მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569701.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყალი და მინერალური მარილები ნიადაგიდან შედის მცენარეში ფესვების ეპიდერმისის გავლით, კვეთს ფესვის ქერქს, შედის ჭურჭლოვან ცილინდრში და შემდეგ ტრაქეიდებისა და ჭურჭლების მეშვეობით მიწისზედა ორგანოების სისტემაში ადის.
Water and mineral salts from the soil enter the plant through the epidermis of roots, cross the root cortex, pass into the vascular cylinder, and then flow up tracheids and vessels to the shoot system.
569702.
ბიოლოგია | თავი XXXVI
თავის ეს ნაწილი ყურადღებას ამახვილებს უჯრედებს შორის მოკლე მანძილზე ტრანსპორტირებაზე ნიადაგსა და ქსილემას შორის გზაზე.
This section focuses on short-distance transport between cells in the soil-to-xylem pathway.
569703.
ბიოლოგია | თავი XXXVI
კითხვისას, დაიხმარეთ სურათი 36.9 კონცეფციას უკეთ გასაგებად.
As you read, use Figure 36.9 to reinforce your understanding.
569704.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფესვის ბუსუსების, მიკორიზისა და ქერქის უჯრედების როლი.
The Roles of Root Hairs, Mycorrhizae, and Cortical Cells.
569705.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლისა და მინერალების შეწოვა დიდწილად ფესვის ბოლოებში ხდება, სადაც ეპიდერმისი წყალგამტარია და სადაც განლაგებულია ფესვის ბუსუსები.
Much of the absorption of water and minerals occurs near root tips, where the epidermis is permeable to water and where root hairs are located.
569706.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფესვის უჯრედები, რომლებიც ეპიდერმული უჯრედების განშტოებებია, ფესვების ზედაპირის ფართობის დიდ ნაწილს შეადგენს.
Root hairs, which are extensions of epidermal cells, account for much of the surface area of roots.
569707.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ნიადაგის ნაწილაკები, რომლებიც, ჩვეულებრივ, წყლითა და გახსნილი მინერალებითაა დაფარული, მჭიდროდ ეკვრის ფესვის ბუსუსებს.
Soil particles, usually coated with water and dissolved minerals, adhere tightly to the root hairs.
569708.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ნიადაგის ხსნარი შედის ეპიდერმული უჯრედების ჰიდროფილურ კედლებში და თავისუფლად გადადის ფესვის ქერქში აპოპლასტის გავლით.
The soil solution flows into the hydrophilic walls of epidermal cells and passes freely along the apoplast into the root cortex.
569709.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამით ქერქის ყველა უჯრედის სიმპლასტი მოდის კონტაქტში ნიადაგის ხსნართან, რაც მემბრანული ზედაპირის გაცილებით მეტ ფართობს იძლევა მხოლოდ ეპიდერმისის ზედაპირულ ფართობთან შედარებით.
This exposes the symplast of all the cells of the cortex to the soil solution, providing a much greater surface area of membrane than the surface area of the epidermis alone.
569710.
ბიოლოგია | თავი XXXVI
აპოპლასტის გავლით ნიადაგის ხსნარის ფესვებში შესვლისას, ეპიდერმისისა და ქერქის უჯრედები იღებს წყალს და ზოგ ნივთიერებას სიმპლასტში.
As the soil solution moves along the apoplast into the roots, cells of the epidermis and cortex take up water and certain solutes into the symplast.
569711.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგის ხსნარი, ჩვეულებრივ, ძალიან განზავებულია, აქტიური ტრანსპორტირება საშუალებას აძლევს ფესვებს, მოახდინონ უმნიშვნელოვანესი მინერალების აკუმულირება, როგორიცაა K+; შედეგად, მიიღება კონცენტრაცია, რომელიც ნიადაგში არსებულს ასეულობით მეტჯერ აღემატება.
Although the soil solution is usually very dilute, active transport enables roots to accumulate essential minerals, such as K+, to concentrations hundreds of times higher than in the soil.
569712.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მცენარეების უმრავლესობა ქმნის ორმხრივად სასარგებლო კავშირს სოკოებთან, რომლებიც ხელს უწყობს წყლისა და მინერალების შეწოვას ნიადაგიდან.
Most plants form mutually beneficial relationships with fungi, which facilitate the absorption of water and minerals from the soil.
569713.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფესვები და სოკოები ქმნიან მიკორიზას, რომელიც სიმბიოზური სტრუქტურაა და შედგება მცენარის ფესვებისა და სოკოს ჰიფებისგან (ფილამენტებისგან).
Roots and fungi form mycorrhizae, symbiotic structures consisting of plant roots united with fungal hyphae (filaments).
569714.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ჰიფები ისრუტავს წყალს და შერჩეულ მინერალებს და მათი დიდი ნაწილი გადააქვს მასპინძელ მცენარეში.
The hyphae absorb water and seonelected minerals, transferring much of these resources to the host plant.
569715.
ბიოლოგია | თავი XXXVI
37-ე თავი ხაზს უსვამს მიკორიზას როლს მცენარეთა კვებაში, 31-ე თავში კი საუბარია სოკოვან პარტნიორებზე ამ ორმხრივ ურთიერთობაში.
Chapter 37 highlights the role of mycorrhizae in artplant nutrition, and Chapter 31 features the fungal partners in these mutualistic relationships.
569716.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ სოკოს მიცელიუმი (ჰიფების ქსელი) ქმნის შეწოვის უზარმაზარ ფართს მიკორიზას და, შესაბამისად, მცენარის ფესვებისთვის.
What is important to understand here is that the mycelium (network of hyphae) of the fungus endows mycorrhizae, and thus the plant roots, with an enormous surface area for absorption.
569717.
ბიოლოგია | თავი XXXVI
თითო სანტიმეტრიდან 3 მეტრის სიგრძის სოკოვანი ჰიფები შეიძლება გაიშალოს ფესვის გასწვრივ, რაც ნიადაგის გაცილებით მეტ მოცულობაში შეღწევის საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს მხოლოდ ფესვებისთვისაა შესაძლებელი.
As much as 3 m of hyphae can extend from each centimeter along a root's length, reaching a far greater volume of soil than the root alone could penetrate.
569718.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მიკორიზა საშუალებას აძლევს ფესვების უფრო ხნიერ ზონებსაც კი, რომლებიც ფესვის წვეროებიდან შორსაა, მიაწოდონ მცენარეს წყალი და მინერალები.
Mycorrhizae enable even older regions of roots, far from the root tips, to supply water and minerals to the plant.
569719.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ენდოდერმა: შერჩევითი მცველი.
The Endodermis: A Selective Sentry.
569720.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყალი და მინერალები, რომლებიც ნიადაგიდან ფესვის ქერქში გადადის, ვერ გადაადგილდება მცენარის სხვა ნაწილებში, სანამ არ შევა ჭურჭლოვანი ცილინდრის ქსილემაში.
Water and minerals that pass from the soil into the root cortex cannot be transported to the rest of the plant until they enter the xylem of the vascular cylinder.