV
ყველაზე ხნიერ უბნებში, მაგალითად, ხის ზროს ფუძეში, მეორადი ზრდის შედეგად წარმოქმნილი ქსოვილები ყველაზე მეტად აკუმულირდება.
The oldest regions, such as a tree trunk base, have the most accumulation of tissues produced by secondary growth.
569260.
ბიოლოგია | თავი XXXV
პირველადი ზრდა აგრძელებს ფესვებსა და ყლორტებს.
Primary growth lengthens roots and shoots.