მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569361.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ შრეებს მერქნის გულს უწოდებენ, რადგან ისინი ღეროს ან ფესვის ცენტრთან ახლოსაა განლაგებული.
These layers are called heartwood because they are closer to the center of a stem or root.
569362.
ბიოლოგია | თავი XXXV
გარეთა შრეები, რომლებიც ჯერ კიდევ ატარებენ ქსილემის წვენს მერქნის ცილის სახელწოდებითაა ცნობილი.
The outer layers still transport xylem sap and are therefore known as sapwood.
569363.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამიტომ, დიდი ხე მაშინაც კი შეიძლება გადარჩეს, თუ მისი ზროს ცენტრი ფუტუროა.
That is why a large tree can still survive even if the center of its trunk is hollow.
569364.
ბიოლოგია | თავი XXXV
იმის გამო, რომ მეორადი ქსილემის ყოველ ახალ შრეს უფრო დიდი გარშემოწერილობა აქვს, მეორადი ზრდა საშუალებას იძლევა, რომ ქსილემამ ყოველწლიურად უფრო მეტი წვენის ტრანსპორტირება მოახდინოს და ფოთლების მზარდი რაოდენობა მოამარაგოს.
Because each new layer of secondary xylem has a larger circumference, secondary growth enables the xylem to transport more sap each year, supplying an increasing number of leaves.
569365.
ბიოლოგია | თავი XXXV
მერქნის გული ჩვეულებრივ, უფრო მუქია, ვიდრე მერქნის ცილა, ვინაიდან იგი გამოყოფს ფისსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ეცობა უჯრედის ღრუებს და ხის ქერქს იცავს სოკოებისა და ხის მხრელი მწერებისგან.
Heartwood is generally darker than sapwood because of resins and other compounds that clog the cell cavities and help protect the core of the tree from fungi and wood-boring insects.
569366.
ბიოლოგია | თავი XXXV
მხოლოდ ყველაზე უფრო ახალგაზრდა მეორადი ფლოემა, რომელიც ჭურჭლოვან კამბიუმთან ყველაზე ახლოსაა ფუნქციონირებს შაქრების ტრანსპორტში.
Only the youngest secondary phloem, closest to the vascular cambium, functions in sugar transport.
569367.
ბიოლოგია | თავი XXXV
ღეროს ან ფესვის გარშემოწერილობის ზრდასთან ერთად, უფრო ხნიერი მეორადი ფლოემა ჩამოიფცქვნება, რის გამოც მეორადი ფლოემის აკუმულირება ისე ინტენსიურად არ ხდება, როგორც მეორადი ქსილემის.
As a stem or root increases in circumference, the older secondary phloem is sloughed off, which is why secondary phloem does not accumulate as extensively as does secondary xylem.
569368.
ბიოლოგია | თავი XXXV
კორპის კამბიუმი და პერიდერმის წარმოქმნა.
Cork Cambia and the Production of Periderm.
569369.
ბიოლოგია | თავი XXXV
მეორადი ზრდის ადრეულ საფეხურზე ეპიდერმისი გარეთ გამოიდევნება, რის გამოც სკდება, შრება და ღეროს თუ ფესვს სცილდება.
During the early stages of secondary growth, the epidermis is pushed outward, causing it to split, dry, and fall off the stem or root.
569370.
ბიოლოგია | თავი XXXV
მას ორი ქსოვილი ჩაენაცვლება, რომლებიც პირველადი კორპის კამბიუმისგან წარმოიქმნება. ღეროებში იგი გარეთა კორტექსისგან იღებს სათავეს, ხოლო ფესვებში – პერიციკლის გარეთა შრიდან.
It is replaced by two tissues produced by the first cork cambium, which arises in the outer cortex in stems and in the outer layer of the pericycle in roots.
569371.
ბიოლოგია | თავი XXXV
ერთი ქსოვილი, რომელსაც ფელოდერმას უწოდებენ პარენქიმული უჯრედების თხელი შრეა, რომელიც კორპის კამბიუმის შიგნით წარმოიქმნება.
One tissue, called phelloderm, is a thin layer of parenchyma cells that forms to the interior of the cork cambium.
569372.
ბიოლოგია | თავი XXXV
მეორე ქსოვილი, რომელიც კორპის უჯრედებისგან შედგება, კორპის კამბიუმის გარეთა მხარეს აკუმულირდება.
The other tissue consists of cork cells that accumulate to the exterior of the cork cambium.
569373.
ბიოლოგია | თავი XXXV
კორპის უჯრედების მომწიფებასთან ერთად, მათ კედლებში ცვილისებრი ნივთიერება გროვდება, რომელსაც სუბერინი ეწოდება და შემდეგ კვდება.
As cork cells mature, they deposit a waxy material called suberin in their walls and then die.
569374.
ბიოლოგია | თავი XXXV
შემდგომში, კორპის ქსოვილი ფუნქციონირებს როგორც ბარიერი, რომელიც იცავს ღეროსა თუ ფესვს წყლის დაკარგვისგან, ფიზიკური დაზიანებისა და პათოგენებისგან.
The cork tissue then functions as a barrier that helps protect the stem or root from water loss, physical damage, and pathogens.
569375.
ბიოლოგია | თავი XXXV
კორპის კამბიუმი და მის მიერ წარმოქმნილი ქსოვილები პერიდერმას შეადგენს.
A cork cambium and the tissues it produces comprise a layer of periderm.
569376.
ბიოლოგია | თავი XXXV
ვინაიდან კორპის უჯრედები სუბერინს შეიცავს და ჩვეულებრივ, კომპაქტურადაა განლაგებული, პერიდერმის უდიდესი ნაწილი, ეპიდერმისისგან განსხვავებით წყლისა და გაზებისთვის შეუღწევადია.
Because cork cells have suberin and are usually compacted together, most of the periderm is impermeable to water and gases, unlike the epidermis.
569377.
ბიოლოგია | თავი XXXV
აქედან გამომდინარე, უმეტეს მცენარეში წყლისა და მინერალების აბსორბცია უშუალოდ ფესვის ყველაზე ახალგაზრდა ნაწილში, ძირითადად ფესვის ბუსუსებში მიმდინარეობს.
Therefore, in most plants, absorption of water and minerals takes place primarily in the youngest parts of roots, mainly the root hairs.
569378.
ბიოლოგია | თავი XXXV
უფრო ხნიერი ნაწილები მცენარის საყრდენს წარმოადგენს და წყალსა და გახსნილ ნივთიერებებს ფესვებსა და ღეროებს შორის ატარებს.
The older parts anchor the plant and transport water and solutes between roots and shoots.
569379.
ბიოლოგია | თავი XXXV
პერიდერმა დაწინწკლულია მცირე ამობურცული უბნებით, რომელთაც მეჭეჭები ეწოდებათ, სადაც კორპის უჯრედებს შორის უფრო მეტი სივრცეა. ისინი გამერქნებული ფესვის ან ღეროს შიგნით ცოცხალ უჯრედებს გარემოს ჰაერთან გაზთა ცვლის განხორციელების საშუალებას აძლევს.
Dotting the periderm are small, raised areas called lenticels, in which there is more space between the cork cells, enabling living cells within a woody stem or root to exchange gases with the outside air.
569380.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჭურჭლოვანი კამბიუმისგან განსხვავებით, კორპის კამბიუმის უჯრედები დაყოფას აღარ აგრძელებს; ამრიგად, მისი გარშემოწერილობა არ იზრდება.
Unlike the vascular cambium, cells of the cork cambium do not continue to divide; thus, there is no increase in its circumference.