მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569541.
ბიოლოგია | თავი XXXV
ანომალიური ყვავილების მქონე მუტანტების შეგროვებისა და შესწავლის საფუძველზე მკვლევრებმა მოახდინეს ყვავილის ორგანოს საიდენტიფიკაციო გენების სამი კლასის განსაზღვრა და კლონირება; დაწყებულია იმის შესწავლა, როგორ მოქმედებს ეს გენები.
By collecting and studying mutants with abnormal flowers, researchers have identified and cloned three classes of floral organ identity genes, and they are beginning to determine how these genes act.
569542.
ბიოლოგია | თავი XXXV
ყვავილის ფორმირების ABC მოდელი, რომელიც დიაგრამის სახითაა მოცემული, სურათ 35.31ა ასახავს, როგორ არეგულირებს ეს გენები ყვავილის ოთხი ტიპის ორგანოს ფორმირებას.
The ABC model of flower formation, diagrammed in Figure 35.31a, identifies how these genes direct the formation of the four types of floral organs.
569543.
ბიოლოგია | თავი XXXV
ABC მოდელის მიხედვით, თითოეული კლასის ორგანოს საიდენტიფიკაციო გენები ყვავილის მერისტემის ორ ცალკეულ რგოლშია „ჩართული“.
The ABC model proposes that each class of organ identity genes is switched "on" in two specific whorls of the floral meristem.
569544.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჩვეულებრივ, A გენი ჩართულია ორ გარეთა რგოლში (ჯამის ფოთოლაკებისა და ყვავილის ფურცლების); B გენი ჩართულია ორ შუა რგოლში (ყვავილის ფურცლებისა და მტვრიანების); ხოლო C გენი – ორ შიდა რგოლში (მტვრიანებისა და ნაყოფის ფოთლების).
Normally, A genes are switched on in the two outer whorls (sepals and petals); B genes are switched on in the two middle whorls (petals and stamens); and C genes are switched on in the two inner whorls (stamens and carpels).
569545.
ბიოლოგია | თავი XXXV
ჯამის ფოთოლაკები ყვავილის მერისტემის იმ ნაწილებიდან წარმოიქმნება, სადაც მხოლოდ A გენებია აქტიური; ყვავილის ფურცლები – სადაც A და B გენებია აქტიური; მტვრიანები – სადაც B და C გენებია აქტიური; ხოლო ნაყოფის ფოთლები – სადაც მხოლოდ C გენებია აქტიური.
Sepals arise from those parts of the floral meristems in which only A genes are active; petals arise where A and B genes are active; stamens where B and C genes are active; and carpels where only C genes are active.
569546.
ბიოლოგია | თავი XXXV
ABC მოდელით აიხსნება მუტანტების ფენოტიპი, რომელთაც აქტიური A, B ან C გენები არ გააჩნიათ; ამასთან, იქ, სადაც A გენების აქტივობა აღინიშნება, C გენების ინჰიბირება ხდება და პირიქით.
The ABC model can account for the phenotypes of mutants lacking A, B, or C gene activity, with one addition: Where gene A activity is present, it inhibits C, and vice versa.
569547.
ბიოლოგია | თავი XXXV
თუ A ან C გენებიდან რომელიღაც დაკარგულია, მაშინ მეორე მის ადგილს იკავებს.
If either A or C is missing, the other takes its place.
569548.
ბიოლოგია | თავი XXXV
სურათ 35.31 ბ-ზე ნაჩვენებია მუტანტების ყვავილის სტრუქტურა, რომელთაც ორგანოს საიდენტიფიკაციო გენების სამი კლასიდან ერთ-ერთი არ აქვთ და აღწერილია, როგორ აიხსნება ამ მოდელით ყვავილის ფენოტიპები.
Figure 35.31b shows the floral patterns of mutants lacking each of the three classes of organ identity genes and depicts how the model accounts for the floral phenotypes.
