მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569481.
ბიოლოგია | თავი XXXV
გენების ექსპრესია და უჯრედული დიფერენციაციის კონტროლი.
Gene Expression and Control of Cellular Differentiation.
569482.
ბიოლოგია | თავი XXXV
ის, რაც უჯრედულ დიფერენციაციას ასეთ მიმზიდველს ხდის, ისაა, რომ განვითარებადი ორგანიზმის უჯრედები, საერთო გენომის მიუხედავად, სხვადასხვა ცილას ასინთეზებენ და სტრუქტურითა და ფუნქციითაც განსხვავდებიან.
What makes cellular differentiation so fascinating is that the cells of a developing organism synthesize different proteins and diverge in structure and function even though they share a common genome.
569483.
ბიოლოგია | თავი XXXV
სომატური უჯრედიდან მთელი მცენარის კლონირება ადასტურებს დასკვნას იმის შესახებ, რომ დიფერენცირებული უჯრედის გენომი ინტაქტური რჩება.
The cloning of whole plants from somatic cells supports the conclusion that the genome of a differentiated cell remains intact.
569484.
ბიოლოგია | თავი XXXV
თუ მომწიფებულ უჯრედს, რომელიც ფესვსა თუ ფოთოლს არის მოცილებული, აქვს ქსოვილოვან კულტურაში დედიფერენცირების უნარი და შეუძლია დასაბამი მისცეს მცენარის სხვადასხვა ტიპის უჯრედებს, მაშინ მას ყველა საჭირო გენი უნდა ჰქონდეს, მცენარის ნებისმიერი ტიპის უჯრედის წარმოსაქმნელად.
If a mature cell removed from a root or leaf can dedifferentiate in tissue culture and give rise to the diverse cell types of a plant, then it must possess all the genes necessary to make any kind of plant cell.
569485.
ბიოლოგია | თავი XXXV
ეს ნიშნავს, რომ უჯრედული დიფერენციაცია დიდწილად დამოკიდებულია გენის ექსპრესიის კონტროლზე – ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის რეგულაციაზე, რასაც სპეციფიკურ ცილებამდე მივყავართ.
This means that cellular differentiation depends, to large extent, on the control of gene expression-the regulation of transcription and translation leading to specific proteins.
569486.
ბიოლოგია | თავი XXXV
დიფერენციაციის პროცესში უჯრედები განსაზღვრულ დროს, შერჩევით ახდენენ ცალკეული გენების ექსპრესიას.
Cells selectively express certain genes at specific times during their differentiation.
569487.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჩამკეტ უჯრედს აქვს გენები, რომლებიც ჭურჭლოვანი ელემენტის პროტოპლასტის თვით-დესტრუქციას აპროგრამებს, მაგრამ იგი არ ახდენს ამ გენების ექსპრესიას.
A guard cell has the genes that program the self-destruction of a vessel element protoplast, but it does not express those genes.
569488.
ბიოლოგია | თავი XXXV
არც ქსილემის ჭურჭლოვანი ელემენტი ახდენს ამ გენების ექსპრესიას, ამას იგი მხოლოდ დიფერენციაციის გარკვეულ ეტაპზე აკეთებს, მას შემდეგ, რაც უჯრედი ელონგირდება და მეორად კედელს წარმოქმნის.
A xylem vessel element does express those genes, but only does so at a specific time in its differentiation, after the cell has elongated and has produced its secondary wall.
569489.
ბიოლოგია | თავი XXXV
მკვლევრები მოლეკულური მექანიზმების გაშიფვრას იწყებენ, რომლებიც უჯრედის განვითარებისთვის კრიტიკულ პერიოდში ჩართავს და გამორთავს სპეციფიკურ გენებს.
Researchers are beginning to unravel the molecular mechanisms that switch specific genes on and off at critical times during a cell's development.
569490.
ბიოლოგია | თავი XXXV
უჯრედების დიფერენციაცია დიდწილად დამოკიდებულია პოზიციურ ინფორმაციაზე – სად არის ლოკალიზებული ცალკეული უჯრედი სხვა უჯრედებთან მიმართებაში.
Cellular differentiation to a large extent depends on positional information-where a particular cell is located relative to other cells.
569491.
