მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569381.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამის მაგივრად, ღეროს თუ ფესვის გასქელებით იხლიჩება პირველადი კორპის კამბიუმი, რომელიც კარგავს თავის მერისტემულ აქტივობას და კორპის უჯრედებად დიფერენცირდება.
Instead, the thickening of a stem or root splits the first cork cambium, which loses its meristematic activity and differentiates into cork cells.
569382.
ბიოლოგია | თავი XXXV
ახალი კორპის კამბიუმი შიდა მხარეს ვითარდება, რის შედეგადაც პერიდერმის კიდევ ერთი შრე წარმოიქმნება.
A new cork cambium forms to the inside, resulting in another layer of periderm.
569383.
ბიოლოგია | თავი XXXV
პროცესის გაგრძელებასთან ერთად, პერიდერმის უფრო ხნიერი შრეები ჩამოიფცქვნება, რაც ნათლად ჩანს მრავალი ხის ზროს დამსკდარ, ჩამოშრევებულ ქერქზე.
As this process continues, older layers of periderm are sloughed off, as is evident in the cracked, peeling bark of many tree trunks.
569384.
ბიოლოგია | თავი XXXV
ბევრი ფიქრობს, რომ ქერქი, მერქნიანი ღეროსა თუ ფესვის მხოლოდ გარეთა დამცავი საფარია.
Many people think that bark is only the protective outer covering of a woody stem or root.
569385.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფაქტობრივად, ქერქი ჭურჭლოვანი კამბიუმის გარეთ არსებულ ყველა ქსოვილს შეიცავს.
Actually, bark includes all tissues external to the vascular cambium.
569386.
ბიოლოგია | თავი XXXV
გარეთ მიმართული მისი მთავარი კომპონენტებია: მეორადი ფლოემა (წარმოქმნილი ჭურჭლოვანი კამბიუმის მიერ), უახლესი პერიდერმა და პერიდერმის ყველა ხნიერი შრე.
In an outward direction, its main components are the secondary phloem (produced by the vascular cambium), the most recent periderm, and all the older layers of periderm.
569387.
ბიოლოგია | თავი XXXV
ზრდა, მორფოგენეზი და დიფერენციაცია ქმნის მცენარის ორგანიზმს.
Growth, morphogenesis, and differentiation produce the plant body.
569388.
ბიოლოგია | თავი XXXV
აქამდე ჩვენ აღვწერეთ მცენარის ორგანიზმის განვითარება მერისტემიდან.
So far, we have described the development of the plant body from meristems.
569389.
ბიოლოგია | თავი XXXV
ახლა, მცენარის ზრდა-განვითარების აღწერიდან მექანიზმების აღწერაზე გადავინაცვლებთ, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ პროცესს.
Here we will move from a description of plant growth and development to the mechanisms that underlie these processes.
569390.
ბიოლოგია | თავი XXXV
განვიხილოთ ტიპური ერთწლიანი სარეველა.
Consider a typical annual weed.
569391.
ბიოლოგია | თავი XXXV
ალბათ, იგი მილიარდობით უჯრედისგან შედგება – ზოგი მათგანი დიდია, ზოგი მცირე, ზოგი ძლიერ სპეციალიზებულია, ზოგი – არა, მაგრამ ყველა მათგანი ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან წარმოიქმნება.
It may consist of billions of cells some large, some small, some highly specialized and others not, but all derived from a single fertilized egg.
569392.
ბიოლოგია | თავი XXXV
მასის მატება, ანუ ზრდა, რომელსაც მცენარის სიცოცხლეში აქვს ადგილი, როგორც უჯრედების დაყოფის, ასევე მათი მოცულობის ზრდის შედეგია, მაგრამ რა აკონტროლებს ამ პროცესებს?
The increase in mass, or growth, that occurs during the life of the plant results from both cell division and cell expansion, but what controls these processes?
569393.
ბიოლოგია | თავი XXXV
რატომ წყვეტენ ფოთლები ზრდას მას შემდეგ რაც გარკვეულ ზომას მიაღწევენ, მაშინ, როცა აპიკალური მერისტემა გამუდმებით იყოფა?
Why do leaves stop growing upon reaching a certain size, whereas apical meristems divide perpetually?
569394.
ბიოლოგია | თავი XXXV
აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ჰიპოთეზურ სარეველაში, მილიარდობით უჯრედი არადიფერენცირებული უჯრედების გროვა არ არის, ისინი ადვილად საცნობ ქსოვილებად და ორგანოებადაა ორგანიზებული.
Also, note that the billions of cells in our hypothetical weed are not an undifferentiated clump of cells. They are organized into recognizable tissues and organs.
569395.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფოთლები მუხლებიდან ვითარდება; ფესვები (თუ დამატებითი არ არის) – არა.
Leaves arise from nodes; roots (unless adventitious) do not.
569396.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეპიდერმისი, ფოთლის გარეთა მხრიდან წარმოიქმნება, ხოლო ჭურჭლოვანი ქსოვილი – შიდა მხრიდან, პირიქით არასოდეს.
Epidermis forms on the exterior of the leaf, and vascular tissue in the interior-never vice versa.
569397.
ბიოლოგია | თავი XXXV
ორგანიზმის ფორმისა და ორგანიზაციის განვითარებას მორფოგენეზი ეწოდება.
The development of body form and organization is called morphogenesis.
569398.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარის ორგანიზმის ყოველი უჯრედი გენების ისეთივე ნაკრებს, გენომის ზუსტ ასლს შეიცავს, რომელიც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედშია.
Each cell in the plant body contains the same set of genes, exact copies of the genome present in the fertilized egg.
569399.
ბიოლოგია | თავი XXXV
გენების ექსპრესიის სხვადასხვა ხასიათი (მოდელი), უჯრედებში უჯრედულ დიფერენციაციას იწვევს, რის შედეგადაც სხვადასხვა ტიპის უჯრედები წარმოიქმნება.
Different patterns of gene expression among cells cause the cellular differentiation that creates a diversity of cell types.
569400.
ბიოლოგია | თავი XXXV
განვითარებასთან დაკავშირებული სამი პროცესი, ზრდა, მორფოგენეზი და უჯრედული დიფერენცირება შეთანხმებულად მოქმედებს, რათა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მცენარედ გარდაიქმნას.
The three developmental processes of growth, morphogenesis, and cellular differentiation act in concert to transform the fertilized egg into a plant.