მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569441.
ბიოლოგია | თავი XXXV
მაგალითად, შესაძლებელია რომ ბამბუკის ყლორტები და ფესვები კვირაში 2მზე მეტადაც გაიზარდოს.
Bamboo shoots, for instance, can elongate more than 2m per week.
569442.
ბიოლოგია | თავი XXXV
ყლორტებისა და ფესვების სწრაფი ექსპანსია ზრდის სინათლისადმი და ნიადაგისადმი ექსპოზიციას, რაც უმოძრაო ცხოვრებისადმი მცენარეების მნიშვნელოვან ევოლუციურ ადაპტაციას წარმოადგენს.
Rapid extension of shoots and roots increases the exposure to light and soil, an important evolutionary adaptation to the immobile lifestyle of plants.
569443.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარეული უჯრედების მოცულობაში ზრდა იშვიათად ხდება თანაბრად ყველა მიმართულებით.
Plant cells rarely expand equally in all directions.
569444.
ბიოლოგია | თავი XXXV
მათი ზრდა, ჩვეულებრივ, ძირითადად მცენარის მთავარი ღერძის გასწვრივაა ორიენტირებული.
Their greatest expansion is usually oriented along the plant's main axis.
569445.
ბიოლოგია | თავი XXXV
მაგალითად, ფესვის წვერის ახლომდებარე უჯრედებს 20-ჯერ მეტად შეუძლიათ დაგრძელება თავდაპირველ სიგრძესთან შედარებით, ისე, რომ მათი სიგანე, შედარებით მცირედ შეიცვალოს.
For example, cells near the root tip may elongate up to 20 times their original length, with relatively little increase in width.
569446.
ბიოლოგია | თავი XXXV
ცელულოზის მიკროფიბრილების ორიენტაცია უჯრედის კედლის შიდა შრეებში არის ამ დიფერენცირებული ზრდის მიზეზი.
The orientation of cellulose microfibrils in the innermost layers of the cell wall causes this differential growth.
569447.
ბიოლოგია | თავი XXXV
მიკროფიბრილებს არ აქვთ ძლიერ გაჭიმვის უნარი, ასე რომ, უჯრედი ძირითადად მიკროფიბრილების „გრანულების“ პერპენდიკულარულად იზრდება, როგორც ეს სურათ 35.24- ზეა ნაჩვენები.
The microfibrils cannot stretch much, so the cell expands mainly perpendicular to the "grain" of the microfibrils, as shown in Figure 35.24.
569448.
ბიოლოგია | თავი XXXV
რაც შეეხება უჯრედის დაყოფის სიბრტყეს, მიკროტუბულები, უჯრედის ექსპანსიის სიბრტყის რეგულირებაში საკვანძო როლს ასრულებენ.
As with the plane of cell division, microtubules play a key role in regulating the plane of cell expansion.
569449.
ბიოლოგია | თავი XXXV
სწორედ მიკროტუბულების ორიენტაცია უჯრედის გარე ციტოპლაზმაში განსაზღვრავს ცელულოზის მიკროფიბრილების ორიენტაციას, რომლებიც უჯრედის კედელში გროვდება.
It is the orientation of microtubules in the cell's outermost cytoplasm that determines the orientation of cellulose microfibrils that are deposited in the cell wall.
569450.
ბიოლოგია | თავი XXXV
მიკროტუბულები და მცენარის ზრდა.
Microtubules and Plant Growth.
569451.
ბიოლოგია | თავი XXXV
Arabidopsis-ის ფასს მუტანტების შესწავლამ დაადასტურა ციტოპლაზმური მიკროტუბულების როლი უჯრედის დაყოფისა და ექსპანსიის პროცესში.
Studies of fass mutants of Arabidopsis have confirmed the importance of cytoplasmic microtubules in cell division and expansion.
569452.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფასს მუტანტებს უჩვეულო, გაბრტყელებული უჯრედები აქვთ, რომელთა დაყოფის სიბრტყე, როგორც ჩანს, შემთხვევითია.
The fass mutants have unusually squat cells with seemingly random planes of cell division.
569453.
ბიოლოგია | თავი XXXV
მათ ფესვებსა და ღეროებს მოწესრიგებული უჯრედების მწკრივი ან შრე არ გააჩნიათ.
Their roots and stems have no ordered cell files and layers.
569454.
ბიოლოგია | თავი XXXV
მიუხედავად ამ ანომალიისა, ფასს მუტანტები ციცქნა ზრდასრულ მცენარეებად ვითარდებიან, მაგრამ მათი ორგანოები სიგრძივად არის კომპრესირებული.
Despite these abnormalities, fass mutants develop into tiny adult plants, but their organs are compressed longitudinally.
569455.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეს ჯუჯა ფორმა და ქსოვილის არაორგანიზებული განლაგება, შესაძლოა მიკროტუბულების ანომალიური ორგანიზაციით იყოს გამოწვეული.
The stubby form and disorganized tissue arrangement can be traced to abnormal organization of microtubules.
569456.
ბიოლოგია | თავი XXXV
ინტერფაზაში მიკროტუბულების განლაგება შემთხვევითია და პრეპროფაზური ჭიმები მიტოზამდე არ წარმოიქმნება.
During interphase, the microtubules are randomly positioned, and the preprophase bands do not form prior to mitosis.
569457.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამის შედეგად, უჯრედის კედელში მიკროფიბრილების მოწესრიგებული „გრანულები“ არ არის, რომ ელონგაციის მიმართულება განსაზღვროს.
As a result, there is no orderly "grain" of cellulose microfibrils in the cell wall to determine the direction of elongation.
569458.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეს დეფექტი დასაბამს აძლევს უჯრედებს, რომლებიც მოცულობაში ყველა მიმართულებით იზრდება და უსისტემოდ იყოფა.
This defect gives rise to cells that expand in all directions and divide haphazardly.
569459.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარეული ორგანიზმი უფრო მეტია, ვიდრე დაყოფისა და ზრდის პროცესში მყოფი უჯრედების ნაკრები.
A plant's body is more than a collection of dividing and expanding cells.
569460.
ბიოლოგია | თავი XXXV
განვითარება რომ სათანადოდ წარიმართოს, მორფოგენეზს უნდა ჰქონდეს ადგილი, ანუ უნდა მოხდეს უჯრედების ორგანიზაცია მრავალუჯრედიან სტრუქტურებად, მაგალითად, ქსოვილებად და ორგანოებად.
Morphogenesis must occur for development to proceed properly; that is, cells must be organized into multicellular arrangements such as tissues and organs.