მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569341.
ბიოლოგია | თავი XXXV
როდესაც ეს საწყისები იყოფა, ამ დროს იზრდება თვით კამბიუმის გარშემოწერილობა; კამბიუმის შიგნით მეორადი ქსილემა, ხოლო კამბიუმის გარეთ მეორადი ფლოემა იმატებს.
When these initials divide, they increase the circumference of the cambium itself and add secondary xylem to the inside of the cambium and secondary phloem to the outside.
569342.
ბიოლოგია | თავი XXXV
თითისტარისებრი საწყისები წაგრძელებულ უჯრედებს ქმნის, როგორიცაა მაგალითად, ქსილემის ტრაქეიდები, ჭურჭლოვანი ელემენტები და ქსილემის ბოჭკოები; ისინი აგრეთვე საცრისები მილაკების ელემენტებს, თანმხლებ უჯრედებს, პარენქიმასა და ფლოემის ბოჭკოებს ქმნიან.
Fusiform initials produce elongated cells such as the tracheids, vessel elements, and fibers of the xylem, as well as the sieve-tube members, companion cells, parenchyma, and fibers of the phloem.
569343.
ბიოლოგია | თავი XXXV
მათ კონუსური (თითისტარისებრი) ბოლოები აქვთ და ფესვის ან ღეროს ღერძის პარალელურად არიან ორიენტირებულნი.
They have tapered (fusiform) ends and are oriented parallel to the axis of a stem or root.
569344.
ბიოლოგია | თავი XXXV
სხივისებრი საწყისები, რომლებიც უფრო მოკლეა და ღეროს ან ფესვის ღერძის პერპენდიკულარულადაა მიმართული ჭურჭლოვან სხივებს – რადიალურ შრეებს წარმოქმნის, რომლებიც ძირითადად პარენქიმული უჯრედებისგან შედგება.
Ray initials, which are shorter and oriented perpendicular to the stem or root axis, produce vascular raysradial files consisting mainly of parenchyma cells.
569345.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჭურჭლოვანი სხივები ცოცხალი გზებია, რომლებსაც მეორად ქსილემასა და მეორად ფლოემას შორის წყალი და სხვა ორგანული საკვები ნივთიერებები გადააქვთ.
Vascular rays are living avenues that move water and nutrients between the secondary xylem and secondary phloem.
569346.
ბიოლოგია | თავი XXXV
აგრეთვე, ისინი იმარაგებენ სახამებელს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს.
They also store starch and other organic nutrients.
569347.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჭურჭლოვანი სხივის ნაწილი, რომელიც მეორად ქსილემაშია ლოკალიზებული, ცნობილია როგორც ქსილემის სხივი.
The portion of a vascular ray located in the secondary xylem is known as a xylem ray.
569348.
ბიოლოგია | თავი XXXV
მეორად ფლოემაში ლოკალიზებულ წილს, ფლოემის სხივი ეწოდება.
The portion located in the secondary phloem is called a phloem ray.
569349.
ბიოლოგია | თავი XXXV
ვინაიდან მეორადი ზრდა წლების მანძილზე გრძელდება, ხდება მეორადი ქსილემის (მერქნის) აკუმულირება, რომელიც ძირითადად ტრაქეიდების, ჭურჭლოვანი ელემენტებისა და ბოჭკოებისგან შედგება.
As secondary growth continues over the years, layers of secondary xylem (wood) accumulate, consisting mainly of tracheids, vessel elements, and fibers.
569350.
ბიოლოგია | თავი XXXV
შიშველთესლოვნებს ტრაქეიდები აქვთ, მაშინ, როცა ფარულთესლოვნებს როგორც ტრაქეიდები, ასევე ჭურჭლოვანი ელემენტები აქვთ.
Gymnosperms have tracheids, whereas angiosperms have both tracheids and vessel elements.