ბიოლოგია | თავი XXXV
მაგალითად, Arabidopsis-ის ფესვის ეპიდერმისში ორი სხვადასხვა ტიპის უჯრედი ვითარდება: ფესვის ბუსუსების უჯრედები და ეპიდერმული უჯრედები.
For example, two distinct cell types are formed in the root epidermis of Arabidopsis: root hair cells and hairless epidermal cells.
569492.
ბიოლოგია | თავი XXXV
უმწიფარი ეპიდერმული უჯრედები, რომლებიც კონტაქტში იმყოფებიან ფესვის კორტექსის ორ ქვემოთმდებარე უჯრედთან, ფესვის ბუსუსების უჯრედებად დიფერენცირდება, მაშინ, როცა უმწიფარი ეპიდერმული უჯრედები, რომლებიც მხოლოდ ერთ კორტიკალურ უჯრედთან არიან კონტაქტში, მომწიფებულ უბუსუსო უჯრედებად დიფერენცირდება.
The immature epidermal cells that are in contact with two underlying cells of the root cortex differentiate into root hair cells, whereas the immature epidermal cells in contact with only one cortical cell differentiate into mature hairless cells.
569493.
ბიოლოგია | თავი XXXV
ფესვის ბუსუსების სათანადოდ განაწილებისთვის ჰომეოტური გენის, GLABRA-2-ის (glaber ლათინურად მელოტს ნიშნავს) დიფერენციალური ექსპრესიაა საჭირო.
Differential expression of a homeotic gene called GLABRA-2 (from the Latin glaber, bald) is required for appropriate root hair distribution.
569494.
ბიოლოგია | თავი XXXV
მკვლევრებმა მოახდინეს ამის დემონსტრირება GLABRA-2 გენის შეწყვილებით „მაცნე გენთან“, რაც გარკვეული დამუშავების შემდეგ ყველა იმ უჯრედის ცისფრად შეფერვას იწვევდა, რომლებიც GLABRA- 2 გენის ექსპრესიას ახდენდა.
Researchers have demonstrated this by coupling the GLABRA-2 gene to a "reporter gene" that causes every cell expressing GLABRA-2 in the root to turn pale blue following a certain treatment.
569495.
ბიოლოგია | თავი XXXV
როგორც წესი, GLABRA-2 გენის ექსპრესია მხოლოდ ეპიდერმულ უჯრედებში ხდება, რომლებიც ფესვის ბუსუსებს არ ივითარებს.
The GLABRA-2 gene is normally expressed only in epidermal cells that will not develop root hairs.
569496.
ბიოლოგია | თავი XXXV
თუ მუტაციის გამო GLABRA-2-ის ფუნქცია ირღვევა, მაშინ ფესვის თითოეული ეპიდერმული უჯრედი ფესვის ბუსუსს ივითარებს.
If GLABRA-2 is rendered dysfunctional by mutation, every root epidermal cell develops a root hair.
569497.
ბიოლოგია | თავი XXXV
ლოკალიზაცია და უჯრედის განვითარების გზა.
Location and a Cell's Developmental Fate.
569498.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჩანასახოვანი ორგანოს ფორმირებისას, უჯრედის დაყოფისა და უჯრედის ექსპანსიის თავისებურებები უჯრედების დიფერენციაციაზე ახდენს გავლენას, რაც სხვა უჯრედების მიმართ მათი სპეციფიკური ლოკალიზაციით ხორციელდება.
In the process of shaping a rudimentary organ, patterns of cell division and cell expansion affect the differentiation of cells by placing them in specific locations relative to other cells.
569499.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამრიგად, პოზიციური ინფორმაცია განვითარების მთელ პროცესს – ზრდას, მორფოგენეზსა და დიფერენციაციას უდევს საფუძვლად.
Thus, positional information underlies all the processes of development: growth, morphogenesis, and differentiation.
569500.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ პროცესებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის ერთი მეთოდია კლონური ანალიზი, როდესაც ორგანოს განვითარებასთან ერთად, აპიკალური მერისტემის თითოეული უჯრედიდან წარმოქმნილი უჯრედული თაობების თანმიმდევრობა (კლონები), რუკაზე აღინიშნება.
One approach to studying the relationships among these processes as clonal analysis, in which the cell lineages (clones) derived from each cell in an apical meristem are mapped as organs develop.