569549.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამდაგვარი ჰიპოთეზების შექმნით და მათ შესამოწმებლად ექსპერიმენტების შემუშავებით მკვლევრები მცენარის გენეტიკური განვითარების საფუძვლებს იკვლევენ.
By constructing such hypotheses and designing experiments to test them, researchers are tracing the genetic basis of plant development.
569550.
ბიოლოგია | თავი XXXV
მცენარის ნაწილების გამოკვლევის მიზნით მისი მომზადებისას, როგორც ამ თავში იყო გაკეთებული, უნდა გახსოვდეთ, რომ მთელი მცენარე ფუნქციონირებს როგორც ერთიანი ორგანიზმი.
In dissecting the plant to examine its parts, as we have done in this chapter, we must remember that the whole plant functions as an integrated organism.
569551.
ბიოლოგია | თავი XXXV
მომდევნო თავებში თქვენ უფრო მეტს შეიტყობთ იმის შესახებ, როგორ ხდება ნივთიერებების ტრანსპორტირება ჭურჭლოვან მცენარეებში, როგორ იღებენ მცენარეები საკვებს, როგორ მრავლდებიან მცენარეები, (ყურადღება გამახვილებულია ყვავილოვან მცენარეებზე) და როგორ არის კოორდინირებული მცენარის სხვადასხვა ფუნქცია.
In the following chapters, you will learn more about how materials are transported within vascular plants, how plants obtain , how plants reproduce (focusing on flowering plants), and how the various functions of the plant are coordinated.
569552.
ბიოლოგია | თავი XXXV
შეგახსენებთ, რომ სტრუქტურა ფუნქციას შეესაბამება და რომ მცენარის ანატომია და ფიზიოლოგია ხმელეთზე სიცოცხლის სირთულეებთან მათ ევოლუციურ ადაპტაციებს ასახავს, რაც მცენარეების უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ.
Remembering that structure fits function and that plant anatomy and physiology reflect evolutionary adaptations to the problems of living on land will enhance your understanding of plants.
569553.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ტრანსპორტირება ჭურჭლოვან მცენარეებში,
Transport in Vascular Plants.
569554.
ბიოლოგია | თავი XXXVI
გადარჩენის გზები.
Pathways for Survival.
569555.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამჟამინდელი მცენარეების წინაპარი ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც წყალში იზრდებოდნენ, ისრუტავდნენ წყალს, მინერალებსა და ნახშირორჟანგს (CO2) უშუალოდ წყლიდან.
The algal ancestors of plants absorbed water, minerals, and CO2 directly from the water in which they were immersed.
569556.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მათი არც ერთი უჯრედი აღნიშნული ინგრედიენტებისგან შორს არ იყო.
None of their cells were far from these ingredients.
569557.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბრიოფიტებში ასევე არ არის განვითარებული ტრანსპორტირების სისტემა; ასე რომ, მათ მხოლოდ ძალიან ტენიან გარემოში შეუძლიათ არსებობა.
Bryophytes also lack an extensive transport system and are confined to living in very moist environments.
569558.
ბიოლოგია | თავი XXXVI
რაც შეეხება ჭურჭლოვან მცენარეებს, ხმელეთზე ევოლუციურმა გადმოსვლამ გამოიწვია მცენარის ორგანიზმის ფესვებად (მიწისქვეშა ნაწილი) და მიწისზედა ორგანოებად დიფერენცირება.
For vascular plants, in contrast, the evolutionary journey onto land involved the differentiation of the plant body into roots and shoots.
569559.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფესვები ისრუტავს წყალს და მინერალებს ნიადაგიდან, ტოტები, ფოთლები და ყვავილები კი ისრუტავს სინათლესა და ატმოსფერულ ნახშირორჟანგს, რაც ფოტოსინთეზისთვისაა საჭირო.
Roots absorb water and minerals from the soil, and shoots absorb light and atmospheric CO2 for photosynthesis.
569560.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსილემას წყალი და მინერალები ფესვებიდან მცენარის მიწისზედა ნაწილში გადააქვს.
Xylem transports water and minerals from roots to shoots.