569351.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფუნქციონალური სიმწიფისას უჯრედები მკვდარია, ორივე ტიპის უჯრედებს სქელი გამერქნებული (ლიგნიფიცირებული) კედლები აქვთ, რომლებიც მერქანს სიმაგრესა და სიმტკიცეს ანიჭებს.
Dead at functional maturity, both types of cells have thick, lignified walls that give wood its hardness and strength.
569352.
ბიოლოგია | თავი XXXV
ტრაქეიდები და ჭურჭლოვანი ელემენტები, რომლებიც ზრდის სეზონის დასაწყისში, ჩვეულებრივ, ადრე გაზაფხულზე ვითარდება, გაზაფხულის მერქნის სახელწოდებითა ცნობილი; მათ, როგორც წესი, შედარებით დიდი დიამეტრი და თხელი უჯრედის კედლები აქვთ.
Tracheids and vessel elements that develop early in the growing season, typically in early spring, are known as early wood and usually have relatively large diameters and thin cell walls.
569353.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეს სტრუქტურა მაქსიმალურად აწვდის წყალს ახალ, მზარდ ფოთლებს.
This structure maximizes delivery of water to new, expanding leaves.
569354.
ბიოლოგია | თავი XXXV
ტრაქეიდები და ჭურჭლოვანი ელემენტები მოგვიანებით, ზრდის სეზონის დასასრულს, გვიან ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზე ვითარდება და ზაფხულის მერქნის სახელწოდებითაა ცნობილი.
Tracheids and vessel elements produced later in the growing season, during late summer or early fall, are known as late wood.
569355.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეს სქელკედლიანი უჯრედებია, იმდენივე წყლის ტრანსპორტირებას არ ახდენენ, მაგრამ უფრო მყარ საყრდენს ქმნიან, ვიდრე გაზაფხულის მერქნის თხელკედლიანი უჯრედები.
They are thickwalled cells that do not transport as much water but do add more support than do the thinner-walled cells of early wood.
569356.
ბიოლოგია | თავი XXXV
ზომიერ სარტყელში, მრავალწლოვან მცენარეებში მეორადი ზრდა ყოველ წელს წყდება, როდესაც ზამთარში ჭურჭლოვანი კამბიუმი სვენების მდგომარეობაში გადადის.
In temperate regions, secondary growth in perennial plants is interrupted each year when the vascular cambium becomes dormant during winter.
569357.
ბიოლოგია | თავი XXXV
გაზაფხულზე, როდესაც ზრდა განახლდება ჩნდება საზღვარი ახალ გაზაფხულის მერქნის დიდ უჯრედებსა და ზაფხულის მერქნის უფრო მცირე უჯრედებს შორის, რომლებიც ზრდის წინა სეზონზე წარმოიქმნა; ჩვეულებრივ, მას განსხვავებული რგოლის სახე აქვს, რომელიც ხეების უმრავლესობის ღეროებისა და ფესვების განივ კვეთაში ჩანს.
When growth resumes the next spring, the boundary between the large cells of the new early wood and the smaller cells of the late wood produced during the previous growing season is usually a distinct ring in the transverse sections of most tree trunks and roots.
569358.
ბიოლოგია | თავი XXXV
აქედან გამომდინარე, ხემცენარის ასაკი შეიძლება წლიური რგოლების დათვლით შეფასდეს.
Therefore, a tree's age can be estimated by counting its annual rings.
569359.
ბიოლოგია | თავი XXXV
რგოლები შეიძლება განსხვავდებოდნენ სისქით, რაც სეზონური ნაზარდის რაოდენობას ასახავს.
The rings can have varying thicknesses, reflecting the amount of seasonal growth.
569360.
ბიოლოგია | თავი XXXV
ასაკის მატებასთან ერთად, ხის ან მერქნიანი ბუჩქის მეორადი ქსილემის უფრო ხნიერი შრეები წყალსა და მინერალებს (ქსილემის წვენი) აღარ ატარებს.
As a tree or woody shrub ages, the older layers of secondary xylem no longer transport water and minerals (xylem sap).