მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569621.
ბიოლოგია | თავი XXXVI
აღნიშნულისგან განსხვავებით, მცენარეული უჯრედების უმეტესობა დაახლოებით 1 მპა წნევაზე არსებობს.
In contrast, most plant cells exist at approximately 1 MPa.
569622.
ბიოლოგია | თავი XXXVI
რა ზეგავლენას ახდენს გახსნილი ნივთიერებები და წნევა წყლის პოტენციალზე.
How Solutes and Pressure Affect Water Potential.
569623.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგრამ რა ხდება, როცა ამ სუფთა წყალს ნივთიერებები ემატება?
But what happens when solutes are added to this pure water?
569624.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ნივთიერებები იზიდავს წყლის მოლეკულებს და ამცირებს თავისუფალი წყლის მოლეკულების რიცხვს და წყლის მუშაობის შესაძლებლობას.
The solutes bind water molecules, reducing the number of free water molecules and lowering the capacity of the water to do work.
569625.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ასე რომ, ნივთიერებათა დამატება ყოველთვის ამცირებს წყლის პოტენციალს, და ხსნარის ψშ ყოველთვის უარყოფითია.
Thus, adding solutes always lowers the water potential, and the us of a solution is always negative.
569626.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგალითად, იმ მცენარის ქსილემის მკვდარ უჯრედებში, რომელშიც ტრანსპირაცია მიმდინარეობს, წყალი ხშირად უარყოფითი წნევის (ძაბვის) ქვეშაა (-2 მპა-ზე ნაკლები).
For example, the water in the dead xylem cells of a transpiring plant is often under a negative pressure (tension) of less than -2 MPa.
569627.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ცოცხალ უჯრედებში, პირიქით, ბუშტში ჰაერის მსგავსად, წყალი ჩვეულებრივ დადებითი წნევის ქვეშაა.
Conversely, much like the air in a balloon, the water in living cells is usually under positive pressure.
569628.
ბიოლოგია | თავი XXXVI
უჯრედის შემცველობა პლაზმის მემბრანას უჯრედის კედლამდე აწვება და ქმნის ტურგორულ წნევას.
The cell contents press the plasma membrane against the cell wall, producing what is called turgor pressure.
569629.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლის პოტენციალის რაოდენობრივი ანალიზი.
Quantitative Analysis of Water Potential.
569630.
ბიოლოგია | თავი XXXVI
უკვე შემოვიღეთ წყლის პოტენციალის ტოლობა და მისი კომპონენტები. ახლა პრაქტიკაში გამოვიყენოთ ეს ტოლობა.
Now that we have introduced the water potential equation and its components, let's put it to use.
569631.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ჯერ მიმოვიხილავთ წყლის მოძრაობას ხელოვნურ სისტემაში.
First we will look at water movement in an artificial system.
569632.
ბიოლოგია | თავი XXXVI
შემდეგ ამ ტოლობას ცოცხალ უჯრედს მივუსადაგებთ.
Then we will apply the equation to a living plant cell.
569633.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სურათში 36.5 წარმოდგენილი ხელოვნური მოდელი გვიჩვენებს წყლის მოძრაობას U-ს ფორმის მილში, რომელსაც აქვს მილის ორი განშტოების გამყოფი მემბრანა.
The artificial model represented in Figure 36.5 shows the movement of water within a U-shaped tube that has a membrane separating the two arms of the tube.
569634.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მემბრანა ატარებს წყალს, მაგრამ გახსნილ ნივთიერებებს არა.
The membrane is permeable to water but not to solutes.
569635.
ბიოლოგია | თავი XXXVI
დაბოლოს, წარმოიდგინეთ, რომ იყენებთ დგუშს სუფთა წყლის ამოსატუმბად და არა ხსნარის ჩასატუმბად.
Finally, imagine using a plunger to pull upward on the pure water instead of pushing downward on the solution.
569636.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ახლა განვიხილოთ, რა გავლენას ახდენს წყლის პოტენციალი მცენარეული უჯრედის მიერ წყლის მიღებასა და გაცემაზე.
Now let us consider how water potential affects uptake and loss of water by plant cells.
569637.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წარმოიდგინეთ, რომ ეს უჯრედი ამოვლებულია თავად უჯრედთან შედარებით გახსნილი ნივთიერების უფრო მაღალი კონცენტრაციის მქონე ხსნარში (სადაც ხსნარის პოტენციალი მეტად უარყოფითია).
Suppose this flaccid cell is bathed in a solution of higher solute concentration (more negative solute potential) than the cell itself.
569638.
ბიოლოგია | თავი XXXVI
რადგან გარე ხსნარს უფრო ნაკლები (უფრო მეტად უარყოფითი) წყლის პოტენციალი აქვს, წყალი დატოვებს უჯრედს ოსმოსის მეშვეობით; უჯრედის პროტოპლასტი შეიკუმშება და დაშორდება საკუთარ კედელს.
Since the external solution has the lower (more negative) water potential, water will leave the cell by osmosis, and the cell's protoplast will plasmolyze, or shrink and pull away from its wall.
569639.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ახლა იგივე მისუსტებული უჯრედი მოვათავსოთ სუფთა წყალში.
Now let's place the same flaccid cell in pure water.
569640.
ბიოლოგია | თავი XXXVI
უჯრედს წყლის უფრო მცირე პოტენციალი აქვს, ვიდრე სუფთა წყალს, რადგან მასში გახსნილია ნივთიერებები, და წყალი შედის უჯრედში ოსმოსის მეშვეობით.
The cell has a lower water potential than pure water because of the presence of solutes, and water enters the cell by osmosis.