მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569561.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფლოემას გადააქვს შაქარი მისი წარმოქმნის ან შენახვის ადგილიდან იმ ადგილას, სადაც ის საჭიროა ზრდისა და მეტაბოლიზმისთვის.
Phloem transports sugars from where they are produced or stored to where they are needed for growth and metabolism.
569562.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ნივთიერებათა ასეთი ტრანსპორტირება, რომელიც საჭიროა მცენარის, როგორც ერთიანი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, შეიძლება დიდ მანძილზე განხორციელდეს.
Such transport, which is necessary for a plant to function as a whole, may occur over long distances.
569563.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგალითად, წყნარი ოკეანის სანაპიროს ზოგი წითელი ხის ყველაზე მაღლა განლაგებული ფოთლები 100 მეტრზე (300 ფუტზე) მეტითაა დაშორებული ფესვებიდან.
For example, the highest leaves of some coast redwoods are more than 100 m (over 300 feet) from the roots.
569564.
ბიოლოგია | თავი XXXVI
რა აძლევს საშუალებას ჭურჭლოვან მცენარეს, ასეთ დიდ მანძილზე მოახდინოს წყლის, მინერალებისა და ორგანული საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება?
What enables a vascular plant to conduct water, minerals, and organic nutrients over such long distances?
569565.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წინამდებარე თავის განხილვის საგანია შიდა ტრანსპორტირების მექანიზმები.
The mechanisms responsible for internal transport are the subject of this chapter.
569566.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფიზიკური ძალები უზრუნველყოფს მცენარეებში ნივთიერებათა ტრანსპორტირებას სხვადასხვა მანძილზე.
Physical forces drive the transport of materials in plants over a range of distances.
569567.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ტრანსპორტირება ჭურჭლოვან მცენარეებში სამ დონეზე ხდება.
Transport in vascular plants occurs on three scales.
569568.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლისა და გახსნილი ნივთიერებების ტრანსპორტირება ცალკეული უჯრედების მიერ, როგორიცაა ფესვის ბუსუსები.
Transport of water and solutes by individual cells, such as root hairs.
569569.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ნივთიერებების მცირე მანძილზე გადატანა უჯრედიდან უჯრედამდე ქსოვილებისა და ორგანოების დონეზე, როგორიცაა შაქრის ტრანსპორტირება ფოთლის იმ უჯრედებიდან, რომლებიც ფოტოსინთეზზეა პასუხისმგებელი, ფლოემის საცრისებრ მილები.
Short-distance transport of substances from cell to cell at the levels of tissues and organs, such as the loading of sugar from photosynthetic leaf cells into the sieve tubes of the phloem.
569570.
ბიოლოგია | თავი XXXVI
დიდ მანძილზე ტრანსპორტირება ქსილემისა და ფლოემის შიგნით მცენარის მთელ სიგრძეზე.
Long-distance transport within xylem and phloem at the level of the whole plant.
569571.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ტრანსპორტირების ამ სამ სხვადასხვა ტიპში სხვადასხვა ფიზიკური პროცესებია ჩართული.
A variety of physical processes are involved in these different types of transport.
569572.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სურათი 36.2 გთავაზობთ ჭურჭლოვან მცენარეში ნივთიერებათა დიდ მანძილზე ტრანსპორტირების მიმოხილვას.
Figure 36.2 provides an overview of long-distance transport in a vascular plant.
569573.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მემბრანების შერჩევითი შეღწევადობა: შეჯამება.
On Selective Permeability of Membranes: A Review.
569574.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მე-7 თავში უკვე დეტალურად ვისაუბრეთ გახსნილი ნივთიერებებისა და წყლის ტრანსპორტირებაზე ბიოლოგიური მემბრანების გავლით.
We covered the transport of solutes and water across biological membranes in detail in Chapter 7.
569575.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მოდით, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ტრანსპორტირების ამ პროცესებიდან ზოგიერთი მცენარეული უჯრედების კონკრეტულ კონტექსტში.
Here we reexamine a few of these transport processes in the specific context of plant cells.
569576.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მცენარეული უჯრედის პლაზმური მემბრანის შერჩევითი გამტარობა აკონტროლებს გახსნილი ნივთიერებების მოძრაობას უჯრედში და უჯრედიდან გარეთ.
The selective permeability of a plant cell's plasma membrane controls the movement of solutes into and out of that cell.
569577.
ბიოლოგია | თავი XXXVI
გაიხსენეთ მე-7 თავიდან, რომ გახსნილ ნივთიერებებს ახასიათებს დიფუზია საკუთარი კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით და ამ დიფუზიას მემბრანის გავლით პასიური ტრანსპორტი ეწოდება, ვინაიდან ეს ხდება უჯრედის მიერ მეტაბოლური ენერგიის პირდაპირი გამოყენების გარეშე.
Recall from Chapter 7 that solutes tend to diffuse down their gradients and that diffusion across a membrane is called passive transport because it happens without the cell directly using metabolic energy.
569578.
ბიოლოგია | თავი XXXVI
აქტიური ტრანსპორტი ეწოდება გახსნილი ნივთიერებების მემბრანის გავლით გადაქაჩვას ელექტროქიმიური გრადიენტის საწინააღმდეგოდ, რაც წარმოადგენს მემბრანის გასწვრივ გახსნილი ნივთიერების კონცენტრაციული გრადიენტისა და ძაბვის (განსხვავება მუხტში) კომბინირებულ ეფექტს.
Active transport is the pumping of solutes across membranes against their electrochemical gradients, the combined effects of the concentration gradient of the solute and the voltage (charge difference) across the membrane.
569579.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამას ეწოდება „აქტიური” ტრანსპორტირება, რადგან უჯრედმა უნდა დახარჯოს ენერგია, ჩვეულებრივ, ატფ-ს სახით, რათა გახსნილი ნივთიერება მისი დიფუზიის ძირითადი მიმართულების საპირისპიროდ გადააადგილოს.
It is called "active" because the cell must expend en ergy, usually in the form of ATP, to transport a solute "uphill"counter to the net direction in which the solute diffuses.
569580.
ბიოლოგია | თავი XXXVI
გახსნილ ნივთიერებათა უმეტესობა ვერ კვეთს ლიპიდების ორმაგ შრეს მემბრანაში; მათ უნდა გაიარონ მემბრანაში ჩაშენებული სატრანსპორტო ცილები.
Most solutes cannot cross the lipid bilayer of the membrane; they must pass through transport proteins embedded in the membrane.